მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    სოციალური ქსელები ნანახია (9102) - ჯერ 24 ივლისი 2012

     

    შეიძლება ბევრი ადამიანი არ აღიარებდეს, მაგრამ დღესდღეობით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს კომპიუტერ-დამოკიდებულება, რომელიც უფრო და უფრო მძიმე ხდება დროის გასვლასთან ერთად. ეს გამოწვეულია იმით, რომ რეალურ დროში კომპიუტერი ადამიანისთვის საარსებო ობიექტად იქცა. მისი “სასიცოცხლო” მნიშვნელობა გამოიხატება როგორც საქმეების წარმოებაში ისე კომუნიკაციაში.  კომპიუტერდამოკიდებულები არიან როგორც ბავშვები, ისევე მოზარდები და მოზრდილი ადამიანები. როდესაც ადამიანს რეალურ ცხოვრებაზე და ურთიერთობებზე მეტად ვირტუალური სამყარო აინტერესებს, მაშინ შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ რომ ეს ადამიანი არის ინტერნეტ დამოკიდებული.

     

       ყოველი ადამიანის ტვინი აღჭურვილია სიამოვნების ცენტრით. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების მიხედვით, პერმანენტულ სტიმულაციას ისინი მიყავდა იქამდე, რომ ავიწყდებოდათ ყველაფერი. ისინი უარს ამბობდნენ საკვებზე. თუ ვირტუალიკს მოაშორებთ კოპიუტერს 2 საათით ან მეტით, ალკოჰოლიზმით დაავადებულის მსგავსად, ის აბსისტენტური სინდრომით დაიტანჯება. როდის გადაიქცა ეს დაავადებად? ნუთუ დღესდღეობით ის შეიძლება გვერდით მივუყენოთ ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა ალკოჰოლიზმი და ნარკომანია? რა არის უკეთესი? ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ უკეთესია მისი შვილი იჯდეს სახლში, მშობლების თვალწინ, ვიდრე გაუგებარ ადგილებში დადიოდეს, ცუდი ადამიანების წრეში, მაგრამ ვერ აცნობიერებს იმას, რომ არანაკლებ სერიოზული პრობლემაა ვირტუალურ სამყაროში ცხოვრება. ინტერნეტ დამოკიდებულება განსაკუთრებით აქტუალურია ა.შ.შ.-სა და ევროპაში. თანამედროვე პერიოდში ინტენსიურად მსჯელობენ და  განიხილავენ აღნიშნულ საკითხს, როგორც ნარკომანიულ დამოკიდებულებას ინტერნეტზე ან ინტერნეტ ედიქციის სინდრომს(Internet Adiction Dissorder, IAD) ასეთი სინდორმის მქონე ადამიანების ქცევები გამოიხატება იმაში, რომ მათ იმდენად უჭირთ ინტერნეტთან განშორება, რომ ფაქტიურად უარს ამბობენ რეალურ ცხოვრებაზე. ბავშვების კუთხითაც რომ შევხედოთ, თუ ადრე იყო თამაშების ბუმი და არაერთმა კვლევამ ცხადყო რომ ისინი უარყოფითად მოქმედებენ, დღეს ისინი სოციალურმა ქსელებმა ჩაანაცვლეს. კომპიუტერ-დამოკიდებულების ფენომენის განხილვა დაიწყო 1994 წელს. კ. იანგმა შეიმუშავა და ვებ გვერდზე განათავსა სპეციალური კითხვარი და მალე 500მდე პასუხი მიიღო, საიდანაც 400 იუწყებოდა ინტერნეტ დამოკიდებულების შესახებ. ალბათ დღევანდელი გადმოსახედიდან სასაცილო და რთული წარმოსადგენია რას გულისხმობდნენ ეს ადამიანები. 1997-1999 წლებში შეიქმნა კონსულტაციისა და გამოკვლევის ფსიქოთერაპიული ინტერნეტ მომსახურებები IAD-თან დაკავშირებით. 1998-1999 წლებში გამოქვეყნდა პირველი შედეგები. ამ პერიოდში იმბერლი იანგმა ინტერნეტ-დამოკიდებულების 4 სიმპტომი გამოჰყო:

     

    1) რანორმალურად ძლიერი სურვილი შეაამოწმო იმაილი

    2) ინტერნეტში შესვლის მუდმივი მოლოდინი

    3) ირგვლივ მყოფთა მუდმივი საყვედური იმაზე, რომ ადამიანი ზედმეტად ბევრ დროს ატარებს ინტერნეტში.

    4) საკვების მიღების დროის შემცირება სამსახურსა და სახლში, ჭამა მონიტორთან.

