მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    პედაგოგიური კვლევის მეთოდები ნანახია (17824) - ჯერ 11 დეკემბერი 2011

     

    მეცნიერული ძიების ჩატარების დროს  ძნელია გადააფასო მეთოდების როლი. ისინი ნათელს ხდიან  მეცნიერების პოტენციურ  შესაძლებლობებს, გვიჩვენებენ ამჟამად   რომელი და როგორი  მოვლენა  შეიძლება შეისწავლებოდეს და რა სახით რჩება ის ჯერ კიდევ ჰიპოთეზური წინადადებების  დონეზე და იმავდროულად რამდენად   მზად არიან ავტორები კვლევითი მუშაობის ჩასატარებლად.

    პედაგოგიკა - ერთ-ერთია ურთულესი და მრავალსპექტრიანი მეცნიერებებიდან. მისი საკვლევი ობიექტების შესწავლა მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას, განსხვავებულ მეცნიერული მიდგომას. სამეცნიერო ამოცანების გართულებასთან დაკავშირებით, კვლევითი ინსტრუმენტარიის შემუშავების ხარისხიდან გამომდინარე, შესამჩნევად  იზრდება მიღებული შედეგების მნიშვნელობა. ავტორის საერთო მიდგომა, კვლევის ორგანიზაციის ფორმა და მისი შედეგობრიობა ბევრ რამეში განისაზღვრებიან კვლევის მეთოდოლოგიური ორიენტაციითა და მისი მსოფლმხედველობითი პოზიციით. მეცნიერების  განვითარების თანამედროვე  ეტაპზე კვლევის მეთოდების კომპლექსური გამოყენება, ლოგიკური და  ისტორიული ერთიანობის შესწავლა, ურთიერთკავშირები და ურთიერთდამატებები წარმოადგენენ მნიშვნელოვან მეთოდოლოგიურ მოთხოვნებს.  

    როგორც წესია კვლევა პედაგოგიკაში ტარდება სხვადასხვა დონეზე. ყველაზე მაღალი დონე - ეს მეთოდოლოგიის დონეა. აქ ფორმულირდებიან საერთო მიდგომები, პრინციპები და კონცეპტუალური  სქემები,  რომლებიც გამოიყენებიან  მეცნიერებაში მისი  სპეციფიკისა  და კონკრეტული  შინაარსისაგან  დამოუკიდებლად, ხდება საერთო  ფილოსოფიური საკითხების გადაწყვეტა, ხოლო საკუთრივ  პედაგოგიური მეთოდების, წესების, პრინციპების,  რეგულაციების და ნორმების სისტემა  ქმნის პედაგოგიკისთვის  აუცილებელი მეცნიერული მეთოდოლოგიის  სპეციფიკურ დონეს.  

    სწავლების   მეთოდოლოგიურ   და თეორიულ    დონეებზე  იყენებენ  ანალიზისა და სინთეზის, აბსტრაქტულიდან კონკრეტულისკენ აღმავლობის, აზრობრივი  ექსპერიმენტისა და სხვა მეთოდებს,  რომელთა  საშუალებით შესაძლებელი ხდება  ემპირიული კვლევების  შედეგების ახსნა და ინტერპრეტირება.  ემპირიულ დონეზე კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტის პროცესში პედაგოგიკა ეყრდნობა დაკვირვების მეთოდებს,  გამოცდილების შესწავლას, ექსპერიმენტს, განსხვავებულ კონკრეტულ მეთოდიკებს, რომლებიც  უშუალოდ უკავშირდებიან პრაქტიკას.

     თეორიული და ემპირიული შემეცნება  დაკავშირებულია  ერთმანეთთან. თეორია ყოველთვის  ეყრდნობა  პრაქტიკას,  თავის  მხრივ  პრაქტიკა  შეუძლებელია  თეორიული რეფლექსიის, ჰიპოთეზების წამოყენების,  თეორიული  მსჯელობის  გარეშე.  

