მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    დრომომანია ნანახია (7934) - ჯერ 03 მარტი 2013

    ოდესმე გაგჩენიათ სურვილი მიგეტოვებინათ ოჯახი, სამუშაო, სწავლა და გამგზავრებულიყავით ნებისმიერ ადგილას, ისე რომ არ გეფიქრათ თქვენი ქცევის შედეგებზე?    dromos  ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს სირბილს,  mania-ც ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს სიგიჟეს. ერთად კი,  მოცემული სიტყვები     იმ მდგომარეობის სახელწოდებას ქმნის, როცა ადამიანი   უმიზნო ხეტიალისა   და მოგზაურობისადმი დაუძლეველ,   აკვიატებულ  ლტოლვას განიცდის.

    სახლიდან გაქცევის სურვილი  ბავშვებს  უჩნდებათ    ხშირად, განსაკუთრებით კი, კონფლიქტური სიტუაციის დროს.  გაქცევა ოჯახში არსებულ დაძაბულ ატმოსფეროზე    პროტესტის გამომხატველ რეაქციას წარმოადგენს. თანდათანობით რეაგირების მოცემული ფორმა სტერეოტიპული ხდება, რომელიც შემდეგ   დაუძლეველი ლტოლვის სინდრომში გადაიზრდება. დრომომანიას ბავშვობის ასაკში ემოციური სფეროსა და ტემპერამენტის ცვლილებებით ხსნიან.  თუმცა, არც თუ ისე იშვიათად, ასეთი მდგომარეობა   ზოგიერთი ფსიქიკური დაავადების დროსაც აღმოცენდება. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ დრომომანიის მიზეზი თავის ტვინის დაზიანება შეიძლება იყოს. ის არ აღმოცენდება, როგორც დამოუკიდებელი ფსიქიკური დაავადება და ხშირ შემთხვევაში გვხვდება ეპილეფსიის, შიზოფრენიის, ისტერიის ან სხვა აშლილობების დროს.

    როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვებთან გამოხატული ფსიქიკური აშლილობის არ ქონის შემთხვევაშიც ვაწყდებით   ისეთ უცნაურ ქცევას,   როგორიცაა სახლიდან გაქცევა. ასეთი ქცევის მოტივად ხშირად სენსორულ შიმშილს ასახელებენ. ანუ ბავშვი განიცდის ახალი და მკაფიო  ემოციების და შთაბეჭდილებების ნაკლებობას.   ყოველდღიურობის ერთფეროვნებისგან თავდასაცავად კი ისინი „შორეული  ქვეყნებისაკენ“ მიემართებიან. ჩვეულებრივ, ასეთი ადგილების შესახებ   ინფომაციას      სათავგადასავლო ლიტერატურიდან ან ფილმებიდან იღებენ.   ბავშვებისთვის მიმზიდველია  მაწანწალა თანატოლების ქცევა, რომელთა შესახებ წიგნებშია აღწერილი.

    დრომომანიისკენ  ასევე მიდრეკილნი არიან კარგად განვითარებული ფანტაზიის მქონე ბავშვებიც, რომლებიც არ არიან წინააღმდეგნი მონაწილეობა მიიღონ რაიმე ავანტიურაში. ზოგჯერ ისინი იმდენად ეფლობიან საკუთარ ფანტაზიებში, რომ კარგავენ საზღვარს რეალობასა და თამაშს შორის.   აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთ  გაქცევას არ დაჰკრავს რაიმე  რომანტიული ელფერი,   ჩვეულებრივ, მიზეზი უფრო მარტივია - ეს არის ახალი შთაბეჭდილებების ძიება და ასევე, არც თუ ისე იშვიათად , - სკოლისგან თავის დაღწევის საშუალება. განსაკუთრებით კი, მაშინ, როცა ბავშვს  უყენებენ მაღალ მოთხოვნებს,      ისწავლოს კარგად და დაემორჩილოს მკაცრ   დისციპლინას.

    ხშირად ხეტიალის სიმპტომი ამნეზიასთან შეჭიდულად ვლინდება და ამ პროცესში ადამიანები ახალ იდენტობებს ირგებენ. ამ მდგომარეობას მეორენაირად დისოციაციური ფუგის სახელწოდებით მოიხსენიებენ, რომელიც ხშირად აღიწერება, როგორც „გიჟი მოგზაურების“ დაავადება.

    აი, როგორ აღწერს ერთ-ერთი მათგანი საკუთარ მდგომარეობას: „ყოველთვის   დაუკებელი სურვილი მაქვს ვნახო, თუ რა არის ყოველი გორაკის ან     მოსახვევის შემდეგ. თავში გამუდმებით მიბზუის აზრი, აღმოვჩნდე იმ ადგილას, სადაც მანამდე არ ვყოფილვარ და სადაც ახლის ძიების დაუსრულებელი შესაძლებლობა მექნება.“

    „ეს შემოდგომა და ეს მინდორი, მიხმობს უმიზნო ხეტიალისთვის“,-   წერს ტერენტი და საკუთარ ცხოვრებასაც „უმიზნო ხეტიალს“ უწოდებს.    და მართლაც,  „გარიჟრაჟიდან შეღამებამდე დახეტიალობდა ტერენტი თბილისის უბნებში: სასაფლაოზე, პარკებში, სანაპიროზე. საწერი დასტით ჯიბეში და ჰქმნიდა ლექსებს.“   ანუ არც თუ ისე „უმიზნოა“ მისი ხეტიალი, როგორც იმ ადამიანების სახლიდან გაქცევა, რომლებიც „ახალი თავგადასავლების“ ძიების მოტივით   მზად არიან   „უმიზნოდ იხეტიალონ“.

     

     

    ავტორი :თამარ ჩხაიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სოციოლოგია, პოლიტოლოგია მშობლიური ენა და ლიტერატურა მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება ბიოლოგია ფსიქოლოგია საგანმანათლებლო დაწესებულება მოდა და დიზაინი ქიმია უცხო ენები სკოლა და მოსწავლე კინო და მუსიკა ოჯახი, მშობლები და ბავშვი ეკონომიკა გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი იურისპრუდენცია მათემატიკა სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი ფიზიკა რელიგია სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი ჟურნალისტიკა, PR სპორტი და ექსტრიმი გართობა და თამაშები ბავშვის მოვლა და აღზრდა სიახლე განათლების სფეროში ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა განათლება საქართველოში და მსოფლიოში განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა ფინანსები სხვა დასაქმება და კარიერა აბიტურიენტი და გამოცდები მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია გეოგრაფია პრესა განათლების შესახებ ბუნება, ეკოლოგია ხელოვნება და კულტურა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024