შესავალი წინამდებარე ნაშრომში განხილულია შეზრუდული შესაძლებლობების მქონე პირების უმაღლესი განათლების მიღების, დაფინანსებისა და თანმდევი პრობლემების საკითხები. საუბარია არსებული მდგომარეობის უარყოფით მახასიათებლებსა და მათ გავლენაზე შშმპ-თვის განათლების მიღებისა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის შესაძლებლობებსა და აუცილებლობაზე.
კვლევის საბოლოო მიზანი იყო რამდენად ხელმისაწვდომია საქართველოში შშშმ პირთათვის უმაღლესი განათლება, რა ხელისშემშლელი ფაქტორები ახდენენ გავლენას ამ მხრივ და შეგვედარებინა თუ, როგორია საზღვარგარეთის ქვეყნების პოლიტიკა ამ მიმართულებით.
მონაცემები შეგროვდა თვისობრივი კვლევის ინსტრუმენტების მეშვეობითა და სკოლის ნორმატიული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე. შედეგებმა აჩვენეს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკა ამ მხრივ არ არის მიმართული შშშმ პირთა ხელმისაწვდომობის გაზრდაზე და მათ ინტეგრაციაზე. საჭიროა ძირეული რეფორმების გატარება.
კვლევის სხვადასხვა ეტაპზე ჩამოყალიბებული მიგნებები და რეკომენდაციები საინტერესო ინფორმაციას შეიცავს როგორც შშშმ პირებისათვის ასევე, განათლების სამინისტროსთვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.
ნაშრომის პირველ თავში საუბარია საქართველოს საკანონმდებლო და საერთაშორისო ნორმატიულ დოკუმენტებში დაფიქსირებულ შშმპ / სსმპ ტერმინებსა და განათლების საყოველთაობაზე.
მეორე ნაწილი ეხება საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნებში დაფინანსების სისტემის განხილვას. აღწერილია თუ როგორ ფინანსდება შშმპ-ების განათლება პოლონეთში, სლოვენიაში, ინგლისსა და საბერძნეთში. აქვე წარმოდგენილია მათი დაფინანსების ფორმულები.
მესამე ნაწილი კი განიხილავს საქართველოში არსებულ შშმპ-თა პრობლემებს, რომლებსაც აწყდებიან უმაღლეს სასწავლებელში სწავლისას.
შემდეგ, შემუშავებულია რეკომენდაციები, რომელიც მიზანშეწონილია საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისათვის და ბოლოს, წარმოდგენილია გამოყენებული ლიტერატურა და თანდართული დოკუმენტაცია. |