2012 წლის 21 დეკემბრის თაობაზე უკვე ბევრი რამ ითქვა. მრავალ ჩვენგანს ეს თარიღი აძლევდა იმედის სხივს, ყურადღების გამახვილების წერტილს, ხელშესახებ რიცხვს, რომლის გზავნილი შეესატყვისებოდა ჩემს შინაგან შეგრძნებას, რომელსაც მე ვგრძნობდი და რომელსაც მივყვებოდი ცხოვრების უმეტესი ნაწილის განმავლობაში. ჩვენ აქ ვიმყოფებით გარკვეული მიზნისთვის. ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ გამოვიღვიძოთ, გავიხსენოთ ვინ ვართ სინამდვილეში. ჩვენ ვართ აქ, რათა შევქმნათ ახალი, ცნობიერების უმაღლეს მდგომარეობაზე, ცნობიერებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულსა და ერთიანობაზე დაფუძნებული სამყარო. მათ, ვინც აგრეთვე გრძნობს, რომ ეს გზავნილი იღვწის სულიდან გარეთ, არ ესაჭიროება კონკრეტული თარიღი, რომელსაც უნდა ეუწყა, რომ ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რათა მივიღოთ მონაწილეობა კაცობრიობის უდიდეს ცვლილებაში. მათ აგრეთვე არ ესაჭიროება იმის შეხსენება, რომ ეს ძვრა არ წარმოადგენს განცალკევებულ მოვლენას და ის არ მოხდება ერთ დღეში.
თუმცა, ეს თარიღი ასევე მნიშვნელოვანია იმით, რომ ის შეიცავს ერთი დიდი ციკლის დასასრულის საკრალურ ენერგიას და აცხადებს ახლის დასაწყისს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თარიღს გარშემო არსებობს ამდენი მოლოდინი, ეს არ უნდა გახდეს იმედგაცრუების საფუძველი, როდესაც ჩვენ გავიღვიძებთ 22, 23, 24 და ა.შ. დეკემბერს და დავინახავთ, რომ ერთი შეხედვით არაფერი მომხდარა. იგი ასევე არ არის მოწოდებული გამოიწვიოს ზედმეტი შიში. მისი დანიშნულებაა - შეგვახსენოს რისთვის ვართ ჩვენ აქ იმ შემთხვევაში თუ დავივიწყებებთ ამას. იგი წარმოადგენს გამაღვიძებელ მოწოდებას, მაღვიძარას განგაშს, იმ შემთხვევაში თუ მივიჩნევთ, რომ ვფლობთ სამყაროს სრულ დროის იმისთვის, რომ ვაკეთოთ ის, რისთვისაც მოვედით აქ. ის ემსახურება ჩვენი ცოდნის დადასტურებას იმის თაობაზე, რომ არ ვართ მარტონი იმაში რაც ვიცით და ვგრძნობთ სულის სიღრმეში.
ჩვენამდე დიდი ხნით ადრე იყვნენ სხვები, რომელთათვის ცნობილი იყო ამ დღის დადგომის შესახებ, არსებობენ სხვებიც თქვენს გვერდით და დედამიწის მეორე მხარეს, სხვა განზომილებებში, აგრეთვე ვარსკვლავური ოჯახი, რომლებმაც იციან ამ პერიოდის თაობაზე ისევე როგორც თქვენ. მრავალი თქვენთაგანი გრძნობს, რომ ჩვენს გარშემო არსებული სამყარო არ შეესატყვისება იმას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საკუთარ გულში. ის არ შეესაბამება იმ სამყაროს, რომელიც ვიცით ჩვენი არსების თვითოეული უჯრედით და რომლის ერთობლივად შექმნისთვის ჩვენ მოვედით აქ.
