აქტიური მომხმარებლები |
|
ალექსანდრე ეჯიბაძე |
|
მზია გიგუაშვილი |
|
ნანა ხახუტაიშვილი |
|
მარიამი ნარიმანაშვილი |
|
ნინო ბაიდოშვილი |
|
ვიკა |
|
თიკა გამყრელიძე |
|
ნათია სორდია |
|
მარიამ დავითაშვილი |
|
ქეთევანი ვარდანაშვილი |
|
|
ახალი კომენტარები |
|
ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :* |
მე ვერ დავამატებ ტესტს? |
შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი. |
„ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ? |
mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas
... |
|
|
|
|
შემოქმედ პედაგოგთა კონკურსი ”ნოვატორი” |
19 თებერვალი 2010 |
პატივცემულო პედაგოგებო,
ჯერ კიდევ 2009 წლის სექტემბრის თვეში პორტალმა Education.ge მოგმართათ შემოქმედ პედაგოგთა კონკურსის ჩატარების წინადადებით (პედაგოგებს >> მთავარი თემა). თქვენი წერილების გათვალისწინებით იდეამ მიიღო საბოლოო სახე. კონკურსის ჩატარებას მხარი დაუჭირეს და თანაინიციატორები გახდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი, DVV International - ის წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია, პროფესიული მომზადებისა და განათლების ცენტრი “One World”, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა. დაიხვეწა ჩატარების ორგანიზაციული საკითხები, დადგინდა ვადები, შემუშავდა დებულება და კონკურსის ჩატარება იქცა რეალობად.
კონკურსი ცხადდება პორტალის Education.ge, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, არასამთავრობო, საზოგადოებრივი და სპონსორი ორგანიზაციების ინიციატივით, რომლებიც ჟიურისა და სარედაქციო-შემფასებელ კოლეგიებთან ერთად უზრუნველყოფენ მის ჩატარებას. საინფორმაციო მხარდაჭერას ახორციელებენ - პორტალი Education.ge, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყებრივი საიტები, განათლების საკითხებზე მომუშავე პრესა და ელექტრონული მასმედია. კონკურსის ჩატარების ვადები: 2010 წლის 20 თებერვალი - 20 ივნისი.
კონკურსის დანიშნულება და მიზანი: ფართო საზოგადოებას თვალნათლივ დავანახოთ თუ რა ინტელექტის, სულიერი და ზნეობრივი სიმდიდრის მატარებელია ჩვენი ქვეყნის მასწავლებლობა და ჯეროვნად დავაფასოთ ახალგაზრდა თაობის განათლებასა და აღზრდაში მისი ღვაწლი და ამაგი. ხელი შევუწყოთ: სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გაუმჯობესებას; პედაგოგ-ნოვატორთა გამოცდილების გამოვლენას, აღიარებასა და მხარდაჭერას; აქტუალური და ორიგინალური მეთოდიკისა, ინტერაქტიული და ინფორმაციული ტექნოლოგიის გამოყენების წარმატებული მაგალითების თაობაზე ფართო პედაგოგიური საზოგადოების ინფორმირებას; ინოვაციური იდეების ხელმისაწვდომი ელექტრონული ბაზის ჩამოყალიბებას; ინოვაციური სივრცის შექმნას, რომელიც გააერთიანებს პედაგოგთა ძალისხმევას სწავლისა და აღზრდის აქტუალური პრობლემების გადაწყვეტაში; მასწავლებელთა შორის ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთ გაზიარებას, აქტუალური პრობლემებისადმი მეცნიერთა და სპეციალისტთა ყურადღების მიპყრობას.
კონკურსის მონაწილეები: კონკურსში ნებაყოფლობითი მონაწილეობა შეიძლება მიიღონ ნებისმიერი სასწავლო დაწესებულების პედაგოგმა, პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის დარგების სპეციალისტმა, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტმა და ავტორთა ჯგუფმა.
