მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ჯონ ჰოლანდი და ოკუპაციური თეორია ნანახია (12951) - ჯერ 04 იანვარი 2012

    ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ამერიკელი ფსიქოლოგის ჯონ ჰოლანდის მოკლე ბოგრაფიასა და მის თეორიას, რომელშიც იგი საუბრობს ადამიანის პროფესიული ორიენტაციის ტიპებზე.

    ჯონ ლევის ჰოლანდი დაიბადა 1919 წლის 21 ოქტომბერს ნებრასკაში, ინგლისურ-ირლანდიური წარმოშობის ოჯახში.   მისი მამა მოხვდა ემიგრაციაში და ბრიტანეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა,  მუშაობდა დაბალი კვალიფიკაციის მუშაკად  და ამავე პერიოდში გადიოდა კურსებს ახალგაზრდათა ქრისტიანულ კავშირში (YMCA - {შემოკლ} Young Men’s Christian Association) და მალევე  გახდა  სარეკლამო ბიზნესისის ხელმძღვანელი.   მისი დედა გახლდათ დაწყებითი სკოლის მასწავლებელი და მუშაობდა ერთ-ერთ სკოლაში მანამ სანამ გათხოვდებოდა. ორივე მათგან ჰქონდა მკვეთრად გამოხატული ინტელექტუალური ინტერესები, რაც შემდგომში აისახა მათ ოთხ შვილზეც.

    რაც შეეხება ჰოლანდის ბავშვობას, ჯეკმა (ასე მიმართავდენენ მას ოჯახის წევრები) 12 წლის ასაკში დაიწყო ფორტეპიანოს გაკვეთილებზე სიარული და სურდა რომ მუსიკოსი გამხდარიყო, მაგრამ  ეს გადაწყვეტილება მალევე შეცვალა. მაშინ, როცა ერთ-ერთ კონცერტზე აღმოაჩინა ის, რომ ნებისმიერ კონცერტზე  აუცილებლად იქნებოდა ვინმე, ვინც მსმენელს განწყობას გაუფუჭებდა. გარდა ამისა მან კოლეჯში სწავლისას აიღო ე.წ. „ჰარმონიის წელი“ და ისიც აღმოაჩინა, რომ ის სულაც არ იყო პოტენციური მუსიკოსი. ჯონმა სწავლა დაიწყო  ომაჰის უნივერსიტეტში, ნებრასკაში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე და ეს არჩევანი განაპირობა იმან, რომ მას სურდა გაერკვია მისი ყმაწვილობის ასაკის მწუხარების მიზეზები. თუმცა  სესემტრის ბოლოს მიხვდა, რომ იგი უკვე ძალიან იყო დაინტერესებული ამ სფეროთი. 1942 წელს, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ის სამი წლისა და 6 თვის განმავლობაში არმიაში მსახურობდა  ფსიქოლოგის ასისტენტის, ვექსლერის ტესტის ადმინისტრატორისა და ინტერვიუერის თანამდებობებზე.  ამ გამოცდილებამ დაარწმუნა ჰოლანდი იმაში, რომ ერთი ადამიანი შეიძლება მოერგოს რომელიმე ფსიქოლოგიურ ტიპს. ამ პერიოდში მას უწევდა მუშაობა არა მარტო ფსიქოლოგებთან, არამედ სოციალურ მუშაკებთან და ექიმებთან, რამაც კიდევ უფრო მოახდინა მისი სურვილის სტიმულირება- გამხდარიყო ფსიქოლოგი.  მან სწავლა მინესოტას უნივერსიტეტში განაგრძო (დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად), თუმცა გაუჭირდა მისთვის საინტერესო სფეროს მოძიება, რადგანაც მის ემპირიულ ხასიათს არ ესადაგებოდა უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული საგნები.

     1953-1956  წლებში ის მუშაობდა ვეტერანთა ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში,

    1957- 1963 წლებში ეროვნული დამსახურების სასტიპენდიო კორპორაციაში ,

    1963-1969 წელებში ამრიკული კოლეჯის სატესტო პროგრამაში, ხოლო 1969-1980 წლებში ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში. მისი თეორიული მოღვაწეობა სწორედ ასეთი დიდი პრაქტიკული მორვაწეობის შედეგი იყო.  

    1958 წელს ჯურნალში „გამოყენებითი ფსიქოლოგია“ დაიბეჭდა მისი სტატია, რომელშიც საუბარი იყო იმ კონცეფციაზე, რომლიც განვითარების შედეგადაც შემდგომში მან შექმნა თავისი ოკუპაციური თეორია.  შემდგომ წლებში მან მრავალი პუბლიკაცია გამოსცა და მისმა თეორიამ დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. ჰოლანდი გარდაიცვალა 2008 წლის 27 ნოემბერს.  

    ჰოლანდმა გამოყო 6 პროფესიული ორიენტაციის ტიპი (კლასიფიკაცია მოახდინა ისეთი ფაქტორების მიხედვით, როგორიცაა:უნარები, მიდრეკილებები, ინტერესები და ა.შ.)