    5) Dდროის შეგრძნების დაკარგვა ინტერნეტში ყოფნისას

    6) დაღლილობა, გაღიზიანება და ხასიათის დაქვეითება ინტერნეტში არ ყოფნის პერიოდში.

    7) მეუღლის ან მშობლებისგან საიდუმლოდ ინტერნეტის ჩართვა

    8) დამოკიდებულების უარყოფა

     კვლევები გვიჩვენებენ, რომ ინტერნეტ-დამოკიდებულთა უდიდესი ნაწილი (91%) სარგებლობს იმ ინტერნეტ სერვისებით, რომლებიც ურთიერთობასთანაა დაკავშირებული. თუ ადამიანი დღეში რამდენიმე საათს ატარებს კომპიუტერთან, მას უჩნდება ქრონიკული სტრესული რეაქცია, რომელიც ასუსტებს ადამიანის ორგანიზმს მთლიანობაში. ზიანდება ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემა, სუსტდება მხედველობა, მატულობს წნევა, იწვევს სტრესულ რეაქციას, რომელმაც შეიძლება ადვილად განავითაროს მძიმე დაავადებები. კომპიუტერის მოხმარება ყველაზე საშიშია ბავშვებისა და მოზარდებისთვის, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ერთის მხრივ, ტვინს არ ყოფნის სიძლიერე იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ამდენი სახის ინფრომაციისა და სურათების ერთდროულ შემოსვლას- კომპიუტერთან მრავალ საათიანი ურთიერთობის შემდეგ ადამიანი ხდება ძალიან დაღლილი, აგრესიული და აქვს უძილობის პრობლემა. ყველაზე მძიმე და ყველაზე მთავარი მინუსი სოციალური ქსელების არის ის, რომ ადამიანი ძალიან ადვილად ეჩვევა მას და ყველაფერი დანარჩენის მიმართ (სპორტი, სწავლა, მეგობრები) ინტერესი უქრება. სამწუხაროდ, ყველაზე მეტად სწორედ ის ბავშვები და მოზარდები არიან კომპიუტერისკენ მიდრეკილები, რომლებიც არაპოპულარულები არიან თავიანთ მეგობრებსა და თანატოლებში რეალურ ცხოვრებაში და ამაზე სწუხან. ბევრი საშუალება სოციალურ სივრცეში იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანმა ასეთი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს.  

     

      არსებობს რამდენიმე სოციალურ-ფსიქოლოგიური კატეგორიის კრიტერიუმი, რომელიც განსაზღვრავს ასეთი სახით ურთიერთობის სიამოვნებას:

     

    სტიმულაციის მოთხოვნილება –სოციალური სტიმულაცია უცხო ადამიანებისგან, რომლებიც უცბად ამჟღავნებენ ინტერესს თქვენი პროფილის შესახებ და გთავაზობენ “ვირტუალურ” მეგობრობას. ეს ზრდის ადმაიანის თვითშეფასებას.

     

    მოთხოვნილება მოვლენებისადმი- საჭიროა ურთიერთობების დინამიკა, ახალი მეგობრები “დამატება”, არასასურველების მეგობრებიდან “წაშლა”. ასევე სხვების განხილვა ჭორების საფუძველზე ან ახალი ჭორების გავრცელება. ღოგორც წესი ასეთი ადმაიანების ცხოვრებაში ცოტა საინტერესო რამ ხდება, რისი კომპენსირებაც სხვა ადამიანების ცხოვრებაში ჩართვით ხდება.

     

    ცნობადობის მოთხოვნილება- კმაყოფილდება ყოველთვის, როდესაც ადამიანი ხვდება ნაცნობ ადამიანებს. როგორც წესი ადამიანები ვერ აცნობიერებენ აღნიშნულ მოთხოვნილებას, რადგან ყოველდღიური კონტაქტები აქვთ ნახნობ ადამიანებთან. Mაგრამ მაგალითად მაშინ, როდესაც ჩვენ გადავდივართ უცხო ქალაქში, იდენტიფიკაციის პროცესი მოითხოვს ახალ მხარდაჭერას, რომლის როლსაც სოციალური ქსელები ასრულებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი დადებითი მხარეებიც არ უნდა ვუარყოთ.

     

    აღიარების მიღების მოთხოვნილება- დაკავშირებულია ადამიანის ღირსებასთან. ამ მოთხოვნილებას დაკმაყოფილებას ადამიანი სწორედ თავისი სურათების, ვიდეოებისა და სხვადასხვა წარმატებების გაზიარებით ახდენს.

