აქტიური მომხმარებლები |
|
ალექსანდრე ეჯიბაძე |
|
მზია გიგუაშვილი |
|
ნანა ხახუტაიშვილი |
|
მარიამი ნარიმანაშვილი |
|
ნინო ბაიდოშვილი |
|
ვიკა |
|
თიკა გამყრელიძე |
|
ნათია სორდია |
|
მარიამ დავითაშვილი |
|
ქეთევანი ვარდანაშვილი |
|
|
ახალი კომენტარები |
|
ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :* |
მე ვერ დავამატებ ტესტს? |
შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი. |
„ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ? |
mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas
... |
|
|
|
ავტომობილების მიმდინარე რემონტისათვის ტექნოლოგიურ მოწყობილობათა კომპლექსების შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრა
ნანახია (5139) - ჯერ
|
25 სექტემბერი 2016 |
რეზიუმე: ჩვენს ქვეყანაში ავტომობილიზაციის დონის, და კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მნიშვნელოვნად სწრაფი ტემპებით ზრდამ ახალი, თანამდეროვე მოთხოვნები წაუყენა მათ ტექნიკურ მომსახურებას და რემონტს. შესაბამისად შეიცვალა მოძველებული რეკომენდაციები მათი რემონტში დაყენების თვალსაზრისით, რამაც წარმოშვა ობიექტური აუცილებლობა ავტოსერვისულ საწარმოებს შესაბამისი მომსახურება განეხორციელებინათ მათდამი წაყენებული თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენს მიერ დადგენილ იქნა, რომ ზემოხსენებულ მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილებისათვის საჭიროა ავტოსერვისული მომსახურების სრულყოფის მექანიზმების განზოგადება. შესავალი საქართველოში ავტოსერვისულ საწარმოთა ქსელის განვითარებასთან, შერეული ტიპის ავტოსატრანსპორტო საწარმოთა დაწვრილერთეულებასა და როგორც დსთ-ს სივრცეში, ასევე მსოფლიოს მრავალ წამყვან ქვეყნებში წარმოებული ახალი მოდელებით გარაჟის მოწყობილობის ნომენკლატურის უწყვეტ შევსებასთან დაკავშირებით ავტომობილების მიმდინარე რემონტისათვის ტექნოლოგიურ მოწყობილობათა კომპლექსების შერჩევის კრიტერიუმების დამუშავებაში ობიექტური აუცილებლობა წარმოიშვა. ძირითადი ნაწილი დამტკიცებული ტაბელის მიხედვით გარაჟის მოწყობილობის კომპლექსების შერჩევა ჩვენს მიერ მიჩნეულ უნდა იქნეს წინასწარ განსაზღვრულად [1]. კონკრეტულ საწარმოო სიტუაციაში, კომპლექსში, ტაბ-ში [1] არსებული ამა თუ იმ ტექნოლოგიური მოწყობილობის შეტანის შესახებ საკითხის გადაწყვეტის დროს მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნეს მოწყობილობის (ავტომობილის) მწარმოებლურობის, საიმედოობის, ეკონომიკური ეფექტურობის, ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების, ერგონომიკის, ეკოლოგიისა და შრომის დაცვის კრიტერიუმები (მაჩვენებლები). ავტომობილების მიმდინარე რემონტის მიხედვით საწარმოს მოწყობილობის კომპლექსი ფორმირდება სამუშაოთა ცალკეული სახეებისათვის საჭირო მოწყობილობათა მთელი რიგი კომპლექსებისაგან. ამასთან, ძირითადად გამოიყენება მოწყობილობათა შემდეგი სახეები, კერძოდ: • სარეცხ-საწმენდი; • დიაგნოსტიკური; • დასაშლელ-ასაწყობი; • სარემონტო (საავტომობილო ნაწილების მექანიკური დამუშავებისათვის); • საცდელი; • ასაწევ-სატრანსპორტო. კომპლექსების შერჩევის დროს ძირითად გამთვალისწინებელ ფაქტორად გვევლინება: • სამუშაოთა ტექნოლოგია მიმდინარე რემონტის მიხედვით; • სამუშაოთა მოცემული სახის საწარმოო პროგრამა და მათი