მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    რატომ ვერ ვიძინებთ? ნანახია (13056) - ჯერ 12 მაისი 2012

    უძილობა ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაავადებაა.  ამ სნეულებით იტანჯებიან როგორც ხანშიშესულები, ისე ახალგაზრდები, რაც სერიოზულად მოქმედებს მათ პირად ცხოვრებასა და სამსახურობრივ საქმიანობაზე.  დარღვეულ ძილს სოციალური შედეგებიც შეიძლება ჰქონდეს. ადამიანები, რომელთა სამუშაო განრიგი ღამით გადაადგილებას საჭიროებს, მთელი კვირის განმავლობაში ერთხელ მაინც თვლემენ სამუშაო ადგილზე. შესაბამისად სახეზეა შემდეგი სტატისტიკური მონაცემი: ყოველი მე-6 ავარიის მიზეზი ძილის უკმარისობაა. ასევე ნიშანდობლივია, რომ მსოფლიოში  ყველაზე სერიოზული ინდუსტრიული უბედური შემთხვევა, ჩერნობილის კატასტროფა, გვიან საღამოს საათებში მოხდა. მიზეზად ძილის უკმარისობის გამო პასუხისმგებელი პერსონალის მიერ თავისი ფუნქციის ოპტიმალურად ვერ შესრულება სახელდება. ვინაიდან ძილის დარღვევები მნიშვნელოვანია მრავალი სტუდენტის ცხოვრებაშიც, აქ მათზე ვისაუბრებთ.

    როდესაც ადამიანები უკმაყოფილონი არიან თავიანთი ძილის ოდენობით ან ხარისხით, ისინი ინსომნიისაგან იტანჯებიან.  სწრაფად ვერ დაძინება, ღამე ხშირი  ადგომა ან დილით ადრე გაღვიძება მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება.

    ნარკოლეფსია ძილის დარღვევაა, რომელიც დღის განმავლობაში პერიოდული ძილით ხასიათდება. ის ხშირად კატალეპსიასთან კომბინაციაში იჩენს თავს, რის შედეგადაც ადამიანი მოულოდნელად ძირს ეცემა. ნარკოლეპტიკები თითქმის დაძინებისთანავე გადადიან REM ძილში. REM ძილში ასეთი სწრაფი გადასვლა მათ    სიზმრის ნათელ, მკაფიო ხატებს, ზოგჯერ კი შემაშინებელ ჰალუცინაციებსაც კი  განაცდევინებს. ვინაიდან ნარკოლეფსია გავრცელებულია ოჯახებში, მეცნიერები ასკვნიან, რომ დაავადებას გენეტიკური საფუძველი აქვს.

    ძილის აპნოე არის ზედა სასუნთ გზებთან დაკავშირებული ძილის დარღვევა, რაც გულისხმობს    ძილის დროს  ადამიანის მიერ სუნთქვის შეწყვეტას. როდესაც ეს ხდება, სისხლში მცირდება ჟანგბადის რაოდენობა და გამომუშავდება დამხმარე(სასიგნალო) ჰორმონები, რაც თავის მხრივ, აიძულებს ადამიანს, რომ გაიღვიძოს და განაახლოს სუნთქვა. ძილის დროს აპნოე ხშირია დღენაკლულ ახალშობილებში, რომლებიც ხანდახან სუნთქვის განახლებისთვის ფიზიკურ სტიმულირებას საჭიროებენ.

    ძილის დარღვევების ცენტრებში მოსულ პაციენტთა უმრავლესობა დღის განმავლობაში მოჭარბებულ ძილიანობას უჩივის. მოჭარბებული ძილიანობა იწვევს სიფრთხილის დაკარგვას, რეაქციის დროის გაზრდას და მოტორული და კოგნიტური ამოცანების შესრულების ხარისხის გაუარესებას.  

    მაასის მიხედვით დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთა 30%-მდე ერთხელ მაინც იძინებს გაკვეთილზე. გარკვეული ხარისხის ძილიანობა მოსალოდნელია ცხოვრების სტილის ან სამუშაოს თავისებურებების გამოც,  თუმცა მოჭარბებულ ძილიანობას ხშირად ფიზიოლოგიური საფუძველი აქვს და ასეთ პაციენტებს სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.