კონკურსის ნომინაციები:
ნომინაცია: ”სწავლებაში ინტერაქტიული მეთოდების გამოყენების სასწავლო- მეთოდური უზრუნველყოფა”
ნომინაცია: ”ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება და მისი სასწავლო-მეთოდური უზრუნველყოფა”
ნომინაცია: ”გასვლითი გაკვეთილის ჩატარების გამოცდილება და რეკომენდაციები”
ნომინაცია: ”სასწავლო თვალსაჩინოებისა და მოწყობილობის ეფექტური გამოყენება”
ნომინაცია: ”მოსწავლის თავისუფალი დრო და მისი ორგანიზების პრაქტიკული გამოცდილება”
რა სახის ნამუშევარი შეიძლება იყოს წარმოდგენილი: პედაგოგიური კვლევის ან პრაქტიკული დაკვირვებისა და გამოცდილების აღწერილობა; სასწავლო-კვლევითი პროექტი; მასწავლებლის დამხმარე სახელმძღვანელო; მეთოდური მითითებები და რეკომენდაციები; საავტორო პროგრამა; სასწავლო-მეთოდიკური კომპლექტი; შემსწავლელი კომპიუტერული პროგრამა; ამოცანათა კრებული; შემსწავლელი და შემფასებელი ტესტები; ლაბორატორიული სამუშაოების ციკლი; დიდაქტიკური მასალების პაკეტი; მეცადინეობის ჩატარების სცენარები; სასწავლო აუდიო და ვიდეო მასალები და სხვა. წარმოდგენილი ნამუშევარი შეიძლება ასახავდეს როგორც კონკრეტული საგნის სფეროს, აგრეთვე იყოს ინტეგრირებული. თვითოეულ მონაწილესა თუ ჯგუფს საკონკურსოდ შეუძლია წარმოადგინოს რამდენიმე ნამუშევარი.
• საკონკურსო ნამუშევრების შეფასება განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმებით: აქტუალობა, გამოყენებადობა, შედეგიანობა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენია: კონკურსის მონაწილის ანკეტა-განაცხადი; საკონკურსო ნამუშევრის ანოტაცია (თეზისები); საკონკურსო ნამუშევრების სრული ვერსია. აღნიშნული მასალები პორტალზე გამოქვეყნებისათვის წარმოსადგენია: 2010 წლის 20 დან – 26 აპრილამდე, ელექტრონულ მისამართზე: guest@education.ge
მონაწილეობის პირობებისა და მოთხოვნების გაცნობას შესძლებთ კონკურსის დებულებაში, რომელიც გამოქვეყნდება 2010 წლის 24 თებერვალს პორტალზე www.education.ge
კონკურსის ორგანიზაციისა და ჩატარების თაობაზე შეგიძლიათ მიმართოთ:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს: tchkadua@mes.gov.ge - თეონა ჭკადუა, ტელ.: 43-88-19.
Education.ge - ს: alexanderejibadze@gmail.com - ალექსანდრე ეჯიბაძე, ტელ.: 38-05-82.
კონკურსის ინიციატორებს ერთი მიზანი გვაქვს: დავაფასოთ პედაგოგების შრომა და დავეხმაროთ მათ.
ძვირფასო პედაგოგებო, ამ ეტაპზე ყველაფერი უკვე თქვენზეა დამოკიდებული. გვაუწყეთ თქვენი განწყობა და დამოკიდებულება, მხარი დაუჭირეთ ამ ინიციატივას, ჩაერთეთ შემოთავაზებული წინადადებების რეალიზაციაში. ეს ხომ თქვენი და თქვენთვის ჩაფიქრებული კონკურსია. გავითავისოთ და ის წარმატებულად ჩატარდება. ველით თქვენ აქტიურ მონაწილეობას!
პატივისცემით და წარმატებების სურვილით,
შემოქმედ პედაგოგთა კონკურსის ”ნოვატორი” ინიციატორთა საორგანიზაციო ჯგუფი.
|
კომენტარები |
|
ციური ინასარიძე |
10 ივნისი 2010 |
|
პორტალი www.education.ge მშობლიური სახლივით ძვირფასი გახდა. აქ ყველასთვის, განსაკუთრებით კი პედაგოგებისათვის საინტერესო და საჭირო გარემოა შექმნილი.
მადლობას ვუძღვნი :კონკურსის ორგანიზატორებს,მეტად საინტერესო და ორიგინალური კონკურსისათვის, ყველა მხარდამჭერს,ყველა მონაწილეს და ყველას ვინც პედაგოგებს გამოგვეხმაურა. დასრულდა პირველი კონკურსი, მაგრამ კარგი იქნება თუ მომავალშიც ჩატარდება იგი ხელს შეუწყობს მასწავლებელთა შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ჩვენთვის პედაგოგებისათვის ინოვაციური სივრცის შექმნას, სასწავლო |
|
კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
|
ოქსფორდის პროგრამებით მასწავლებელთა გადამზადება მიმდინარეობს |
06 დეკემბერი 2010 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინგლისური ენის მასწავლებელთა ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და English book Georgia-ს ორგანიზებით მიმდინარეობს და მასში თბილისის, მცხეთისა და რუსთავის საჯარო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლები მონაწილეობენ. ტრენინგს ოქსფორდის მასწავლებელთა აკადემიის ინგლისური ენის სწავლების კურსის ხელმძღვანელი ტერეზა დოგუელი ახორციელებს. |
შემოქმედ პედაგოგთა კონკურსი ”ნოვატორი” |
10 ივნისი 2010 |
პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო! ძვირფასო პედაგოგებო !