შრომატევადობა; • ტექნოლოგიური მოწყობილობის ტექნიკურ-საექსპლუატაციო მაჩვენებლები. პირველ ეტაპზე, კომპლექსებში მოწყობილობის შერჩევა უნდა განხორციელდეს დანიშნულების მაჩვენებლებისა და მწარმოებლურობის მიხედვით. კომპლექსში შემავალი მოწყობილობის ცალკეულ სახეობათა მწარმოებლურობა შეიძლება განსაზღვრულ იქნეს ფორმულით: (1) სადაც, Wi - არის I - ური ტექნოლოგიური ოპერაციის მიხედვით ტექნოლოგიური მოწყობილობის მწარმოებლურობა; 1.1 – 1.3 - მოსამზადებელ-დასკვნითი დროის გამთვალისწინებელი კოეფიციენტი; 1.2 toi - i- ური ტექნოლოგიური ოპერაციის დროის ტექნიკური ნორმა. ყოველი ზემოხსენებულის შემდგომ ფორმირებული კომპლექსები შეფასებულ უნდა იქნეს საიმედოობის, ეკონომიკის, ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების, ერგონომიკისა და შრომის დაცვის მაჩვენებლების მიხედვით. მოწყობილობის საიმედოობის მაჩვენებელი გამოითვლება ფორმულით: (2) სადაც, ტკ – არის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ჩატარების დროს მოწყობილობის გაცდენის (მოცდენის) კუთრი სიდიდე; გტმ და რ – ციკლში ტექნიკურ მომსახურებაზე და რემონტში ჯამური გაცდენა; ცს - სარემონტო ციკლის სიდიდე. ეკონომიკური ეფექტურობის მაჩვენებელი შესაბამისად გამოითვლება ფორმულით: (3) სადაც, ე - ეკონომიკური ეფექტურობა, ლარი; C1 და C2 - ერთ ოპერაციაზე დაყვანილი დანახარჯები, შესაბამისად, პირველი და მეორე სახის მოწყობილობის მიხედვით, ლარი; Kn – კაპიტალდაბანდებათა ეფექტურობის ნორმატიული კოეფიციენტი; kd1 და kd2 – შესაბამისად, ტექნოლოგიური მოწყობილობის პირველი და მეორე კომპლექსის შეძენასა და დადგმაზე გაწეული კუთრი კაპიტალდაბანდებები; W1 და W2 - შესაბამისად, ტექნოლოგიური მოწყობილობის პირველი და მეორე კომპლექსის მწარმოებლურობა. ავტომობილის ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასებისათვის ევროპის მრავალ წამყვან ქვეყანაში, და, კერძოდ, საფრანგეთში გამოიყენება, გარბენის 1 კმ. თვითღირებულების განმსაზღვრელი K მაჩვენებელი, რომლის პრაქტიკული გამოყენებაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ როგორც ჩვენი ქვეყნის საავტომობილო პარკის სტრუქტურა, ასევე მისი გამოყენების ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. მის გამოსათვლელ ფორმულას გააჩნია სახე [2]: (4) სადაც, E – არის 1 ლ. საწვავის ღირებულება, ლარი; C – საწვავის ფაქტიური ხარჯი 100 კმ-ზე, ლიტრი; H – საავტომობილო ზეთის 1 ლიტრის ღირებულება, ლარი; m – ზეთის ხარჯი მომსახურებებს შორის გარბენის დროს, ლიტრი; T – ავტომობილის შეზეთვის ღირებულება, ლარი; Q – კილომეტრაჟი ზეთის ორ შეცვლას შორის, კმ; A – ავტომობილის ღირებულება, ლარი; R – ავტოფარეხის თვიური ღირებულება, ლარი; Z – ეკონომიკური ეფექტი ავტომობილის გამოყენებისაგან, ლარი; q – კილომეტრაჟი, რომელიც არჩეულია მასშტაბური ერთეულის სახით თვითღირებულების გამოთვლისათვის, კმ;
F – რემონტისა და ძარას შეკეთების პროგნოზირებადი ღირებულება ერთ კილომეტრზე, ლარი >>>>>> < |
ავტორი :დავით777 |
კომენტარები (0) |
|
კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
|
მთავარი |
|
მოსწავლეებისთვის |
|
სტუდენტებისთვის |
პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:
|
|
|
|
|
|
მშობლებისთვის |
|
პედაგოგებისთვის |
|
ადმინისტრატორებისთვის |
|
|
|
|
|
|
|