თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭომ გააუქმა უცხოელებისთვის უნივერსიტეტებში ჩაბარების სავალდებულო გამოცდები. საბჭოს თავჯდომარემ იუსუფ ზია ოზკანმა (Yusuf Ziya Özcan) განაცხადა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ უცხოელი სტუდენტებისთვის მნიშვნელოვნად გამარტივდეს თურქეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრა, რაც, მისი აზრით, უფრო მიმზიდველს გახდის განათლების მიღებას თურქეთში. |