     

     

     

     სოციალური სივრცე ადამიანს ითრევს აზარტში, რომელიც დამანგრეველია და ადამიანი დეგრადაციამდე მიჰყავს. “ჩატი” ძველ თუ ახალ მეგობრებთან ნებისმიერ თემასა და განუსაზღვრელი დროის განმავლობაში, ქმნის იმის ილუზიას, რომ ადამიანს აქვს სრულფასოვანი კომუნიკაცია. მეორე ხიბლი, რომელიც ამ მახეში აბამს პიროვნებას, ანონიმურად დარჩენის შესაძლებლობაა. განა ნორმალურია დაკარგო იდენტობა და თავის რეალიზაცია მოახდინო გამოგონილი ადამიანის სახით? აღმოჩნდა, რომ სოციალურ ქსელებისკენ ასევე ყველაზე დიდი მიდრეკილება აქვთ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დეპრესია (დამდოკიდებულთა 54%). მაგრამ საინტერესოა შეიძლება თუ არა სოციალური ქსელი იყოს წამალი სტრესთან გასამკლავებლად, თუ პირიქით ამძიმებს მდგომარეობას? მაგალითად განვიხილოთ სოც. სივრცეში ძალიან გავრცელებული ისეთი გვერდები, სადაც თავმოყრილნი არიან ე.წ. ყველაზე ლამაზი გოგოები ან წყვილები.  წარმოიდგინეთ, რომ დეპრესიაში მყოფი ადამიანი დღეში 5-ჯერ ათვალიერებს ამ გვერდებს, როგორ წარმოგიდგენიათ, ის შეამცირებს დეპრესიის გამომწვევ თემაზე ფიქრის დროს (როგორც ვიცით, კოგნიტური თერაპიის დროს დეპრესიის მოსახსნელად კლიენტისადმი მთავარი მოთხოვნა ნეგატიური აზრების შემცირებაა), თუ კიდევ უფრო მძიმედ იგრძნობს თავს, რადგან არათუ გამორჩეულთა  რიგებში ვერ ხვდება, არამედ მოწონებასაც ვერ იმსახურებენ სხვებისგან? მთავარია, ჩვენი ინტერნეტ-დამოკიდებული ადამიანი კარგავს ობიექტური აღქმის უნარს, იქიდან გამომდინარე, რომ სოციალურ სივრცეში ყველაფერი ან შელამაზებული და იდეალურად გამოიყურება ან პირიქით- ზემდეტად რთულად. იმის მაგივრად რომ თუდნდაც უბრალოდ დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი ადგეს და თავი ხელში აიყვანოს, რაიმე ნაბიჯი გადადგას მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და თავის მოსაწესრიგებლად, ის უფრო და უფრო კონცენტრირდება სხვა ადამიანების ცხოვრებაზე, მას სხვა გზა აღარ აქვს, რადგან აღარ არსებობს განსხვავებული ინტერესები.  

     

     ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ემოცია. თუ დაფიქრდებით და თქვენ თავს დაუსვამთ კითხვას, შეგიძლიათ თუ არა ადამიანს ჯანმრთელი უწოდოთ თუ მას არ გააჩნია ემოციები, პასუხი სავარაუდოდ უარყოფითი იქნება ან ჩათვლით რომ ასეთ ადამიანთან ურთიერთობა გაგიჭირდებათ.  

     