    პედაგოგიკაში გამოყენებული მეთოდები ისტორიულად გამომდინარეობენ იმ  მეცნიერებიდან, რომელთა ფარგლებშიც ხდებოდა  მათი ფორმირება.  პედაგოგიკის,  როგორც  მეც¬ნიერული ცოდნის დამოუკიდებელი სფეროს, განვითარება  კი  ისტორიულად  დაკავშირებულია  ფილოსოფიასთან,  რომლის  კალაპოტშიც ყალიბდებოდნენ: საყოველთაო პედაგოგიკა, დიდაქტიკა, აღზრდის თეორია, პედაგოგიკის ისტორია  და მისი მეთოდები. უკვე XIX ის ბოლოს განათლების პრობლემების კვლევაში დაიწყეს ანკეტირების მეთოდების, ბავშვთა ინტელექტუალური  განვითარების შემოწმების,  ბიოგრაფიული მეთოდებისა და სხვ.  გამოყენება,  რომელთა  დამუშავება  უფრო ადრე მოხდა ფსიქოლოგებისა  და სოციოლოგების მიერ, ანუ იმ მეცნიერებებში, რომლებიც  წარმოიშვნენ ფილოსოფიის წიაღში.  მაგრამ ეს არ არის ერთადერთი  ხაზი მის ჩამოყალიბებაში. მეორე  მიმართულება პედაგოგიკას აკავშირებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან და მის მეთოდებთან. აქ ჩამოყალიბდნენ პედაგოგიური ანთროპოლოგია, სურდოპედაგოგიკა, ტიფლოპედაგოგიკა, ლოგოპედია და სხვა  დისციპლინები.

    XX ს-ის დასაწყისში პედაგოგიკის მიერ  გამოყენებული მეთოდების არსენალი გაფართოვდა. იწყებენ მასობრივი კვლევების ჩატარებას მოსწავლეთა  მოსწრების  შესასწავლად  განსხვავებული  დისციპლინების ეფექტურობასთან, სასწავლო მუშაობისა და პედაგოგთა შორის  ორგანიზაციასთან და სხვ.  შესადარებლად.  

    პედაგოგიკის ჩამოყალიბების პერიოდში ხდება საზოგადოებრივი და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა მეთოდე¬ბის ფართოდ დანერგვა პრაქტიკაში. პედაგოგიური  მეცნიერების ახლანდელი მდგომარეობა ხასიათდება კვლევის მეთოდების განსაკუთრებული  მრავალფეროვნებით, მათი კლასიფიკაციის  უამრავი ამოსავალი ორიენტირებით.  მაინც მეთოდების როგორი კლასიფიკაციები არსებობენ?

    მეთოდების ყველაზე უფრო საერთო  (ზოგადი) კლასიფიკაცია დამოკიდებულია მათ ორიენტაციაზე ადამიანისა და მისი პრობლემების შეცნობაში, შეფასებაში.  სციენცისტური მიმართულების წარმომადგენლები ორიენტირდებიან იმ შესაძლებლობაზე, რომ  შეიცნონ სამყარო  გონის  მეშვეობით სუფთა   ემპირიული  პრიზმის ჭრილში ლოგიკურ-მათემატიკური საშუალებებით. საწინააღმდეგო ორიენტაციის წარმომადგენლები (ანტისციენცისტები) საზოგადოებრივ - მეცნიერული მეთოდების  როლს ზღუდავენ ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან მიმართებაში.  ადამიანის სულიერი  ცხოვრების შესასწავლად  აუცილებელია სხვა  მსოფლმხედველობითი იდეები, სხვა შემეცნებითი საშუალებები, ურთიერთშევსების  პრინციპის გამოყენება.

    უკვე ნახსენები საერთო კლასიფიკაციების გარდა არსებობენ სხვებიც, რომლებთან  შესაბამისად მთელი ერთობლიობა მეთოდებისა ასე იყოფიან: ზოგადმეცნიერულები, კერძოდ პედაგოგიურები და სხვა მეცნიერებათა  მეთოდები; მაკონსტატირებელნი და გარდამქმნელები; ექსპერიმენტულები და თეორიულები;  

    ევრისტიკულები და  ალგორითმულები; ობიექტურები და სუბიექტურები; დედუქციურები და ინდუქციურები, თვისებრივები და რაოდენობრივები; კერძოები და საერთოები; შინაარსობლივები და ფორმალურები; ემპირიული მონაცემების მოკრების  მეთოდები, ჰიპოთეზებისა და თეორიების შემოწმებები და უარყოფა; აღწერის, განმარტებისა და პროგნოზის მეთოდები; ზოგიერთ პედაგოგიურ მეცნიერებაში გამოყენებული სპეციალური მეთოდები; კვლევის შედეგების დამუშავების მეთოდები და სხვა.

