ინტელექტი (ლათ. Intellectus — გაგება, შემეცნება, გონება), პიროვნების თვისება, რომელიც აზროვნების უნარის, აზროვნების ფსიქოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს...
მას დაახლოებით ასეთი განსაზღვრება აქვს: „ეს არის მეხსიერებისა და გონების ძალა, იფიქროს ლოგიკურად და შეიძინოს ცოდნა“. თუმცა ამ განმარტებას ექსპერტ-ფსიქოლოგები არ ეთანხმებიან. ინტელექტი შესაძლოა დაიყოს ძალიან ბევრ სუბკატეგორიად, როგორებიცაა: მსჯელობა, პრობლემის გადაწყვეტა, მეხსიერება …
ძალიან ბევრი მკვლევარი, რომელიც ინტელექტის თემაზე მუშაობს, იყენებს მის ფსიქომეტრულ განმარტებას, რომელსაც უწოდეს „ზოგადი გონებრივი უნარიანობა“ ან ე.წ. „g-ფაქტორი“. ეს კონცეფცია ლონდონის ფსიქოლოგიური სკოლის პროფესორებს სერ ფრენსის გალტონს და ჩარლზ სპირმენს ეკუთვნის და დღესდღეობით მას ძალიან ბევრი ფსიქოლოგი იზიარებს.
გენეტიკური კვლევების უმრავლესობაში მეცნიერებმა ერთად მოუყარეს თავი განსხვავებულ სუბკატეგორიებს ინტელექტის კოეფიციენტში (IQ). ეს არის ერთიანი სკალა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ და განვსაზღვროთ ინტელექტი. კონცეფცია IQ-ს შესახებ პირველად ფრანგმა ფსიქოლოგმა და ადვოკატმა ალფრედ ბინეტმა ჩამოაყალიბა 1905 წელს, 1914 წელს კი გერმანელმა ფსიქოლოგმა შტერნმა შექმნა IQ გაზომვის სკალა, რომელიც გულისხმობს ადამიანის გონებრივი სიმწიფის გაყოფას მის ქრონოლოგიურ ასაკთან. მოგვიანებით, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ტერმანმა ფორმულიდან ამოაგდო ათწილადები მისი 100-ზე გამრავლების საშუალებით. ასევე არსებობს ვექსლერის მიერ შექმნილი ვექსლერის სკალა – მოზრდილთა ინტელექტის განსასაზღვრად. ვექსლერის აზრით, IQ ქულების მიხედვით გამოიყოფა ინტელექტის შემდეგი დონეები:
ძალიან მაღალი-130 და ძემოთ
მაღალი-120-129
საშუალოზე მაღალი-110-119
საშუალო-90-109
საშუალოზე დაბალი-80-89
მოსაზღვრე- 79-70
იოლი გონებრივი ჩამორჩენა-69-55
საშუალო გონებრივი ჩამორჩენა—54-40
ძლიერი გონებრივი ჩამორჩენა-39-20
მძიმე გონებრივი ჩამორჩენა-20-ზე ნაკლები.
იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, ინტელექტის კოეფიციენტის დათვლისას მიღებული ქულები გარემოს ზემოქმედებითაა ჩამოყალიბებული, თუ გენეტიკური წარმოშობისაა, საჭიროა მეცნიერული მტკიცებულება. არტურ ჯენსენი g-ფაქტორის უტყუარობის სტატისტიკურ და ბიოლოგიურ მაჩვენებლებზე მიუთითებს. ის, რომ g-ფაქტორი კორელაციურ კავშირშია თავის ტვინის მთლიან ზომასთან, მასში გლუკოზის მეტაბოლიზმის ხარისხთან პრობლემის გადაჭრის დროს, თავის ტვინში წარმოქმნილი ტალღების სიჩქარესა და კომპლექსურობასთან, მეტყველებს გენეტიკური ფაქტორების მონაწილეობაზე ინტელექტის ფორმირების პროცესში.