2012 წელი გვესახებოდა მომავალში, როგორც გზაჯვარედინი, ადამიანთა ოჯახის შესაძლებლობის შემობრუნების პუნქტი. ის თითქოს წარმოადგენდა არჩევანის გაკეთების გარდამტეხ წერტილს და უკიდურეს ვადას, რომელშიც უნდა გაკეთდეს ეს არჩევანი.
გავაგრძელებთ სვლას ჩვეული გზით და შევეტაკებით კედელს, დავეშვებით თვითგანადგურებამდე, თუ გამოვიყენებთ შესაძლებლობას გავაკეთოთ კვანტური ნახტომი ცხოვრებისა და ყოფის ახალ სახეობაში და არა მხოლოდ გაღვიძებით, არამედ კოლექტიური გამოღვიძებით და ჩვენი საზოგადოების ყველა ასპექტით გარდაქმნისთვის საფუძვლის ჩაყრით?
დედამიწისთვის არასოდეს არ არსებობდა შეკითხვა თუ რა მიმართულებით უნდა იაროს. იგი უკვე საკმაო ხანია ინარჩუნებს გარკვეულ თარიღს გარკვეული სივრცეში, რომელიც განსაზღვრავს მის ძვრას ენერგიის უმაღლეს სიხშირეებში. ამ გადასვლის დროს უწყვეტი ტალღისნაირად ფარავს მას, გავლენას ახდენს ყველაფერზე, რაც მასზე არსებობს. მთავარი კითხვა გამოიხატებოდა იმაში თუ რამდენი ადამიანი გარდამტეხ მომენტში გაჰყვება ამ ტალღებს, გაღვიძებით, გაცნობიერებით, გაიხსნება და იმოქმედებს მათთვის საუკეთესო შესაძლო ხერხით, რამდენი გაუწევს წინააღმდეგობას ამ ტალღებს და სიცოცხლის გადარჩენის განზრახვით შეებღაუჭება ძველ ნაპირს.
დედამიწის ხომალდმა უნდა მოუხვიოს. ეს არ იწვევს ეჭვს. რამდენად ადვილად მოახდენს ის ამ მოხვევას და რამდენად რბილად ჩაივლის ეს უმეტესობისთვის დამოკიდებულია იმაზე რამდენი ადამიანი, თუ შეიძლება ითქვას, მოუხვევს მასთან ერთად და რამდენი მიქცევა საწინააღმდეგოდ.
ამბობენ, რომ ხშირად ერთის წინააღმდეგობა ემსახურება მავანის გამოღვიძებას, ასე რომ, რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს თავისი მიზანი. შეხედეთ, რა ხდება ყოველდღე თქვენს გვერდით, გადახედეთ მიმდინარე ვითარებას. ყოველი "არასწორი" ქმედება ამჟამად იწვევს იმ ადამიანების გამოღვიძების ტალღებს, რომლებიც გამოდიან წინ შეძახილით "ჰეი, მოიცადეთ! რა ხდება? ". ჩვენ ყველანი მშვენივრად ვასრულებთ საკუთარ როლს ამ თავსატეხში.
