მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     
    აბიტურიენტებს
  • მთავარი თემა
  • ეს საინტერესოა
  • რჩევები აბიტურიენტებს
  • ისტორიები
  • გამოკითხვები
  • კითხვა - პასუხი
  • დაამატეთ განცხადება
  • გაიარეთ ტესტი

  • დაამატეთ საინტერესო ფოტო
  • დაამატეთ სიმღერა
  • დაამატეთ ვიდეო
  • დაამატეთ ლექსი
  • დაამატეთ ნახატი
  • გადაიღეთ რეპორტაჟი თქვენ სკოლაში
  • დაუსვით კითხვა პედაგოგს
  • აბიტურიენტებს >> მთავარი თემა
     
    უმაღლესი სასწავლებლები სწავლის გადასახადს ვეღარ გაზრდიან! 09 აგვისტო 2010

    ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასული 36 ათასზე მეტი აბიტურიენტი შედეგების მოლოდინშია. რამდენი აბიტურიენტი მოხვდება სასურველ ფაკულტეტზე, მათგან რამდენი მიიღებს დაფინანსებას, აგვისტოში გახდება ცნობილი. ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტებს არაერთი ნოვაცია ელით. სულ რამდენიმე დღეში ძალაში შევა ახალი კანონი, რომლის თანახმად, უმაღლესი სასწავლებლები სტუდენტებს სწავლის საფასურს თვითნებურად ვეღარ გაუზრდიან.

    რა ვითარებაში ჩაიარა გამოცდებმა, რა სიახლეები ელით მომავალ სტუდენტებს, ამ და სხვა სიხლეებზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საუბრობს.
    დიმიტრი შაშკინი: ”2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ყველაზე წყნარი გამოცდები იყო, რომელიც საქართველოში ჩატარებულა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ბავშვები მხოლოდ საკუთარი ცოდნით აბარებენ, რაც   ქვეყანის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვინაიდან ჩვენს ქვეყანას მდიდარი ბუნებრივი რესურსები არა აქვს, ინტელექტი და განათლება ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტულია. გამოცდაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 97% გავიდა. ევროპულ ქვეყნებში, სადაც ასეთი ტიპის გამოცდები ტარდება, ასეთი შედეგი მაღალ მაჩვენებლად ითვლება. ხაზგასასმელია ასევე გამოცდებზე გალელი აბიტურიენტების გასვლა. როგორც გაირკვა, მათ რუსეთის საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების ლიმიტით სარგებლობა შესთავაზეს, მაგრამ მათ ეროვნული გამოცდების ჩაბარება ამჯობინეს. საზღარზე გადმოსვლისას მათ პასპორტები ჩამოართვეს. თუმცა, გამონალისის სახით, ეს ბავშვები გამოცდაზე მაინც გავიდნენ. არანაკლები გამოწვევა იყო ისიც, რომ თუ აქამდე ბავშვები 3 გამოცდას აბარებდნენ და გრანტის მოპოვებისთვის პრიორიტეტი მხოლოდ უნარჩვევები იყო, წელს მათ 4 გამოცდა ჩააბარეს და პრიორიტეტი ოთხივეს თანაბრად ენიჭებოდა”.

    ბოლო წლებში, პრესტიჟული ფაკულტეტები ჰუმანიტარული იყო. წელს ყველაზე დიდი კონკურსი რომელ ფაკულტეტებზე დაფიქსირდა?
    სამწუხაროდ, ყველაზე მაღალი კონკურსი კვლავ საერთაშორისო ურთიერთობებზე და ბიზნესის ფაკულტეტებზე იყო, რაც, ჩემი სუბიექტური აზრით, სამწუხაროა. ნაკლები კონკურსი იყო მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის ფაკულტეტებზე. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რომ საბუნებისმეტყველო ფაკულტეტები ისეთივე პოპულარული გახდეს, როგორც ბიზნესისა და იურიდიულის. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში მშენებლობები მიმდინარეობს, უსწრაფესად ვითარდება ინფრასტრუქტურა, მიმაჩნია, რომ საინჟინრო ფაკულტეტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ძალიან სერიოზული დეფიციტია ინჟინრებისა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ფაკულტეტები პრესტიჟული გახდეს.

    ჰუმანიტარული მიმართულებებით სწავლის მასიურად გაგრძელების ერთ-ერთი მიზეზი ის ხომ არაა, რომ სკოლებში ამ საგნებს სათანადო ყურადღება არ ექცეოდა? მომავალი წლის საატესტატო გამოცდებში საბუნებისმეტყველო საგნებიც შევა. ამით ხომ არ ცდილობთ აღნიშნული ფაკულტეტების პრესტიჟულობის გაზრდას?
    განათლების სისტემაში ბევრი მიღწეული შედეგი გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, კონკრეტული შეცდომებიც იყო დაშვებული. არ მივაქციეთ სათანადო ყურადღება სკოლებში ისეთ საგნებს, როგორიცაა ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა.... თუმცა, არ ცდება ის ვინც არაფერს აკეთებს. სიტუაციის გამოსასწორებლად ყველფერს გავაკეთებთ. გულახდილად გეტყვით, როდესაც მე-12 კლასში არ ისწავლებოდა ფიზიკა, ბავშვისთვის არანაირი სტიმული არ იყო ამ განხრით ჩაებარებინა, მაგრამ გამოვასწორებთ. ახალ ეროვნული სასწავლო გეგმაში საბუნებისმეტყველო საგნებს მეტი საათები დაეთმობა.