    უძილობის  მიზეზი შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური  აშლილობები და ასევე არც თუ ისე იშვიათად ადამიანი ვერ იძინებს სხეულის დაავადების გამოც. ძილის   პროცესში პრობლემები თავს იჩენს ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, ნევროზების, სამუშაოს რეჟიმის ცვლილების,(ღამის მუშაობა), ღამისთევის ადგილის ცვლილებისა თუ ძლიერი განცდების შემთხვევებში. ჩვეულებრივ ცოტა ხანი სძინავთ ხანშიშესულებს, თუმცა ეს დაკავშირებულია ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებასთან და არა დაავადებასთან. არც თუ ისე იშვიათად ძილის დარღვევები აღენიშნებათ ძალიან დაკავებულ და კრეატულ პიროვნებებს. ამის მიზეზი  ინფორმაციით ცნობიერების გადატვირთვა და პასუხისმგებლობის გადამეტებული გრძნობაა.

    უძილობა ხშირად ესმით, როგორც ძილის სრული უქონლობა. სინამდვილეში კი ეს ასე არ არის. დაავადება სხავადასხვანაირად ვლინდება:

    1) სირთულე ჩაძინებისას_ საწოლში ადამიანი მუდმივად ერთი მხრიდან მეორეზე ინაცვლებს  და ვერანაირად ვერ იძინებს. თავში კი მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებს: „ბოლოს და ბოლოს როდისღა ჩამეძინება?!“. ეს აზრი ძილისკენ კი არ უბიძგებს მას, არამედ პირიქით აღრმავებს პრობლემებს.

    2)ზედაპირული ძილი, როცა ადამიანი კი იძინებს, მაგრამ ხშირად ეღვიძება და არ შეუძლია სრულყოფილად დასვენება.

    3) ადრე გაღვიძება

    4)ძილის შემდეგ დასვენებულობის შეგრძნების არ ქონა. თითქოს გეძინა და თითქოს არც გეძინა.

    5)ძილის შეგრძნების არ ქონა. ამ შემთხვევაში ადამიანი ფიქრობს, რომ მთელი ღამის განმავლობაში არ ეძინა, მაშინ როცა სინამდვილეში მას ეძინა.

    6)კოშმარული სიზმრები. ადამიანი შფოთვას იწყებს. ამაზე ხშირად ამბობენ „გაიღვიძა ცივ ოფლში“. ასეთი გაღვიძების შემდეგ რთულია დამშვიდება.

    უძილობის განკურნების მეთოდები

    თუ თქვენ უძილობა კვირაში 3-ჯერ ან უფრო მეტი სიხშირით გაწუხებთ მხოლოდ ეს სტატია ვერ გაგიწევთ დახმარებას, აუცილებელია მიმართოთ ექიმს. ხოლო იმათთვის, ვისაც ქრონიკული დარღვევები არ აღენიშნებათ, შეიძლება შემდეგი რჩევები აღმოჩნდეს სასარგებლო:

    1) უარი თქვით კოფეინის  შემცველ სასმელებზე: ჩაი, ყავა, კოკა-კოლა.  ისინი აღაგზნებენ ადამიანის ნერვულ სისტემას, რაც აისახება მის ძილზე.

    2)განსაზღვრეთ ძილის რეჟიმი. ადექით ყოველთვის ერთი და იმავე დროს, მიუხედავად იმისა, თუ როდის დაწვებით დასაძინებლად. ორგანიზმი თავად გადაეწყობა თქვენს რეჟიმზე და მოითხოვს ძილს მაშინ, როცა ის მისთვის აუცილებელი იქნება.  

    3) თანამედროვე საზოგადოება გვკარნახობს სხვადასხვა სტერეოტიპებს, რომელთა გათვალისწინება ყოველთვის სასარგებლო არ არის მაგალითად ბევრი ფიქრობს, რომ 22საათზე (23, 24 და ა.შ) უფრო ადრე დაწოლა სისულელეა. 20 ან 21 საათზე დაწოლაც ისევე ნორმალურია როგორც 22-ზე, 23-ზე და ა.შ. ორგანიზმი თავად გიკარნახებთ თუ როდის დგება მისი ძილის დრო.