    ყოველ კლასიფიკაციას გააჩნია  თავისი უპირატესობები და შეზღუდვები; აქედან გამომდინარე, ჩვენ შევჩერდებით პედაგოგიკაში საყოველთაოდ  მიღებული  მეთოდების კლასი¬ფიკაციაზე - თეორიულებზე და ემპირიულებზე.  გარდა ამისა, განვიხილავთ ზოგიერთ ტრადიციულ და  ახალ მეთოდს, რომლებიც შესაძლებელს ხდიან გამოკვლეულ იქნას სასწავლო-აღზრდელობითი პროცესის განსხვავებული ასპექტები, მეთოდოლოგიური და სამეცნიერო პრობლემები თანამედროვე განათლებაში.

    თეორიული მეთოდები საშუალებას იძლევიან დაზუსტდეს, გაფართოვდეს და დასისტემდეს მეცნიერული ფაქტები,  აიხსნას და წინასწარ განიჭვრიტოს  მოვლენები, ამაღლდეს მიღებული შედეგების საიმედოობა, მოხდეს გადასვლა აბსტრაქტულიდან კონკრეტულ ცოდნაზე, დაწესდეს  ურთიერთ¬დამოკიდებულებები განსხვავებულ ცნებებსა და ჰიპოთეზებს შორის, გამოიყოს მათგან უფრო არსებითები და  მეორეხარისხოვნები.  

    კვლევის ემპირიული მეთოდები გვაძლევენ პედაგოგიური რეალობის უშუალო ცოდნის მიღების საშუალებას, ქმნიან ფუნდამენტს პრობლემის შემდგომი თეორიული დამუშავებისათვის დაკვირვების, საუბრების, ექსპერიმენტების, პედაგოგიური პროცესის მონაწილეთა საქმიანობის შედეგების ანალიზის, ანკეტირების, პედაგოგიური გამოცდილების და მისი. გზით. ამასთან, მეცნიერული კვლევის ეფექტურობა დამოკიდებული არ არის  მხოლოდ  გამოყენებულ მეთოდზე. დიდი  მნიშვნელობა აქვს პრობლემის  სწორად  დაყენებას, იმ წინააღმდეგობების ხედვის უნარს, რომლებიც უნდა გადაიჭრას, საქმისადმი შემოქმედებით მიდგომას.

    მეცნიერის ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ კვლევის  ყოველი ეტაპისათვის  განსაზღვროს მეთოდების შესაბამისი კომპლექსი, რომელიც  შესაძლებელს  გახდის პრობლემის  ისტორიულ-შედარებითი ანალიზის გამოყენებას; გამოავლინოს საკითხის შესწავლის ევოლუცია; გამოიყენოს მეთოდების ისეთი შეთავსება, რომლებიც უზრუნველყოფენ შესასწავლ ობიექტზე  და მის მხარეებზე მრავალმხრივი სისტემური ცოდნის მიღებას: სწორი  არჩევნისათვის  აუცილებელია  გან¬საზღვრა  მეთოდის საერთო და კონკრეტული შესაძლებლობებისა,  მოხდეს კვლევითი პროცედურების სისტემაში მისი ადგილის  დადგენა, მასალის სპეციფიკისა და პედაგოგიური რეალობის შესწავლის დონის შესაბამისად.

    გამოყენებული მეთოდები უნდა უზრუნველყოფდნენ პრობლემის გადაწყვეტის  ეფექტურ  შერჩევითობას, ითვალისწინებდნენ პიროვნების განვითარების დინამიკას როგორც  ასაკობრივი  თვალსაზრისით, ისე იმ დროის მონაკვეთში, როცა ტარდება ექსპერიმენტი, იძლეოდნენ სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესისა და მისი შედეგების გაანალიზების შესაძლებლობას.  ნაშრომის შემდგომ თავებში ჩვენ შევეცადეთ   დაგვეხასიათებინა  ის  საყოველთაო მეთოდები,  რეკომენდაციები და  გზები, რომლებსაც იყენებენ  მკვლევარები თავიანთ  სამეცნიერო საქმიანობაში.

