ინტერნეტმა თანამედროვე საზოგადოებას უამრავი სიკეთე მოუტანა, უპირველესყოვლისა შეუქმნა განუსაზღვრელი მოცულობისა და შინაარსის ინფორმაციის, მათ შორის საგანმანათლებლო რესურსების ოპერატიული ძიებისა და მოხმარების უდიდესი შესაძლებლობები, მაგრამ, რომ იტყვიან, მედალს ორი მხარე გააჩნია. ინტერნეტმაც გარდა სიკეთისა თან მოიტანა თვისობრივად ახალი, აქამდე უცნობი პრობლემები.