მოდით ვიყოთ გულახდილები. შესაძლოა ჩვენ (და გარკვეულ წილად მეც) გაგვაჩნდა უდიდესი იდეალისტური მოლოდინები იმის თაობაზე თუ ადამიანთა რა ნაწილი განმსაზღვრელ მომენტში მოიქცევა სათანადოთ და რამდენად მოესწრო ჩვენი საზოგადოების შეცვლა. კარგი ამბავი ის არის, რომ მილიონობით ადამიანი უფრო გამართულად იქცევა ვიდრე ცოტა ხნის წინ და რამ ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. მგონია, ამ ადამიანების რაოდენობა უკვე საკმარისია იმისათვის, რომ განვაცხადოთ - ჩვენ აღარ გადავბრუნდებით. ჩვენ ვაპირებთ მაინც ჩავიაროთ ეს მრუდი მოსახვევი! ამის დასტური ჯერ კიდევ არ არის დამაჯერებლად მრავალრიცხოვანი ისევე როგორც არ შეიძლება იყოთ დარწმუნებულნი იმაში, რა გველის მოსახვევში საჭეს რომ შეატრიალებთ. თუმცა, ვინაიდან ჩვენ უკვე ახლოს ვართ, მტკიცებულებები მატულობენ ჩვენს გარშემო. საჭესთან ხომ თქვენ ყოველთვის გრძნობთ და გესმით რა გველის წინ, სანამ დაინახვთ ამას. აქაც ასევე. ყველანი ვგრძნობთ მოახლოებულ ცვლილებებს, უკვე შეგვიძლია მოვისმინოთ ჰანგები და დავინახოთ ნიშნები. ძველი გზები სწრაფად ნადგურდებიან, ხოლო სიახლე შეუკავებელი ტალღისებურად მოდის, აღწევს ჩვენი სხეულის, გონების, გულისა და სულის, ჩვენი სახლის, ოჯახის, თემის, ქვეყნისა და მსოფლიოს ყოველ კუთხეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გამოვიღვიძებთ ერთ დღეს და მოულოდნელად აღმოვაჩენთ, რომ სამყაროში ყველაფერი ლამაზი და მშვენიერია!
21 დეკემბრის მიღწევა და შემდგომი წინსვლა ხანგრძლივი სერიის მოსახვევების და ბნელ ტყეში შემაშფოთებელი სვლის შემდეგ თავისუფალ, პირდაპირ გზატკეცილზე გასვლის მსგავსია. ეს ყველაზე ახლოს არის „გამოსაშვებ ცერემონიასთან“, რომელიც შეგვიძლია განვიცადოთ და რომელიც განიშნებთ, რომ თქვენ გააკეთეთ რაც საჭიროა. ახლა კი უნდა შეუდგეთ ახალი სამყაროს შენებას, რომელიც უნდა ასახავდეს სიყვარულის და ერთობის, რომლის ნაწილიც თქვენც ხართ, მყარ და ძლიერ საძირკველს.
მრავალ ჩვენგანს სურდა ამის მიღწევა და დიდ ხანს მუშაობდნენ განა ამისთვის, რომ ყველაფერი სხვანაირად მოხდეს? ვინც ძველ ციკლში უკვე იყო გაღვიძებული, შეგნებულად ცხოვრობდა ყოველთვის გრძნობდა, რომ დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს და იქცევა იმის საპირისპიროთ, რაც "ნორმად"ითვლება. ხშირად უხილავ ან იზოლირებულ უცხო მიწაზე მყოფ, უცხო ადამიანად აღიქვამდა საკუთარ თავს. ხშირად ხდებოდა თქვენი მოსაზრებების, მრწამსის და იდეების იგნორირება, მათ უარყოფდნენ და დასცინოდნენ კიდევაც. ახალ ციკლში დინებამ იცვალა მიმართულება. ნაკადი სულ უფრო სწრაფად და სწრაფად წინ წაგწევთ თქვენ. გათვითცნობიერებული ცხოვრება, დედამიწის და მასზე ყველა მცხოვრების მიმართ პატივისცემა იქცევა უფრო მოსალოდნელ ნორმად, ვიდრე ილუზორულ ოცნებად. თქვენი იდეები უარყოფის და კრიტიციზმის ნაცვლად მოიპოვებენ სულ უფრო მეტ მხარდაჭერას და წახალისებას. ვინც აირჩევენ ძველი გზის გაგრძელებას, ძალიან მალე აღმოჩნდებიან თანამდებობიდან გადადგომის წინაშე, რადგან ძველი მიუღებელი გახდება ან არასაჭირო ადამიანთა მზარდი მასისთვის, რომელიც აირჩევს განსხვავებულ გამოცდილებას. როდესაც ხედავთ წინააღმდეგობას სახლის მიმართ, გახსოვდეთ, რომ სინათლე ყველაფერს აძლიერებს. უდიდესი გარდაქმნები საჭიროებენ უდიდეს გულწრფელობას და დიდ განწმენდას, რომლებიც უზენაესი ჭეშმარიტების, ჰარმონიისა და ბალანსისკენ გზაზე ხშირად იწვევენ და მივყავართ მძიმე, შოკისმომგვრელ და რთულ პასაჟებამდე. ეს გადასვლა გაძლიერდება, გახდება მოკლე და უფრო მსუბუქი, მისი მიზანი იქნება განწმენდა განვლოს უფრო სწრაფად და ახალ ენერგიასთან მეტ შესაბამისობაში.