    ლიტერატურის შესწავლა.  ნებისმიერი  კვლევა იწყება თემის შესახებ არსებული  ლიტერატურის  შესწავლით. სტატიები, წიგნები, მონოგრაფიები, გამოუქვეყნებელი, საარქივო დოკუმენტები. ლიტერატურული წყაროები წარმოადგენენ საფუძველს ისტორიისა და პრობლემების თანამედროვე  მდგომარეობის გასაანალიზებლად, იძლევიან შესაძლებლობას  განხილულ იქნას ნაკლებად  დამუშავებული  და დისკუსიური დებულებები,  განსხვავებული თვალსაზრისები, შეიქმნას პირველადი  წარმოდგენა პრობლემებზე და მისი გადაწყვეტის გზებზე. დამთავრებული ნაშრომების შესავალში ან სპეციალურ თავში ავტორები, ჩვეულებრივ, ათავსებენ გამოყენებული  ლიტერატურის,  გამოყენებული წყაროების ჩამონათვალს,  ბიბლიოგრაფიას, კრიტიკულად აანალიზებენ პრობლემის მდგომარეობას, განსაზღვრავენ გადაჭრილ და გადაუჭრელ საკითხებს.  

    კვლევის ობიექტზე პირველადი ინფორმაციის მისაღებად, მისი  ისტორიისა და  ამჟამად არსებული  ვითარების შესასწავლად, პრობლემის გადაწყვეტის სხვადასხვა გზების გასარკვევად ფართოდ გამოიყენება ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური  ლიტერატურისა და სხვა  დოკუმენტების შესწავლის მეთოდი.

    განასხვავებენ დოკუმენტების შესწავლის ტრადიციულ და ფორმალისტურ მეთოდებს.  ტრადიციული მეთოდები დაფუძნებულნი არიან  დოკუმენტის შინაარსის გაცნობიერებასთან, დოკუმენტის  ენის  მკვლევარის  სემიოტური დონის  შესატყვისობასთან, მის ზოგად ინტუიციასა და კულტურასთან, პრაქტიკული ორიენტაციასთან. მათში დაშვებულია სუბიექტივიზმის დიდი  დოზა, რაც უდაოდ აისახება მიღებულ შედეგებზე.

    ფორმალიზებული მეთოდები უმთავრესად დაკავშირებულნი არიან განსაკუთრებულ ხერხის შემუშავებასთან, რომელსაც  კონტენტ-ანალიზი ეწოდება. ის საშუალებას იძლევა შინაარსის  განსაზღვრული  აზრობრივი ერთეულებისა და ინფორმაციებს ფორმების ანალიზის საფუძველზე მიღებულ იქნას უფრო  ობიექტური ინფორმაცია  საკითხის  მდგომარეობის შესახებ. ხდება  მოსწავლეთა ფსიქოლოგიური დახასიათებების, სასკოლო და  უმაღლესი  განათლების  მდგომარეობის, სწავლების  ხარისხისა და ეფექტურობის შესწავლა. ხორციელდება  გარკვეული ერთობლიობის ტექსტებში და ინფორმაციის სხვა მატარებლებში ამ ერთეულებს სიხშირისა და შეხსენებების სისტემატური შემოწმება.  

    დოკუმენტების შესწავლისას აუცილებელია  განისაზღვროს კვლევასათვის მათი შედარებითი ღირებულება (ფასეულობა), სარწმუნოობა და პრობლემისადმი ადეკვატურობა,  ცნო¬ბილი  გახდეს  მეთოდები, რომელთა საშუალებითაც მოხდა დოკუმენტში ფიქსირებული მონაცემების მიღება, გამოვლინდეს საზოგადოებრივი ან პირადი, მიზნობრივი ან ჩვეულებრივი,  პირველადი ან მეორადი დოკუმენტების უპირატესობა.  