    4) ნუ მიირთმევთ ბევრს ღამე. სავსე მუცელი ორგანიზმს აიძულებს ენერგია საკვების გადამუშავებაზე დახარჯოს ნაცვლად დასვენებისა და ძალების აღდგენისა. მიირთვით მინიმუმ სამი საათით ადრე დაწოლამდე. თუმცა ამავე დროს გაითვალისწინეთ, რომ  არ შეიძლება დაწვეთ მშიერიც. ვილიარდ მაიერი თავის სახალისო ესეში წერს, რომ „ხშირად სასარგებლოა მუცელმა გამონახოს  მცირეოდენი საქმე, რითითათაც სისხლს დაასაქმებს და ამგვარად თავის ტვინიდან მისი გამოძახების საბაბს გააჩენს." ტვინში სისხლის რაოდენობის სიმცირე კი ჩაძინებას იწვევს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სავსე მუცელი ინსომნიის მკურნალად გვევლინება, არამედ მხოლოდ იმას, რომ მსუბუქი წახემსება ხშირად კომფორტული და მშვიდი ძილის საწინდარია. აღსანიშნავია ასევე, რომ სიცხეში და ექსტრემალურ სიცივეში სისხლი ზედაპირისკენ ინაცვლებს  და შესაბამისად მისი რაოდენობა მცირდება ტვინში, რაც ძილს გვგვრის. მხიარულების, სიბრაზის ან დაღლილობის დროს კი პირიქით, სისხლის ნაკადი ტვინში მიემართება და ძილი გვეკარგება.  

    5) უარი თქვით დღის ძილზე.

     

    7) ძილის წინ დამშვიდებაში დაგეხმარებათ ცხელი რძე, თბილი შხაპი, მწვანე ჩაი.   სასარგებლოა მცირე ვარჯიშიც.  საინტერესოა, რატომ იწვევს ზოგიერთ ადამიანში რძის დალევა ძილს? ამის მიზეზი ლაქტოზის  მჟავაა, რომელიც რძის შემადგენლობაში შედის და მორფის მსგავს ნარკოტიკს წარმოადგენს. ალბათ სწორედ ის ეხმარება ახალშობილებს იძინონ ხანგრძლივად და მშვიდად, რაც მათთვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს.

     

    8) და ბოლოს მნიშვნელოვანია კომფორტული საწოლი.  

    რატომ ვერ ვიძინებთ?იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვღვიძავს, მაშინ როდესაც წესით უნდა გვეძინოს, პირველ რიგში უნდა  დავიწყოთ ამ მოვლენის მიზეზის ძიება. ძალიან ხშირად  ჩვენ თავად ვხვდებით ჩვენი უძილობის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი ისე, რომ ამას ვერც კი ვაცნობიერებთ. მაგალითად ქალების უმრავლესობა გამუდმებით ნივთების  გადაადგილებითაა დაკავებული იმ განლაგების მისაღწევად, რომელსაც მისი აზრით შეიძლება ბოლოს და ბოლოს ვუწოდოთ წესრიგი. ავეჯის დაუსრულებელი გადაადგილება და წიგნების ზომების მიხედვით დალაგება თაროზე, უაზრო ბრძოლა იმისათვის, რომ სახლში ყველა ჩრდილი ერთ ხაზს ჰქმნიდეს და ა.შ. ყველა მსგავს ქმედებასთან შედარებით სიზიფეს შრომა უფრო ნაყოფიერად გვეჩვენება. ზოგიერთი კი ისეთი ნევროზული ჩვევების მონა ხდება, როგორიცაა ფეხსაცმლის სიმეტრიულად განლაგება საწოლთან ახლოს. სხვები კი ვერაფრით იძინებენ თუ მათ სახეში სინათლე ანათებთ და ამის თავიდან ასაცილებლად მრავალ საშუალებას მიმართავენ: ცდილობენ ყოველი კუნჭული, საიდან სინათლის შემოღწევის საშიშროება არსებობს დაფარონ ფარდებით, ავეჯით  ან ზოგჯერ ბალიში საწოლის ბოლოში გადააქვთ და ასე ახერხებენ ჩაძინებას. ზოგი დაჟინებით არ იძინებს მანამ, სანამ ოჯახის ყველა წევრი არ დაბრუნდება სახლში და არ იქნება დარწმუნებული, რომ სახლი დაკეტილია, ზოგი კი ვერაფრით ვერ იძინებს მანამ, სანამ მთელი დღის განმავლობაში თითოეულ დახარჯულ თეთრს  არ დაითვლის.   ასეთ პირობებში ტვინი იმგვარადაა სტიმულირებული, რომ შეუძლებელია დასვენება. თუმცა თუ რჩება მცირე ალბათობა იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში ბოლოს  მაინც გვეწვევა ძილი, ჩვენ მაინც ვერ მოვახერხებთ სრულყოფილ დასვენებას მოუსვენრობის გამო, რაც იწვევს ძილის პროცესში  ერთი მხრიდან მეორე მხარეზე დაუსრულებელ ტრიალს.  

