აქტიური მომხმარებლები |
|
ალექსანდრე ეჯიბაძე |
|
მზია გიგუაშვილი |
|
ნანა ხახუტაიშვილი |
|
მარიამი ნარიმანაშვილი |
|
ნინო ბაიდოშვილი |
|
ვიკა |
|
თიკა გამყრელიძე |
|
ნათია სორდია |
|
მარიამ დავითაშვილი |
|
ქეთევანი ვარდანაშვილი |
|
|
ახალი კომენტარები |
|
ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :* |
მე ვერ დავამატებ ტესტს? |
შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი. |
„ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ? |
mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas
... |
|
|
|
|
შემოქმედ პედაგოგთა კონკურსი ”ნოვატორი” |
10 ივნისი 2010 |
პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო! ძვირფასო პედაგოგებო !
2010 წლის 10 ივნისის დასრულდა შემოქმედ პედაგოგთა კონკურსის ”ნოვატორი” ნამუშევართა ონლაინ შეფასება. დაფიქსირდა დასკვნითი ეტაპის შედეგები. 25 ივნისს ჩატარდა ჟიურის დასკვნითი სხდომა. დადგინდა 25 გამარჯვებული ნაშრომი, სამი ლაურეატი და ინოვაციური სკოლა. ყველას ვულოცავთ გამარჯვებულს !
შემოქმედ პედაგოგთა 2010 წლის კონკურსი ”ნოვატორი” - დასრულდა. ის აღსავსე იყო ემოციებითა და განცდებით. მრავალმა პედაგოგმა კონკურსზე წარმოადგინა საკუთარი ნამუშევარი. სამწუხაროდ პრდაგოგთა გარკვეული ნაწილი გულნატკენი დარჩა, მათ სხვა და სხვა მიზეზების გამო ვერ შესძლეს ან ვერ მოასწრეს ნაშრომის წარმოდგენა. კონკურსმა გამოიწვია პედაგოგიური საზოგადოების აქტიური ინტერესი და გამოხმაურება: მონაწილეობა მიიღეს საჯარო და კერძო სკოლების, პროფესიული ცენტრების, უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგებმა. მან მოიცვა საქართველოს ყველა რეგიონი: ქედის რაიონიდან - ახმეტის რაიონამდე; ამბროლაურიდან - ბოლნისამდე. შესარჩევი ეტაპების შედეგად 193 პედაგოგმა წარმოადგინა 176 ნამუშევარი. მსვლელობის პერიოდში (Google Analytics სტატისტიკის შესაბამისად) პორტალის მომხმარებლებმა 43 863 ჯერ წაიკითხეს საკონკურსო ნამუშევრები, 5366 პედაგოგი შეუერთდა თემატურ გაერთიანებას და მიიღო მონაწილეობა ნამუშევართა შეფასებაში. 2134-მა კომენტარის მეშვეობით გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება ან მოსაზრება.
კონკურსი დამთავრდა, მაგრამ ნაშრომთა ავტორებისთვის და განხილვის მონაწილეებისათვის შემოქმედება არ სრულდება - ის წარმოადგენს პედაგოგიური მოღვაწეობის სრულყოფის ყოველდღიურ და დაუსრულებელ პროცესს, რომელიც კვლავაც გაგრძელდება. ჩვენ ხომ საერთო მიზანი გვაქვს - განათლების, სწავლებისა და აღზრდის სრულყოფა. ამ მიზნის მიღწევის ხელშეწყობისთვის კონკურსში გამარჯვებული 25 ნაშრომი განთავსდება პედაგოგთა გაერთიანებების აქტუალურ თემებში, ხოლო, ჩვენი აზრით პედაგოგებისთვის საინტერესო, წარმატებული 25 ნამუშევარი გამოქვეყნდება სწავლების მეთოდების გვერდზე. ისარგებლეთ ამ ნამუშევრებით. პორტალის ფუნქციების გამოყენებით კოლეგებს გაუზიარეთ საკუთარი მოსაზრება ამ გამოცდილების თაობაზე. თქვენც თუ გაგაჩნიათ ღირებული დაკვირვება ან პრაქტიკული გამოცდილება და გსურთ გააცნოთ ის საზოგადოებას - გამოაქვეყნეთ თქვენი მასალები პორტალის ნებისმიერ შესატყვის გვერდზე.