    დოკუმენტების კლასიფიკაცია, ამა თუ იმ სახეობების არჩევის მიზანშეწონილობა კვლევის ჰიპოთეზასთან  შესაბამი¬სობაში, და ბოლოს, დამატებით მეთოდების გამოყენება ემსახურება ერთ მიზანს- მოცემული წყაროს საიმედოობაში  დარწმუნება, დადგენა.

    საჭიროა განვასხვაოთ პედაგოგიური მეთოდების  აღწერა მათი შეფასებისგან. ზოგჯერ დოკუმენტებში არ  ფიგურირებს იმ სიტუაციის  დამაკმაყოფილებელი დახასიათება, რომელშიც დაფიქსირებულია ესა თუ ის პედაგოგიური მოვლენები. ეს კი არსებით გავლენას ახდენს მათი ინტერპრეტაციის სისწორეზე.

    დამატებითი შევსების მეთოდი ინფორმაციების მისაღებად ბავშვისა და დიდის განვითარების, პიროვნების ფორმირების პროცესის, კითხვებზე პასუხების, ყოველი ადამიანის ინდივიდუალური განუმეორებლობის, ნორმათა  ვარიანტებისა და მისგან  სხვადასხვა  გადახრების შესახებ შეიძლება იყოს  ბიოგრაფიული და,  როგორც  მისი ვარიანტი- ავტობიოგრაფიული მეთოდი.

    ბიოგრაფიული მეთოდი  დაფუძნებულია პირადი დოკუმენტების  ანალიზზე, რომლის დროსაც  რაიმე პედაგოგიური პრობლემების კვლევისათვის აგროვებენ და განაზოგადებენ  მასალებს (დღიურები, წერილები და სხვა დოკუმენტები), რომლებიც ასახავენ ბავშვის ან უფროსის მონაწილეობას და  დამოკიდებულებას ამა თუ იმ მოვლენებისადმი. ბიოგრაფიული მეთოდი შესაძლებელს ხდის ვიმსჯელოთ ბავშვებში მათი ხასიათის პირველ გამოვლინებებზე და მათ  ადრეულ შთაბეჭდილებებზე, ხოლო უფროსებს აძლევს საკუთარი  გამოცდილებისა და პირობების,  რომლებშიც ისინი იზრდებოდნენ, აგრეთვე მათი ბავშვობისდროინდელი პირველი შთაბეჭდილებების შემდგომ მოვლენებთან კავშირის ინტერპრეტირებისა და შეფასების საშუალებას.  

    ავტობიოგრაფიის შესწავლა გვეხმარება უფრო კარგად გავიგოთ პიროვნების ფორმირების გზები, გამოვავლინოთ  ადამიანის რთული ბუნების განსხვავებული  მხარეები, განვსაზღვროთ  ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ინდივიდის მიერ პროფესიის არჩევაზე, უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე.  

    ეს ჟანრი ჩამოყალიბდა შორეულ წარსულში და დიდი გავლენა მოახდინა აღზრდის  თემაზე დაწერილ რომანებზე, რომელთა ცენტრშია პიროვნების აღზრდისა და პროცესის ავტორიზებული ისტორია.  

    უკანასკნელ წლებში პედაგოგიური ლიტერატურისა და დოკუმენტების მოძიების ყველაზე უფრო ხელმისაწვდომ წყაროს წარმოადგენს ინტერნეტი.  არსებობს მთელი ქსელი მონაცემთა ბაზებისა და სერვერებისა,  რომლებზეც განთავსებულია ვრცელი ინფორმაციული მონაცემები განათლების სხვადასხვა საკითხზე.    

     

    ავტორი :ნოვრუზ ბაირამოვი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | პედაგოგიკა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    საბავშვო მაღაზიები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა უმაღლესი სასწავლებელი სადღესასწაულო ცენტრები ბიბლიოთეკები განათლება საზღვარგარეთ ხელოვნების სკოლები, სტუდიები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები გამოცემები ავტოსკოლები კომპიუტერული ტექნიკა სახელმძღვანელოები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) წიგნების მაღაზიები პედაგოგები რეპეტიტორები სამეცნიერო პორტალები პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი კოლეჯი ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) სპორტული სკოლები, სტუდიები საგანმანათლებლო რესურსები უცხო ენები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024