     

     1.     რეალისტური ორიენტაცია. ადამიანები ასეთი ორიენტაციით მიმართულნი არიან ისეთი პროფესიული სფეროსკენ, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკურ ძალასთან, იმ უნარების გამოყენებასთან  რომელიც მოითხოვს ძალას და კოორდინაციას. მაგ: მეტყეობა, ფერმერობა და სოფლის მეურნეობა.

    2.     კვლევითი ორიენტაცია. ეს ადამიანები მიმართულნი არიან კარიერის იმ მფეროებისაკენ რომელიც დაკავშირებულია უფრო ინტროვერტულ (ფიქრი, ორგანიზაცია, ინტერპრეტაცია), ვიდრე ეფექტურ მოქმედებასთან (გრძნობა, პიროვნებათაშორისი ურთიერთობები და ემოციები). მაგ: ბიოლოგები, ქიმიკოსები, კოლეჯის პროფესორები.

    3.     შემოქმედებითი ორიენტაცია. ეს ადამიანები მიმართული არიან კარიერის იმ სახეობისაკენ რომელიც მოითხოვს თვითგამოხატვას, არტისტულ უნარებს, ემოციების გამოხატვას და ინდივიდუალობას. მაგ: მხატვრები, მუსიკოსები, რეკლამის შემქმნელები.

    4.     სოციალური ორიენტაცია. ეს ადამიანები მიმრათულნი არიან კარიერის იმ სახეობებისაკენ რომელიც გულისხმობს უფრო პიროვნებათაშორის კავშირებს, ვიდრე ინტელექტუალურ და ფიზიკურ ურთიერთკავშირებს. დიპლომატიური სამსახური, სოციალური სამსახურები.

    5.     ინიციატივიანი ორიენტაცია. ეს ადამიანები მიმართულნი არიან კარიერის იმ სახეობებისაკენ რომელიც გულისხმობს ვერბალურ აქტივობას, დაკავშირებულს სხვათა ზემოქმედებაზე. მენეჯერები, ადვოკატები, პრეს-მდივები.

    6.     კონვენციონალური(ტრადიციული) ორიენტაცია. ეს ადამიანები უპირატუსობას აძლევენ კარიერის ისეთ სახეს, რომელიც უზრუნველყოფს სტრუქტურირებულ, რეგულირებად მოქმედებას, ასევე პროფესიები, რომლებშიც აუცილებელია, რომ დაქვემდებარებულებმა შეუსაბამონ თავიანთი პიროვნული მოთხოვნილებები  ორგანიზაციისას. ბუღალტერები, ბანკირები.

    ადამიანთა უმეტესობას გააჩნია ერთზე მეტ ორიენტაცია, და ჰოლანდი თვლის, რომ რაც უფრო გავს და შესაბამისია ეს ორიენტაციები, უფრო მცირეა შინაგანი კონფლიქტი და უფრო ადვილია კარიერის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ჰოლანდმა ასევე შეიმუშავა თვითკვლევის კითხვარი, რომლიც საფუძველზეც შესაძლებელია დადგინდეს, როგორც პიროვნული ორიენტაციის ტიპები, ასევე ის პროფესიები, რომლებიც ყველაზე მეტად შეგვესაბამება.  

    ავტორი :ლიკა ქურციკიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    საერთაშორისო ურთიერთობები კულტუროლოგია კრიმინალისტიკა ფილოსოფია ჟურნალისტიკა მიფოლოგია ფიზკულტურა და სპორტი მრეწველობა, წარმოება ფსიქოლოგია ვეტერინარია ტრანსპრტი მუსიკა ისტორია დაზღვევა პროგრამირება მედიცინა, ჯანმთელობა პედაგოგიკა საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია ლოგიკა ეკოლოგია მეწარმეობა ტურიზმი გეოგრაფია მეტალურგია სექსოლოგია უცხო ენები მენეჯმენტი ფიზიკა სამართალი ასტრონომია მათემატიკა უცხოური ლიტერატურა მასმედია პოლიტოლოგია კულინარია ეკონომიკა ბიოლოგია რელიგია ჟურნალისტიკა და PR კულტურა და ხელონება ინფორმატიკა მშობლიური ენა და ლიტერატურა ელექტრონიკა საბირჟო საქმე საბაჟო სისტემა გადასახადები ინვესტიციები ავიაცია ტექნოლოგია მარკეტინგი და რეკლამა სოფლის მეურნეობა სტატისტიკა ლოგისტიკა ზოოლოგია სახელმწიფო მოწყობა და მართვა მართვა არქიტექტურა მეცნიერება და ტექნიკა საბანკო საქმე სხვა ქიმია სოციოლოგია ფინანსები და კრედიტი გეოდეზია ბუღალტერია და აუდიტი გეოპოლიტიკა გეოლოგია
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2025