საჭიროა გვახსოვდეს, რომ საუბარია 26 000 წლის ციკლზე, ე.ი. უბრალოდ გადამრთველის შებრუნებით შეუძლებელია მკვეთრად დატოვო ერთი გზა და დაიწყო ახალი. ჩვენი ადამიანური თამაშის თითოეული სცენის დეკორაციები ვერ შეიცვლებიან დაუყოვნებლივ, მაგრამ უფრო და უფრო თვალსაჩინო გახდება, რომ ძველი დეკორაციები გადიან და მათ ახლები ანაცვლებენ. ეს ჩვენ უკვე მიმდინარე წელს დავინახეთ, მაგრამ მომხდარი ცვლილებები ნაკლებად მკაფიო და სუსტია მათთვის ვისაც სურთ იხილონ უფრო პირადაპირი და აშკარა ნიშნები. მაგრამ ყოველ დღე პირდაპირი და აშკარა ნიშნები უფრო თვალსაჩინო გახდებიან მათთვის, ვინც ისურვებს მათ დანახვა. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს ცვლილებები იმდენად თვალნათლივ გამოვლინდებიან, რომ ხილულნი გახდებიან ყველასათვის, მიუხედავად იმისა გახელილი აქვთ ადამიანებს თვალები თუ არა. მაშინ "ღია თვალების" მდგომარეობა გახდება გაცილებით უფრო გავრცელებული ვიდრე ამჟამად.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, პროცესია, მნიშვნელოვანია გაგვაჩნდეს „უდიდეს გაღვიძებიდან“ „უდიდესი გაღვიძების“ შემდგომამდე გადასვლის ოფიციალური თარიღი. ფიზიკურ, საგრძნობ, კოლექტიურ დონეზე ეს „მარკერი“ იქმნება ადამიანთა უპრეცენდენტო რაოდენობით, რომლებიც ამ დღეებში, 20 – 23 დეკემბერს აპირებენ ილოცონ, იდღესასწაულონ, იმღერონ, მიმართონ მედიტაციას, შეიქმნან მომავლის ზრახვები, აიღონ უმაღლესი ცნობიერებისთვის გახსნის ვალდებულებები. ამ თარიღებს რომც არ გააჩნდეთ განსხვავებული ენერგია და განსაკუთრებული პოტენციალი, ახლა როდესაც მილიონობით ადამიანს აერთიანებს ახალი სამყაროს ერთიანი ხედვა, მათ ეს ძალა უკვე გააჩნია. ამჟამად ჩვენთვის აგრეთვე საკმაოდ ცნობილია იმის შესახებ, თუ როგორ ქმნიან ჩვენი აზრები და ენერგია ჩვენს რეალობას, რომ ტალღა, რომელსაც მომავლის მიმართულებით აგზავნის კაცობრიობის დიდი ნაწილი მოახდენს დაუყოვნებლივ ეფექტს დროის ხაზზე, რომელიც ქმნის ჩვენ მომავალს. ეს ფაქტორი კი მიგვიყვანს კითხვამდე თუ მოხვდება რამ იმ დონეზე, რასაც შეიძლება ეწოდოს „სიცოცხლეში ერთხელ“, ჩვენი კოლექტიური ძალისხმევის გარდა რა შეგვიძლია დავინახოთ და შევიგრძნოთ 21 დეკემბერს და ამ თარიღის მომდევნო დღეებში?