ინტელექტის გენეტიკის შესწავლისას მოწმდება თუ როგორ, რამდენად და რა სახით მოქმედებს სხვადასხვა გენეტიკური ფაქტორი გონებრივ შესაძლებლობებზე. გამომდინარე იქედან, რომ ასეთი ფაქტორი უამრავია, როგორც გარემოს, ასევე გენეტიკური, კვლევა საკმაოდ კომპლექსურია. როგორც ასეთი, ჩვენ ბევრი არაფერი არ ვიცით იმ გენების ოდენობასა და ხასიათზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მენტალურ შესაძლებლობებზე. კიდევ უფრო ცოტაა ინფორმაცია იმ ფაქტორების შესახებ, რომელიც ამ გენების ექსპრესიას უწყობს ხელს. თუმცა ცნობილია, რომ ძირითადი განმსაზღვრელი როლი, ინტელექტის გენეტიკაზე საუბრისას, X ქრომოსომას ენიჭება და ინტელექტის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორებიც ამ ქრომოსომასთანაა შეჭიდული და წლების წინ, დევიდ უეშლერის მიერ გამოთქმული აზრი, რომ „ქალი არა მარტო მაცდური და მომაკვდინებელი, არამედ საკმაოდ ჭკვიანი არსებაცაა“, საუკუნეების შემდეგ მეცნიერულადაც დადასტურდა.
ადამიანის გენეტიკის მკვლევარებისათვის ინტელექტი დღემდე ინტერესის მთავარ საგნად რჩება. ექსპერიმენტული კვლევის პირველი მეთოდოლოგიური მიმართულება უკავშირდება გალტონის შრომებს (1865 წელი), რომელიც ერთი წლით ადრე დაიწყო მენდელის სტატიის გამოქვეყნებამდე მემკვიდრეობის თეორიის შესახებ. გალტონმა ციფრობრივად გამოსახა ზოგიერთი გენეტიკური შტრიხისა და თვისების გადაცემა თაობიდან თაობებს შორის სტატისტიკური მეთოდების დახმარებით. მან დაასკვნა, რომ ზოგიერთი შტრიხი, მათ შორის გონებრივი შესაძლებლობებიც გენეტიკურად გადაეცემა და ვრცელდება პოპულაციაში ჩვეულებრივად. მაგრამ გალტონმა ვერ გააანალიზა ჩვეული გარემოს როლი, თუნდაც ოჯახის ფარგლებში, რადგანაც მისი დასკვნები ძირითადად გენეტიკისკენ იხრებოდა.
პირველი კვლევები ინტელექტზე ნაშვილებ და ტყუპ ბავშვებზე ჩატარდა 1920 წელს, უფრო მოგვიანებით – თაგვებზე, რამაც აშკარად დაადასტურა გენეტიკის როლი დასწავლისა და მეხსიერების მიმართულებით.
1960 წლისათვის ინტელექტის მიმდინარე გენეტიკური კვლევების დროს შეინიშნებოდა შემცირებული ინტერესი იმ საკითხისადმი, თუ როგორ მოქმედებდა გარემო ფაქტორები ინტელექტზე. მოგვიანებით, 1969 წელს, ჰარვარდში იენსენის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, თუ როგორ უწყობდა ხელს კულტურა და მისი სხვადასხვა ფაქტორი და განაპირობებდა 15 პუნქტიან სხვაობას საშუალო ინტელექტის შემთხვევაში თეთრ და შავკანიან ამერიკელებში. თუმცა მანაც დაასკვნა, რომ არ შეიძლება გენების როლის გამორიცხვა. ამ განცხადებამ იენსენი სტუდენტების პროტესტის, ვანდალური ქმედებების სამიზნედ აქცია, გაჩნდა ტერმინი „იენსენიზმი“. მონო- და დიზიგოტურ ტყუპებზე ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ კორელაციის საშუალო რიცხვი მონოზიგოტურ ტყუპებში არის 86, ხოლო დიზიგოტურში – მხოლოდ 60. ოცდახუთი წლის მერე ბელ ქარვიმ, ჰერნშტეინმა და მურეიმ დაასკვნეს, რომ ინტელექტი საკმაოდ მჭიდროდაა დაკავშირებული |