”მე ვნანობ მხოლოდ იმაზე, რომ არ გამოვიგონე ცისფერი ჯინსი, რომელიც საოცრად გამოიყურება, პრაქტიკული, მოხერხებული და ყოველდღიური არის. ის გამომხატველი და იმავდროულად თავშეკავებულია, მასში - სქესის ძახილიც და უბრალოებაცაა, ერთი სიტყვით, ყველაფერია, რაც მსურდა, რომ მქონოდა სამოსში, რომელსაც მე ვიგონებ.” - ასეთი დამოკიდებულება გამოხატა ჯინსის მიმართ კუტიურიე - ივ სენტ ლორანმა. რუბრიკაში - ” ეს მართლაც საინტერესოა”,მოცემული დაპირების თანახმად, ამჯერად მოკლედ მოგითხრობთ ჯინსის შესახებ, რომელსაც, მიუხედავად ასაკისა, სქესისა თუ ეროვნებისა, მსოფლიოში ატარებს ასობით მილიონი ადამიანი. პრაქტიკულად დღეს დედამიწაზე მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს ექნება ჯინსის ერთი შარვალი მაინც. მაგრამ, ვფიქრობთ, რომ ყველამ, ვისაც აცვია ჯინსი, როდი იცის მასი ისტორიის შესახებ.
|