მაიას ტომის ხუცესთა და მოძღვართა უმეტესისგან, რომლებთან გვქონდა შეხვედრის საშუალება ჩვენი მოგზაურობების დროს, ამ წლების განმავლობაში აცხადებდნენ ერთსა და იმავეს. რათა არ დამახინჯდეს არაფერი, მოკლედ მოგაწვდით იმ ძირითად პუნქტებს, რაც მათ განაცხადეს: "ეს არ არის სამყაროს აღსასრული და წარმოადგენს ციკლის დასრულებას", "ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება იმ დღეს", "ეს დრო პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს კაცობრიობას. მოუტანს მეტ ბალანსს და ცნობიერებას მსოფლიოში "," 3 დღის განმავლობაში რომც მოხდეს დაბნელება - არ შეშინდეთ, მზე დაბრუნდება. "
მაიას კალენდარში ციკლის დასაწყისი და დასრულება არ წარმოადგენენ შემთხვევით თარიღებს. ისინი შეესაბამისებიან დღეღამტოლობის პროცესიას, რომელიც შეადგენს 26 000 წელიწადს და სპეციფიკური მზედგომის განსხვავებულ სწორებას გალაქტიკურ ცენტრთან და გალაქტიკურ ეკვატორთან. მომავლის ზმანება, რომელიც მე მქონდა მიჩვენა ტაროს კარტის დასტის „ფორტუნის ბორბალი“ და დედამიწა, რომელიც მოძრაობდა 26 000 წლის ხანგრძლიობის წრეზე. ის ნელა ამოდიოდა ქვევიდან, ცენტრიდან და ამჟამად კვეთს ეკვატორიალურ ზღურბლს, მიისწრაფის სიმაღლისკენ. გათანაბრების პერიოდში (წინა წლებისა და თვეების განმავლობაში ჩვენ უკვე ვიგრძენით მისი ენერგეტიკული გავლენა) ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მივცეთ თავს უფლება შეგნებულად მივიღოთ შემომავალი ენერგია იმისთვის, რომ ნებისმიერი განათება და იდეები, რომელიც წარმოიშვებიან შესძლონ ამოქმედება. შემოიღეთ ჩანაწერების ჟურნალი ან უბის წიგნაკი, რათა ჩაინიშნოთ ისინი, ვინაიდან მათი ნაწილი შესაძლოა იყოს სიზმარივით წუთიერი და შემდგომ თითქმის შეუძლებელი გახდეს გახსენება. შესაძლოა ეს აგრეთვე დაგვეხმარება ენერგიის დამიწებაში, დამაგრებაში და ჩანერგვაში.
ნეტარებაში ყოფნა კარგი და სასიამოვნო მდგომარეობაა, მაგრამ როცა გავიღვიძებთ და შევხვდებით 2013 წელს, ჩვენ დაგხვდება სამუშაო, რომლის შესრულება ნამდვილად მოგვიწევს. ბოლო თვის პროგნოზში ჩვენ ვსაუბრობდით „დასვლის“ პროცესის თაობაზე და ჩვენს გარშემო გარემომცველი მაღალი სიხშირის ენერგიის ფიზიკური განხორციელების შესახებ. ჩვენ უნდა მოვძებნოთ შემომავალი ენერგიის დამაგრების და განხორციელების ხერხები. და ეს ვაკეთოთ არა მხოლოდ აღნიშნულ თარიღის დროს, არამედ ყოველ მომდევნო დღესაც, იმისთვის რომ დავეუფლოთ მას, პრაქტიკულად გამოვიყენოთ ცვლილებების გაადვილებისთვის და ინიციატივების მხარდაჭერისთვის. ამჯერად ჩვენი სამუშაო იმდენად არ იქნება დაკავშირებული შინაგან პროცესთან, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებისთვის ვინც წინა პერიოდში მნიშვნელოვნად იყო მასზე კონცენტრირებული. ის გამოიხატება განსახიერებაში, სიცოცხლეში, ისეთი ფიზიკური ფორმის შექმნაში, რომელიც როგორ ვიცით შეესაბამება უმაღლეს დონეს. აგრეთვე ჩვენი ამოცანა იქნება მხარი დაუჭიროთ მათ, ვინც ახლა იღვიძებს და ვისაც შინაგანი სამუშაოსთვის ესაჭიროება დახმარება. უნდა ვივარაუდოთ, რომ 20 – 23 დეკემბრის ენერგიები სხვა და სხვა გზავნილებით იქნებიან აღსავსე, რომელთა თქვენ უკვე უფრო იოლად გაიგონებთ და აღიქვამთ, განსაკუთრებით ამ დღეებში. ასე რომ, იყავით ღია, ყველაფერს მიაქციეთ ყურადღება, მიიღეთ ყველა სიკეთე, რომელის მოდის თქვენთან და აკეთეთ ჩანიშვნები!