    ემოცია ადამიანის ისეთი ფსიქიკური მდგმარეობაა, როდესაც განიცდება ინდივიდის დამოკიდებულების განცდა გარე სინამდბილისადმი. ემოციებია: შიში, რისხვა, სიხარული, სიყვარული და სხვ. ემოციის როლი ადამიანის ადამიანის ქცევის სტრუქტურაში არ არის ეთმნიშვნელოვნად განსაზღვრული, მაგრამ ზოგი მკვლევარი ხაზს უსვამს მის მარეგულირებელ და ქცევის მამოძრავებელ ფუნქციას, ზოგი კი ქცევის დეზორგანიზაციის გამომწვევ გავლენას. Pავლოვმა ემოციის ბუნება ახსნა: ემოცია არის თავის ტვინის დიდ ნახევარსფეროებში მიმდინარე პროფესები დინამიკური სტერეოტიპის არსებობისას, ემოციის ადატომიურ-ფიზიოლოგიური სუბსტრატია თავის ტვინის ნახევარსფეროები, აგრეთვე ქერქქვეშა წარმონაქმნები. ემოციის დროს პერიფერიული ცვლილებები დაკავშირებულია ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციური მდგომარეობის ცვლილებასთან. თავის ტვინის ქერქისა და ქერქქვეშა წარმონაქმნების ურთიერთქმედების მოშლა იწვევს მძიმე დარღვევებს.  ემოციის მთავარი ფუნქცია არის ის რომ, მისი საშუალებით ცვენ უკეთ გვესმის ერთმანეთი სიტყვების გარეშეც, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ერთმანეთის მდგომარეობაზე და უკეთესად დავამყაროთ კომუნიკაცია. ექსპერიმენტში, რომელსაც ქალაქ უხანში ატარებდა მეცნიერი ხაო ლეი, გამოირკვა, რომ ინტერნეტ დამოკიდებულ ადამიანებში დარღვეულია ნერვის დაბოლოებები იმ სფეროში, რომლებიც პასუხისმგებლები არიან:ადამიანის ემოციებზე თვითკონტროლსა და გადაწყვეტილების მიღებაზე. ბრიტანელი სპეციალისტი გაუნტერ შუმანი, ფსიქაიატრიის ინსტიტუტის თანამშრომელი ლონდონის სამეფო კოლეჯში, აღნიშნავს, რომ ტვინის მსგავსი ცვლილებები აღენიშნებათ იმ ადამიანებსაც, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ვიდეო თამაშებზე. ადამიანის ტვინში ინტერნეტზე დამოკიდებულებით გამოწვეული ცვლივებები ნარკოტიკების და ალკოჰოლის მოქმედებას შეადარეს. ამ განცხადებას აკეთებენ ჩინელი მეცნიერები, რომლებმაც სპეციალური კვლევები აწარმოეს 35 მოხალისესთან. რა თქმა უნდა, ექსპერიმენტის შედეგები უფრო მეტი სანდოობისთვის გსაჭიროა მისი განმეორება ადამიანთა უფრო დიდ მასაზე.

     

      ვთვლი, რომ სოციალური ქსელის ყველაზე დიდი ნაკლი არის ის, რომ მან იცის ჩათრევა და ადამიანებს უამრავ დროს აკარგინებს. ზოგი კარგავს დროს სწვალისთვის, ზოგი მუშაობისთვის, ზოგიც პირადი ცხოვრების მოწესრიგებისთვის. ინტერნეტ-დამოკიდებული ადამიანი რეალურად ვეღარ ზომავს სოციალურ სივრცეში გატარებული დროის რაოდენობას, მას უჭირს 1-2 საათით მაინც შეელიოს კომპიუტერს და თუ შეელია, მუდმივად მასზე ფიქრობს. ამის გამო ბევრი ადამიანი ამბობს უარს განათლებაზე, წარუმატებლად აბარებს უნივერსიტეტში ან უბრალოდ ვერ ამთავრებს მას. კარიერაში წინსვლის სირთულე მხოლოდ წლების გასვლის შემდეგ იჩენს თავს, რაც სერიოზული წუხილის და უსიამოვნების მომტანია მრავალი ადამიანისთვის, როგორც ვიცით ორგანიზაციული ფსიქოლოგია აღაირებს კავშირს თვითკმაყოფლებას და კარიერაში მიღწეული წარმატებებს შორის.  

     

    ავტორი :ნინი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სექსოლოგია სოფლის მეურნეობა სახელმწიფო მოწყობა და მართვა საერთაშორისო ურთიერთობები მართვა საბირჟო საქმე ტექნოლოგია მეტალურგია საბანკო საქმე ჟურნალისტიკა და PR პედაგოგიკა ფიზიკა კულინარია ინვესტიციები სტატისტიკა მეცნიერება და ტექნიკა მარკეტინგი და რეკლამა საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია ასტრონომია ავიაცია ბუღალტერია და აუდიტი ეკონომიკა ლოგიკა ფიზკულტურა და სპორტი ქიმია კრიმინალისტიკა ელექტრონიკა გეოდეზია მათემატიკა მეწარმეობა არქიტექტურა მრეწველობა, წარმოება მუსიკა ვეტერინარია ფსიქოლოგია დაზღვევა გეოლოგია საბაჟო სისტემა ისტორია გეოპოლიტიკა ინფორმატიკა ფინანსები და კრედიტი კულტურა და ხელონება რელიგია სამართალი მასმედია სოციოლოგია სხვა ლოგისტიკა ტრანსპრტი ტურიზმი პროგრამირება კულტუროლოგია მიფოლოგია მედიცინა, ჯანმთელობა ბიოლოგია უცხო ენები პოლიტოლოგია მშობლიური ენა და ლიტერატურა უცხოური ლიტერატურა ზოოლოგია გადასახადები ჟურნალისტიკა ფილოსოფია გეოგრაფია მენეჯმენტი ეკოლოგია
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2025