2010 წლის 10 ივნისის დასრულდა შემოქმედ პედაგოგთა კონკურსის ”ნოვატორი” ნამუშევართა ონლაინ შეფასება. დაფიქსირდა დასკვნითი ეტაპის შედეგები. 25 ივნისს ჩატარდა ჟიურის დასკვნითი სხდომა. დადგინდა 25 გამარჯვებული ნაშრომი, სამი ლაურეატი და ინოვაციური სკოლა. ყველას ვულოცავთ გამარჯვებულს !
შემოქმედ პედაგოგთა 2010 წლის კონკურსი ”ნოვატორი” - დასრულდა. ის აღსავსე იყო ემოციებითა და განცდებით. მრავალმა პედაგოგმა კონკურსზე წარმოადგინა საკუთარი ნამუშევარი. სამწუხაროდპრდაგოგთა გარკვეული ნაწილი გულნატკენი დარჩა, მათ სხვა და სხვა მიზეზების გამო ვერ შესძლეს ან ვერ მოასწრეს ნაშრომის წარმოდგენა. კონკურსმა გამოიწვია პედაგოგიური საზოგადოების აქტიური ინტერესი და გამოხმაურება: მონაწილეობა მიიღეს საჯარო და კერძო სკოლების, პროფესიული ცენტრების, უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგებმა. მან მოიცვა საქართველოს ყველა რეგიონი: ქედის რაიონიდან - ახმეტის რაიონამდე; ამბროლაურიდან - ბოლნისამდე. შესარჩევი ეტაპების შედეგად 193 პედაგოგმა წარმოადგინა 176 ნამუშევარი. მსვლელობის პერიოდში (Google Analytics სტატისტიკის შესაბამისად) პორტალის მომხმარებლებმა 43 863 ჯერ წაიკითხეს საკონკურსო ნამუშევრები, 5366 პედაგოგი შეუერთდა თემატურ გაერთიანებას და მიიღო მონაწილეობა ნამუშევართა შეფასებაში. 2134-მა კომენტარის მეშვეობით გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება ან მოსაზრება. |
განსხვავებული შეხედულებები განათლების თაობაზე |
29 აგვისტო 2009 |
მთელი ისტორიის განმავლობაში, ყველა ახალ ეტაპზე, კაცობრიობა მუდმივად გამოთქვამდა უკმაყოფილებას განათლებაში შექმნილი მდგომარეობითა და სვავდა საკითხს: როგორი უნდა იყოს განათლება დღეს და როგორ უნდა ვითარდებოდეს იგი ხვალინდელი დღის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ძიების პროცესი, ისევე, როგორც თვით კაცობრიობის განვითარება - განუწყვეტელია. ჩვენც გაუთავებლად ვახდენთ მის რეორგანიზაციასა თუ რეფორმირებას: ვიყურებოდით ჩრდილოეთისაკენ, ამჟამად ვიყურებით დასავლეთისაკენ და ამ პროცესში ხშირად გვავიწყდება საკუთარი ისტორია და ერის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება. მუდმივად ვეძებთ და მუდმივად უარყოფთ. რეფორმისტული იდეებით გატაცებულებს უმეტეს შემთხვევაში გვავიწყდება არა განათლების ”სუბიექტი” თუ ”ობიექტი”, არამედ პიროვნება, რომლის გამოც და რომლისათვისაც საერთოდ შეიქმნა სკოლა - ბავშვი, მოსწავლე. |
შემოქმედ პედაგოგთა კონკურსი - ”ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს” |
07 სექტემბერი 2009 |
მოზარდი თაობის აღზრდა-განათლებაში პედაგოგის შრომა - მშობლის ამაგის ტოლმნიშვნელოვანია.როგორც მშობელი - შვილისგან, ასევე თქვენ- აღსაზრდელისგან არ ითხოვთ ამაგის დაფასებას. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ დაინახოს და დააფასოს შრომის შედეგი.მაგრამ ყოველთვის როდი ვაცნობიერებთ პედაგოგთა ღვაწლსა და ამაგს და იმას, თუ რა ინტელექტის, სულიერი და ზნეობრივი სიმდიდრის მატარებელია ჩვენი ქვეყნის მასწავლებლობა.ძვირფასო პედაგოგებო, ნება გვიბოძეთ ნაწილობრივ მაინც გამოვისყიდოთ ვალი და შემოგთავაზოთ შემოქმედ პედაგოგთა კონკურსი - ”ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს”,რათა ღირსეულად დაფასდეს თქვენი შრომა და პროფესიონალიზმი. |
|
|
|
|
მთავარი |
|
მოსწავლეებისთვის |
|
სტუდენტებისთვის |
პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:
|
|
|
|
|
|
მშობლებისთვის |
|
პედაგოგებისთვის |
|
ადმინისტრატორებისთვის |
|
|
|
|
|
|
|