თუ გსურთ გახდეთ Education.ge სივრცის სრულუფლებიანი წევრი, მიიღოთ მონაწილეობა მის ცხოვრებაში და ისარგებლოთ მისი ყველა რესურსით უნდა გაიაროთ ავტორიზებულ მომხმარებლად რეგისტრაციის პროცედურა.
საიტის ადმინისტრაცია იცავს მომხმარებლის პირადი მონაცემების კონფიდენციალურობას და თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ადმინისტრაცია იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას საიტის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნებისათვის, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი გარემოებების, ან ტექნიკური ხასიათის ფაქტორების გამო არ იღებს ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას ფუნქციონირების განუწყვეტლობაზე, აგრეთვე სრულად იხსნის იურიდიულ და მატერიალურ პასუხისმგებლობას მომხმარებლის ზარალთან დაკავშირებით, რომელიც წარმოქმნილია ინტერნეტის ქსელის ფუნქციონირების, აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის, ტექნიკური ხარვეზების გამო, ან მომხმარებლის მიერ არასწორი გამოყენებისა მიზეზით.
რეკომენდაციები
საიტთან ურთიერთობებს თუ ახორციელებთ არა პირადი კომპიუტერის მეშვეობით და ის გამოიყენება სხვა პირების მიერ, მიიღეთ ზომები, რათა პაროლი, რომელსაც თქვენ იყენებთ, არ რჩებოდეს ბრაუზერში და თქვენი ყველა მონაცემი იყოს თქვენს მიერ დაცული.
გაითვალისწინეთ, რომ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სპეციალისტის ინფორმაცია ატარებს რეკომენდაციის ხასიათს და არ ცვლის კვალიფიცირებულ სამედიცინო, იურიდიულ და სხვა სპეციალურ მომსახურებას.
არ განათავსოთ ფოტოსურათები, რომელზეც თქვენს გარდა აღბეჭდილნი არიან სხვა პირები მათი წინასწარი თანხმობის გარეშე, გარდა სიტუაციისა, როცა სურათი გადაღებულია საჯარო, თავისუფალი დასწრების ადგილებში და ღონისძიებებზე (მაგალითად, ყრილობები, კონფერენციები, კონცერტები, სპორტული ან სხვა ღონისძიებები), როდესაც სხვა პირის უფლებები არ ირღვევა და კანონმდებლობის შესაბამისად მისი თანხმობა არ ხდება სავალდებულო.
საიტით სარგებლობის პროცესში თავი შეიკავეთ ქმედებისგან, რომელიც აშკარად წარმოადგენს ან შეიძლება შეფასდეს სამართალდარღვევად.
მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი ტექსტუალური მასალა იყოს ლექსიკურად, გრამატიკულად, ორთოგრაფიულად და პუნქტუაციურად გამართული.
თქვენს მიერ არა უშუალოდ საიტში აკრეფილი, არამედ ცალკე ფაილის სახით (Word, Excel) განსათავსებლად მომზადებული მასალები გთხოვთ აკრიფოთ UTF-8 (sylfaen) კოდის #12 ქართული შრიფტით, შეამოწმოთ ტექნიკური შეცდომები და შემდეგ კოპირებით გადმოიტანოთ პუბლიკაციის განთავსების შესატყვის ფორმაში.
|