-------------------------------------------------------------
Education.ge - არაკომერციული, საინფორმაციო, შემეცნებითი, შემოქმედებითი პორტალია, რომელიც გთავაზობთ კვალიფიციური სპეციალისტების მოსაზრებების ფართო სპექტრს, მათ რჩევებსა და რეკომენდაციებს აქტუალურ საკითხებში, აგრეთვე მომხმარებელთა შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციის შეუზღუდავ შესაძლებლობებს.
ეს - საზოგადოებისათვის შექმნილი თავისუფალი და დამოუკიდებელი სივრცეა და ის არ წარმოადგენს ოფიციოზს. თვითოეულ ადამიანს შეუძლია დაუბრკოლებლად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, გამოხატოს პირადი აზრი ან დამოკიდებულება ფაქტისა თუ მოვლენის მიმართ, ფართო აუდიტორიას გაუზიაროს თავისი იდეა ან გაეცნოს სხვის აზრს.
რეგისტრაციისა და ავტორიზაციის შემდეგ, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს მრავალი რესურსი: გაეცნოს პუბლიკაციებს და თვითონაც გამოაქვეყნოს სტატია; დასვას აქტუალური შეკითხვა და მიიღოს პასუხი, კონსულტაცია, ან რჩევა; გამოამჟღავნოს საკუთარი შემოქმედებითი უნარი, გახდეს გამოკითხვის მონაწილე; გაიაროს ტესტირება. ამასთან აძლევა ინტერესების მიხედვით გაერთიანების შექმნის შესაძლებლობას. ბოლო დროის ცხოვრებისეულმა პრაქტიკამ ხომ გამოკვეთა, რომ ცალ-ცალკე შეუძლებელია მომძლავრებული სირთულეების გადალახვა, არავინ არ უნდა დარჩეს მარტო პრობლემებთან პირისპირ. გავერთიანდეთ და დავეხმაროთ ერთმანეთს!
Education.ge ამ მხრივ მრავალი წლის განმავლობაში მავანს უწევდა და ამჟამადაც უწევს უანგარო დახმარებას: ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების თვალსაზრისით,ზრდასრულებს რჩევებისა და რეკომენდაციების სახით, მსურველებს შემოქმედებითი პოტენციალის გამომჟღანებისათვის. ამიტომ მრავალმა მომხმარებლებმა უკვე 3 მილოიონზე მეტ ჯერ ისარგებლა მისი შესაძლებლობებით. მაგრამ, ვინაიდან თვით Education.ge - არაკომერცილი საიტია და დაარსების დღიდან არსებობს მხოლოდ შემქნელთა ენთუზიაზმის შედეგად, ამჟამად უკვე მასაც ქველმოქმედების სახით ესაჭიროება თქვენი დახმარება, რათა შემდგომშიც განაგრძოს სიკეთის მომტანი საქმიანობა. ნებისმიერი დონაცია, შემოწირულობა, დაწყებული 1 ლარიდან - უფრო მსხვილ შემოწირულობამდე, მოხმარდება საიტის მხარდაჭერასა და სრულყოფას!
ახლა კი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პორტალზე Education.ge !
ჩვენ გვსურს, რომ საიტის მომხმარებელი მნიშვნელოვან ადამიანებად აღიქვამდეს თავს საკუთარ ქვეყანაში.
www.education.ge-ს ადმინისტრაცია |