    განაცხადეთ, რომ გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა ერთ-ერთი მეთვალყურე გამოცდიდან მოიხსნა.

    ეს იმდენად უმნიშვნელო ინციდენტი იყო, ასეთი ფაქტები გამოცდებს ხშირად ახლავს. გამოცდებზე წინასწარ იყო გაწერილი, რისი შეტანის უფლება ჰქონდათ მეთვალყურეებს, მაგრამ ერთ-ერთმა მეთვალყურემ გამოცდაზე მობილური ტელეფონი შეიტანა. ტელეფონს ის ვერ გამოიყენებდა, მაგრამ თვითონ ფაქტი რომ განაწესი დაირღვა, საკმარისი მიზეზი იყო გამოცდიდან მოსახსნელად.
    გამოცდების მსვლელობისას, აბიტურიენტებმა ცრუ ტექსტური შეტყობინებები მიიღეს, თითქოს უნარები ვერ ჩააბარეს და შემდეგ გამოცდაზე მათ მისვლას აზრი არ ჰქონდა...

    ამ სამწუხარო ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა რამდენად გამართულად მუშაობს სისტემა და რამდენად მაღალია საზოგადოების ნდობა გამოცდების მიმართ. შეტყობინებებს არცერთმა ბავშვმა არ დაუჯერა, მომდევნო გამოცდებზე ყველა გამოცხადდა. შექმნილ სიტუაციაში იდეალურად იმუშავა ქოლ-ცენტრმა ანუ, ყველა ბავშვმა გადაამოწმა და ყველა მიხვდა, რომ ეს ხულიგნობა იყო. ამ საქმეს შსს იძიებს და ყველა, ვინც ეს გააკეთა, მკაცრად დაისჯება.
    პარალელურად, მასწავლებლები და მაგისტრანტებიც გადიოდნენ გამოცდებზე. მათმა გამოცდებმაც მშვიდ ვითარებაში ჩაიარა?

    ე.წ. ექსპერტთა ქილიკი, რომ გამოცდაზე მასწავლებელთა 3% გავიდოდა მცდარი აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, პედაგოგთა სერტიფიცირება ნებაყოფლობითი იყო. ასეთ პირობებში, ნებისმიერ ქვეყანაში გამოცდაზე გამსვლელთა რაოდენობა პროცენტულად   ძალიან დაბალი იქნებოდა. ჩვენთან კი მასწავლებელთა 75 % გავიდა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენმა მასწავლებლებმა სწორად გაიგეს, რომ გამოცდები მათი კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება. პედაგოგთა გამოცდებიც ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა და ისე, როგორც აბიტურიენტთა გამოცდაზე, არანაირი ექსესი არ დაფიქსირებულა. ერთადერთი ფორსმაჟორი ის იყო, რომ ერთ-ერთი მასწავლებელი ჩვილთან ერთად მოვიდა და, დროის თვალსაზრისით, მასზე გამონაკლისი იქნა დაშვებული. ვიდრე დედა გამოცდაზე იყო, ბავშვს ჩვენი თანამშრომელი უვლიდა.

    რაც შეეხება მაგისტრანტებს, სულ 6587 მსურველი დარეგისტრირდა. მათთან მიმართებაში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მაგისტრატურის ცენტრალიზებულად, საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგებით დაფინანსების შესახებ. სახელმწიფომ განსაზღვრა პრიორიტეტული სფეროები, რომელთა დაფინანსება უპირატესად მიიჩნია. გამოიყო 11 მიმართულება (ბიზნესი და ეკონომიკა, ჰუმანიტარული, სოციალური, სამართალი, საინჟინრო, განათლება და პედაგოგიკა, საბუნებისმეტყველო, აგრარული, მათემატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები, ხელოვნება, ჯანდაცვა). განისაზღვრა, რომ მაგისტრატურის დაფიანანსებისათვის გამოყოფილი თანხის 10% განაწილდება საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების მიხედვით შედეგენილი რეიტინგული სიით. მომდევნო 40% თანაბრად განაწილდება მიმართულებებზე, დარჩენილი 50% კი პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილდება.
    მალე ძალაში შევა ”უმაღლესი განათლების” შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, რა სიახლეებია მოსალოდნელი?