აზრთა ცოცხალი გაზიარებისა და ურთიერთობისათვის პორტალის ფორუმში უკვე გაიხსნა კონკურსის ნომინაციების შესაბამისი თემები. თქვენც შეგიძლიათ გახსნათ ახალი თემატიკა, პედაგოგიურ საზოგადოებას შესთავაზოთ აქტუალური პრობლემატიკის ან მომდევნო კონკურსის ახალი ნომინაციების თაობაზე თქვენი მოსაზრების განხილვა. თამამად ისარგებლეთ პორტალის www.education.ge - ს ყველა რესურსით. ის ხომ უშუალოდ თქვენთვის, სპეციალისტებისთვის, თქვენი მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის და მათი მშობლებისათვის არის შექმნილი!
ვფიქრობთ, რომ კონკურსმა მიაღწია დასახულ მიზანს. აქტიურ შემოქმედ პედაგოგს შეექმნა საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გამომჟღავნების შესაძლებლობა, ერთობლივი ძალისხმევით პედაგოგთა ნაწილში გავაღვივეთ შემოქმედებისკენ მისწრაფება, ნაწილს კი გავუღვიძეთ შემოქმედებით პროცესში მონაწილეობის სურვილი. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ისიც, რომ ნოვატორთა ნამუშევრების განხილვაში მონაწილეობის სურვილი გამოამჟაღნეს, როგორც ღვაწლმოსილმა პედაგოგებმა (მაგალითად - ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში მომუშავე საკმაო პედაგოგიური სტაჟის მქონე მასწავლებელმა ან ჩოხატაურის #1 სკოლის ყოფილმა პედაგოგმა, ამჟამად პენსიონერმა) აგრეთვე სრულიად ახალბედა მასწავლებლებმა, რომელმაც სულ ახლახან შემოაბიჯეს სკოლაში.
კონკურსის მხარდაჭერა და შეფასება აისახა ნამუშევრების მრავალ კომენტარში, ინიციატორთა მისამართით შემოსულ უამრავ წერილსა და სატელეფონო ზარში. მაგალითად კონკურსისადმი დამოკიდებულება ერთ-ერთ კომენტარში განზოგადებულად გამოხატა ხაშურის #7 სკოლის პედაგოგმა ქალბატონმა ციური ინასარიძემ: ”... კონკურსი "ნოვატორი" ძალიან მომწონს, ძალიან მომწონს ყველა თემა. მე ვთვლი, რომ ამ თემების ავტორები ყველანი გამარჯვებულები არიან, გული არავის არ უნდა დაწყდეს, მათ ნამუშევრებს მთელი საქართველო კითხულობს. ... საშუალება მოგვეცა საკუთარი შემოქმედება გავაცნოთ საზოგადოებას. მომავალში ამ კონკურსში კიდევ უფრო მეტი პედაგოგი მიიღებს მონაწილეობას.”
www. education. ge ადმინისტრაცია
|
კომენტარები |
|
|
ბევრი საინტერესო და აქტუალური თემა წავიკითხე. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო კოლეგების გამოცდილების, მათ მიერ პრაქტიკაში განხორციელებული სწავლების მეთოდების ანალიზი. დიდ მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ვინც ამ პროექტში მიიღო მონაწილეობა. იმედი მაქვს პრობლემების მიუხედავად პედაგოგიური საზოგადოება მუდმივად ვიქნებით მზად იმისათვის, რომ ვისწავლოთ და ვასწავლოთ. კიდევ ერთხელ წარმატებას ვუსურვებ პროექტის ყველა მონაწილეს და ორგანიზატორს. |
|
ყოჩაღ, კოლეგებო!!!
კონკურსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა |
ლიანა გორგაძე |
19 ივნისი 2010 |
|
bavshvta suratebis galereis ekspertta jgupi shemadgenloba liana gorgadze, shalva batlidze, nino okropiridze, nana djavaxishvili ,medea chubinishvili. dadebitad apasebs portalis mushaobas, pedagogta kvalipikaziis amaglebis da novatoruli ideebis zarmochenis kutxit. |
ფიქრია გიორხელიძე |
18 ივნისი 2010 |
|
"პროექტ ,,ნოვატორის,, ორგანიზატორებს მინდა მადლობა გადაგიხადოთ ასეთი საინტერესო , საჭირო და დროული ინიციატივისათვის. ეს არის პროექტი, რომელმაც შეძლო ათასობით პედაგოგის დაინტერესება, მოგვცა საშუალება ერთმანეთს გავუზიაროთ საკუთარი გამოცდილება. პედაგოგებში საფუძველი ჩაუყარა სრულიად ახალ კულტურას, როგორ ვიმუშაოთ ინტერნეტ სივრცეში. მადლობთ." |
ია ეცადაშვილი |
15 ივნისი 2010 |
|
"ნოვატორმა" გამოაცოცხლა და საზოგადოებას გააცნო შემოქმედი პედაგოგები. მადლობა ორგანიზატორებს ასეთი საინტერესო და შედეგიანი პროექტისათვის. |
ციური ინასარიძე |
11 ივნისი 2010 |
|
პორტალი www.education.ge მშობლიური სახლივით ძვირფასი გახდა. აქ ყველასთვის საინტერესო და საჭირო გარემოა შექმნილი. მადლობა კონკურს "ნოვატორის" ორგანიზატორებს მეტად საინტერესო და ორიგინალური კონკურსისათვის. დასრულდა პირველი კონკურსი, კარგი იქნება ,რომ მომავალშიც ჩატარდეს.იგი ხელს შეუწყობს მასწავლებელთა შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.ჩვენთვის, პედაგოგებისთვის ინოვაციური სივრცის შექმნას, სასწავლო აღმზრდელობითი პროცესის გაუმჯობესებას, ურთიერთ გაცნობასა და დამეგობრებას. სურვილი გვაქვს, კონკურს "ნოვატორის" ორგანიზატორების მხარდაჭერით და თანხმობით ხაშურის რაიონში შევქმნათ ნოვატორ პედაგოგთა კლუბი. "ნოვატორი" არ დასრულებულა, ეს მხოლოდ დასაწყისია... |
|
,,ნოვატორის,, მსგავსიკონკურსები უფრო მნიშვნელოვანია განათლების, სწავლებისა და არზრდის სრულყოფისათვის, ვიდრე ნებისმიერი გამოცდა. ვულოცავ ყველას, თუმცა, ყველა წარმოდგენილითემა საკმაოდ აქტუალური და შედეგის მომცემია. დიდი მადლობა ორგანიზატორებს. |
ცისანა კურტანიძე |
11 ივნისი 2010 |
|
ვულოცავ ნოვატორის წარმომადგენლებს კონკურს ,,ნოვატორის" წარმარტებით დასრულებას, ვულოცავ ყველა პედაგოგს გამარჯვებას.
ნამდვილად. დარწმუნებული ვარ ყოველი გაკვეთილი ხელს შეუწყობს სასკოლო რეფორმის განვითარებასსაქართველოში |
მანანა ჯინჭარაძე |
10 ივნისი 2010 |
|
გული დამწყდა, რომ კონკურსი დამთავრდა. იყო მასში ჟინი, რომელსაც ყველა მასწავლებელი მოქმედებაში მოჰყავდა და მოტივაცია, რომელიც შემოქმედებით მუხტს აძლევდა მათ. საინტერესო დღეებისთვის, კარგი გაკვეთილებისა და შესანიშნავი ნაშრომებისთვის ჩოხატაურის #1საჯარო სკოლა მადლობას უხდის ყველა კონკურსანტს, უკვე ნოვატორებს, რომელთაც ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური გზის საგზალი მოგვაწოდეს. გვაქვს იდეა ჩვენს მიერ მოწონებული გაკვეთილების ყველა ავტორი და საიტის ადმინისტრაცია მომავალი სასწავლო წლიდან მოვიპატიჟოთ ჩვენს სკოლაში და ნოვატორთა პედაგოგიურ სახლს ჩავუყაროთ საძირკველი. კიდევ ერთხელ მადლობა კონკურსის ორგანიზატორებსა და ავტორებს. |
|
კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
|
ოქსფორდის პროგრამებით მასწავლებელთა გადამზადება მიმდინარეობს |