    ნიშანდობლივია, რომ ახალი შთაბეჭდილებების ნაკადი ან ყურადღების ერთიმიმართულებით მიმართვა, მაგალითად სურათების დათვალიერება, სწავლის პროცესი და ა.შ იწვევს ძილს. მაგალითად  ცნობილია შემთხვევა, რომ 1828 წელს ნიუნბერგში ჩაიყვანეს ბიჭი, რომელიც 18 წლის ასაკამდე მარტოდ-მარტო ბნელ, პატარა ოთახში  იყო გამოკეტილი. მას არ შეეძლო საუბარი, სიარული და არ იცოდა არაფერი ისეთი ობიექტების შესახებ, როგორიცაა ადამიანები, ცხოველები, მცენარეები, მთვარე, მზე, ცა და სხვა მრავალი. საკვირველი იყო ის ფაქტი, რომ სახლიდან გარეთ გაყვანისთანავე ის მყისიერად იძინებდა. ამის მიზეზი კი უამრავი ახალი შეგრძნებით ცნობიერების გადაღლა იყო. სწორედ ცნობიერების სწრაფი დაღლა იწვევდა  ბევრი  ცნობილი და ხანშიშესული მოღვაწის სწრაფ ჩაძინებას. მაგალითად ფრანგ მათემატიკოს აბრაჰამ დე მოივრეს  სიბერის წლებში დღეში 20 საათი ეძინა, და დანარჩენ 4 საათს უთმობდა მეცნიერებას და სხვა ყოველდღიურ ცხოვრებისეულ საქმიანობებს.  

    ძილის მომგვრელ წარმატებულ საშუალებად ითვლება ასევე მონოტონია, რადგან ისიც  ცნობიერების გადაღლას განაპირობებს.  წყლის წვეთების თუ ნაკადულის მონოტური  ხმა  ძილს იწვევს, თუმცა ამ შემთხვევაში გამონაკლისია ნევროტულობის მაღალი დონის მქონე ადამიანები, რომლებსაც ასეთი ხმები აღიზიანებს.  იავნანაც და მოსაწყენი ლექციაც სხვა არაფერია თუ არა ცნობიერების დამღლელი საშუალება. თუმცა არა მხოლოდ ჩუმი მონოტონია, არამედ ზოგჯერ დიდი ხმაურის მონოტონიაც კი,  გვგვრის ძილს. მაგალითად როგორიცაა ცეცხლის ტკაცუნის თუ ძლიერი წვიმის ხმა.

    ჰენრი ჰუბარდ ფოსტერის მიხედვით ძილი სტიმულაციის არ არსებობის შედეგია. თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ სტიმულთა ნაკადი მოდის როგორც გარედან, ისე შიგნიდან. უეცარი ფიქრი, იქნება ეს სასიამოვნო თუ საშინელი მენტალური ხატი  ორგანიზმის აღძვრას იწვევს და ისევე შეუძლია ძილი დაგვირღვიოს, როგორც მოულოდნელ ხმაურს. შესაბამისად  თუ გვსურს მშვიდი ძილი, უნდა მივყვეთ შემდეგ ჩინური სიბრძნეს: ძილის წინ გონება გაინთავისუფლეთ ყველაფერი სასიამოვნო თუ უსიამოვნოსგან.

    ავტორი :თამარ ჩხაიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ჟურნალისტიკა, PR ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები რელიგია ფიზიკა ფინანსები განათლება საქართველოში და მსოფლიოში უცხო ენები პრესა განათლების შესახებ ბავშვის მოვლა და აღზრდა ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია გეოგრაფია სკოლა და მოსწავლე სიახლე განათლების სფეროში სპორტი და ექსტრიმი ბიოლოგია სოციოლოგია, პოლიტოლოგია მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება მშობლიური ენა და ლიტერატურა იურისპრუდენცია დასაქმება და კარიერა განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა კინო და მუსიკა აბიტურიენტი და გამოცდები სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი ხელოვნება და კულტურა ეკონომიკა სხვა ოჯახი, მშობლები და ბავშვი საგანმანათლებლო დაწესებულება კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი გართობა და თამაშები გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება ქიმია ბუნება, ეკოლოგია მოდა და დიზაინი მათემატიკა ფსიქოლოგია პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2025