    ყველა ცვლილება მიზნად უმაღლეს სასწავლებლებში განათლების დონის ამაღლებასა და სტუდენტთა უფლებების დაცვას ისახავს. ამ თვალსაზრისით, კანონში ბევრი სიახლეა. რამდენიმე უმნიშვნელოვანეს საკითხს გამოვყოფ. კანონში პირველად შევიდა მუხლი, რომლის მიხედვითაც, უმაღლეს სასწავლებლებს აღარ ექნებათ უფლება, სწავლების საფასური სტუდენტებს ერთპიროვნულად გაუზარდონ. გახსოვთ ალბათ, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც სტუდენტს ხელშეკრულებას უდებდნენ დაფიქსირებული თანხის გადახდაზე, მაგრამ

    მეორე, მესამე, მეოთხე კურსზე გადასახადს უზრდიდნენ, რაც მათი ოჯახებისთვის მძიმე ტვირთი იყო. მიმაჩნია, რომ ეს არ არის სამართლიანი. ამიტომ, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სწავლის პროცესის დროს ვერცერთი სასწავლებელი თანხას თვითნებურად ვერ გაზრდის. რა ხელშეკრულებაც დაიდება სტუდენტსა და უნივერისტეტს შორის პირველ კურსზე, 4 წლის განმავლობაში სტუდენტი იმას გადაიხდის. ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება რაიმე განსაკუთრებული სიტუაცია, მაგალითად, ინფლაცია გახდეს. ამ შემთხვევაშიც კი, მთავრობის თანხმობის გარეშე უნივერსიტეტი თანხას ვერ გაზრდის. ჩვენ, სახელმწიფო ვალდებული ვართ ყველა ადამიანის უფლება დავიცვათ.

    სიახლეა ასევე, რომ ლიცენზირებული უმაღლესი სასწავლებლები ავტორიზაციას გაივლიან, რითაც დაცული იქნება სტუდენტთა უფლებები. ამასთან,   კერძო უმაღლეს სასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩრდილიდან გამოვიდნენ. ყველა ავტორიზირებულ უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩაირიცხებიან, რის შემდეგაც მათი დიპლომები სახელმწიფოს მიერ იქნება აღიარებული.

    მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ შეიქმნება `განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი~, რომელიც აქამდე არსებულ ბიუროკრატიულ მექანიზმს გააუქმებს, როცა კვადრატული მეტრობით და მერხების რაოდენობით იზომებოდა აკმაყოფილებდა თუ არა უმაღლესი სასწავლებელი მოთხოვნებს. ეს წარსულს ჩაბარდება. უმაღლესი სასწავლებლები შეფასდება არა სკამების მიხედვით სწავლების დონით. ავტორიზაციას, აკრედიტაციას, აპოსტილს და ა.შ. სწორედ ეს ცენტრი გააკონტროლებს.

    ნოვაციაა ასევე ,,Community College~-ების ანუ საზოგადოებრივი ინსტიტუტების დანერგვა. სხვადასხვა დისციპლინებთან ერთად, ამ ინსტიტუტებში დანერგილი იქნება სხვა მნიშვნელოვანი პროგრამები. ორი წლის განმავლობაში საზოგადოებრივ ინსტიტუტებში ბავშვები ზოგად საგნებთან ერთად, კონკრეტულ სახელობო მაგალითად, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, IT მენეჯმენტს, პროდიუსინგს და ა.შ. სხვადასხვა სპეციალობებს დაეუფლებიან.

    გაზეთი: ”24 საათი”
    უმაღლესი სასწავლებლები სწავლის გადასახადს ვეღარ გაზრდიან!

    გვანცა კილასონია

    გაზიარება
    კომენტარები  
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  • არქივი  
    2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი 17 აპრილი 2014

     

     
    2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივნისი 2013
    ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა   და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. გამოცდები ორ სესიად იმართება. პირველი სესიისათვის რეგისტრაცია   08:00 საათზე,   გამოცდა კი, 09:00 საათზე იწყება. მეორე სესიისთვის რეგისტრაცია 14:00 საათზეა, გამოცდა 15:00 საათზე.
    ერთიანი ეროვნული გამოცდები 2011 03 აპრილი 2011

     ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხები

     
    2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სიახლეები 01 ივლისი 2010
    აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო სწავლის გაგრძელების მიზნით ყველა აბიტურიენტი აბარებს 4 გამოცდას

    2010 წლიდან აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა არა მარტო ზოგადი უნარების, არამედ 4 გამოცდის შედეგის საფუძველზე (ზოგადი უნარების გამოცდის წონაა 1,5).  

     
    საკვანძო სიტყვები  
    ფიზიკური კულტურა და სპორტი სასწავლო დაწესებულების მართვა სხვა სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა ადამიანთაშორის ურთიერთობა მშობელი და ოჯახი რელიგია კვალიფიკაციის ამაღლება მეცნიერება/ტექნიკა კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი ბავშვის კვება და მოვლა საგანმანათლებლო დაწესებულებები დასაქმება/კარიერა/ბიზნესი სარეკლამო მომსახურება სასარგებლო რჩევები ბავშვის აღზრდა საზოგადოებრივი ურთიერთობები მომზადება/ტესტირება/ჩაბარება დასვენება/ტურიზმი სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები განათლება საქართველოში და მსოფლიოში გამოცემები/პუბლიკაციები გაერთიანებები/სოციალური ქცელები ბუნება/ეკოლოგია გართობა/თამაშები ინტერესები/კონკურსები მედიცინა და პროფილაქტიკა შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები სიახლე განათლების სფეროში პედაგოგიკა/ფსიქოლოგია
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024