06 დეკემბერი 2010 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინგლისური ენის მასწავლებელთა ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და English book Georgia-ს ორგანიზებით მიმდინარეობს და მასში თბილისის, მცხეთისა და რუსთავის საჯარო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლები მონაწილეობენ. ტრენინგს ოქსფორდის მასწავლებელთა აკადემიის ინგლისური ენის სწავლების კურსის ხელმძღვანელი ტერეზა დოგუელი ახორციელებს. |
შემოქმედ პედაგოგთა კონკურსი ”ნოვატორი” |
19 თებერვალი 2010 |
პატივცემულო პედაგოგებო,
ჯერ კიდევ 2009 წლის სექტემბრის თვეში პორტალმა Education.ge მოგმართათ შემოქმედ პედაგოგთა კონკურსის ჩატარების წინადადებით ( პედაგოგებს >> მთავარი თემა). თქვენი წერილების გათვალისწინებით იდეამ მიიღო საბოლოო სახე. კონკურსის ჩატარებას მხარი დაუჭირეს და თანაინიციატორები გახდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი, DVV International - ის წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია, პროფესიული მომზადებისა და განათლების ცენტრი “One World", ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა. დაიხვეწა ჩატარების ორგანიზაციული საკითხები, დადგინდა ვადები, შემუშავდა დებულება და კონკურსის ჩატარება იქცა რეალობად.
|
განსხვავებული შეხედულებები განათლების თაობაზე |
29 აგვისტო 2009 |
მთელი ისტორიის განმავლობაში, ყველა ახალ ეტაპზე, კაცობრიობა მუდმივად გამოთქვამდა უკმაყოფილებას განათლებაში შექმნილი მდგომარეობითა და სვავდა საკითხს: როგორი უნდა იყოს განათლება დღეს და როგორ უნდა ვითარდებოდეს იგი ხვალინდელი დღის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ძიების პროცესი, ისევე, როგორც თვით კაცობრიობის განვითარება - განუწყვეტელია. ჩვენც გაუთავებლად ვახდენთ მის რეორგანიზაციასა თუ რეფორმირებას: ვიყურებოდით ჩრდილოეთისაკენ, ამჟამად ვიყურებით დასავლეთისაკენ და ამ პროცესში ხშირად გვავიწყდება საკუთარი ისტორია და ერის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება. მუდმივად ვეძებთ და მუდმივად უარყოფთ. რეფორმისტული იდეებით გატაცებულებს უმეტეს შემთხვევაში გვავიწყდება არა განათლების ”სუბიექტი” თუ ”ობიექტი”, არამედ პიროვნება, რომლის გამოც და რომლისათვისაც საერთოდ შეიქმნა სკოლა - ბავშვი, მოსწავლე. |
შემოქმედ პედაგოგთა კონკურსი - ”ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს” |
07 სექტემბერი 2009 |
მოზარდი თაობის აღზრდა-განათლებაში პედაგოგის შრომა - მშობლის ამაგის ტოლმნიშვნელოვანია.როგორც მშობელი - შვილისგან, ასევე თქვენ- აღსაზრდელისგან არ ითხოვთ ამაგის დაფასებას. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ დაინახოს და დააფასოს შრომის შედეგი.მაგრამ ყოველთვის როდი ვაცნობიერებთ პედაგოგთა ღვაწლსა და ამაგს და იმას, თუ რა ინტელექტის, სულიერი და ზნეობრივი სიმდიდრის მატარებელია ჩვენი ქვეყნის მასწავლებლობა.ძვირფასო პედაგოგებო, ნება გვიბოძეთ ნაწილობრივ მაინც გამოვისყიდოთ ვალი და შემოგთავაზოთ შემოქმედ პედაგოგთა კონკურსი - ”ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს”,რათა ღირსეულად დაფასდეს თქვენი შრომა და პროფესიონალიზმი. |
|
|
|
|
მთავარი |
|
მოსწავლეებისთვის |
|
სტუდენტებისთვის |
პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:
|
|
|
|
|
|
მშობლებისთვის |
|
პედაგოგებისთვის |
|
ადმინისტრატორებისთვის |
|
|
|
|
|
|
|