საბოლოოდ ჩვენ განვთავისუფლდით წინასწარმეტყველებებისგან. უკან ვიტოვებთ თავის კარმიულ ციკლს და შევდივართ ცნობიერი ქმნის ციკლში. ეს გვაძლევს გათავისუფლების შეგრძნებას, შთაგვაგონებს და გვავსებ ძალღონით. ეს აგრეთვე მოითხოვს ჩვენგან პასუხისმგებლობის უფრო მაღალ დონეს, ჭეშმარიტებას და მთლიანობას. ეს ემსგავსება სიყმაწვილის დასრულებას და ზრდასრულ ცხოვრებაში გადასვლას.
თავად ენერგია - ეს ღვთაებრივი პოტენციალია. როგორ დავაპირებთ მის გამოყენებას, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ამიტომ ხილვის უნარის მქონე უმეტესობისთვის 2013 და შემდგომი წლები სუფთა ფურცლის სახით წარმოესახება. სუფთა ფურცლის თავზე ხელთ გიჭირავთ კალმისტარი. რის დაწერას აპირებთ მასზე?
„უმეტესმა ჩვენგანმა წაიკითხა ყველა წიგნი, დაესწრო ყველა სემინარს, მკურნალობდა, თავისუფლდებოდა და იწმინდებოდა. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც უნდა გვექნა იმისთვის, რომ მოგვეღწია ცნობიერების უმაღლესი მდგომარეობისთვის. ფიქრმა ამის თაობაზე შესაძლოა მოგვცემს კმაყოფილების გრძნობას, რომელსაც ვეძებთ. ჩვენ უფრო ცნობიერები გავხდით, მაგრამ მაინც ვგრძნობთ, რომ რაღაც გვაკლია. დაგვიდგა დრო კვლავ ჩავეშვათ ჩვენს სხეულებში, თან გავიყოლოთ განცდით მოპოვებული სიბრძნე და გამოვიყენოთ ის რათა შინაარსი, ძალა და მიზანი შევძინოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტს. ჩვენ გვიხმობენ ახალი ტიპის განათებისკენ, რომელიც ყველაფერს, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ შინაგანი მუშაობის პროცესში, გადაიტანს გარე სამყაროში.
დადგა დრო გამოვიდეთ საკუთარი გამოქვაბულებიდან და ჩვენს მიერ მიღწეული განათებულობა მივიტანოთ რეალურ სამყაროში, კორპორაციებში, მთავრობებში, პოლიტიკაში, სკოლებში, მედია, სამედიცინო და სოციალურ სისტემებში. ჩვენ ველოდებოდით სამყაროში ცვლილებებს, ახლა სამყარო ელის ჩვენს ქმედებას“. - დანა „ახალი თავი“.
შევხვდეთ ერთმანეთს მეორე მხარეს.
დანა მრკიჩი
http://www.danamrkich.com/index.html
|