მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ადამიანი გლობალურ სამყაროში - ეგოისტი, რომელიც ეძებს (ირჩევს) გზას... /რატომ ვართ ცუდად?/ ნანახია (15336) - ჯერ 15 აპრილი 2011

    საზოგადოების მსოფლმხედველობა  ისევე, როგორც საზოგადოებრივი აზრი ყალიბდება ინდივიდუუმების მსოფლმხედველობისა და აზრებიდან. გარკვეული თვალსაზრისი,როდესაც ის აერთიანებს ინდივიდუუმების მოსაზრებებს, ახდენს ნებისმიერი საკითხის მიმართ სტრატეგიული ხედვის ფორმირებას.  ადამიანები ან იზიარებენ ან არ ეთანხმებიან მას. თავის მხრივ, კონკრეტული სტრატეგიული მიმართულების გარშემო გაერთიანებულ აზრთა უმეტესობა განსაზღვრავს საზოგადოების მსოფლმხედველობას, ხოლო მსოფლმხედველობა  განაპირობებს კაცობრიობის განვითარების დონეს.

    არაფერია უცვლელი ამ მზის ქვეშ არც სამყარო, არც ადამიანი, არც ურთიერთობები... კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში წარმოიშვა, განვითარდა, მაგრამ არსებობის რაღაც ეტაპზე განადგურდა და საერთოდ გაქრა არაერთი ცივილიზაცია. ადამიანიც - იბადება, ვითარდება და შემდეგ კი კვდება. ევოლუციის სპირალური დინამიკის შესაბამისად, ადამიანი და საზოგადოება გადიან ევოლუციური განვითარების საფეხურებს. ერთი საფეხურიდან ჩვენ გადავდივართ მეორეზე იმასათვის, რომ გადავიდეთ შემდგომზე .და ეს პროცესი უსასრულოა იმიტომ, რომ სამყარო მუდმივად იმყოფება განვითარების პროცესში, რომელსაც დასასრული არა აქვს. დასასრული გააჩნია  ეპოქას, რომელიც სრულდება და მას ცვლის შემდეგი, უფრო განვითარებული.

    ადრეულ ცივილიზაციებში, ადამიანთა უმრავლესობას არ გააჩნდა ცოდნის მოპოების საშუალება, მათ აძლევდნენ მხოლოდ კანონებს, რომლითაც უნდა ეცხოვრათ. ანუ იყვნენ ხელისუფალნი და „უბრალო“ ადამიანები. ხელისუფალი იყო პრივილეგირებული, ხელშეუხებელი, იმიტომ რომ უფლებები მას ღმერთისგან ჰქონდა ნაბოძები. ხოლო მას, ვინც ცდილობდა გარკვეულიყო ქვეყნის, საზოგადოების საერთოდ ცხოვრების არსში ფიზიკურად ანადგურებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ არ დანგრეულიყო ის სისტემა, რომელიც აწყობდა მხოლოდ ხელისუფალთ.

    ცივილიზაციამ, რომელიც ჩვენ შევქმენით და რომელშიც დღესაც ვარსებობთ, მიაღწია განვითარების გარკვეული ეტაპის პიკს. მასში მიმდინარე ცვლილებები უკვე სახეზეა და გლობალიზაცია - ამ ეტაპის დამახასიათებელი ნიშანია, თანამედროვეობის ყოვლისმომცველი, ურთულესი პროცესია, რომელიც შეეხო დღევანდელი სამყაროს ყველა სფეროს: სახელმწიფოს, საზოგადოებას, თითოეულ ადამიანს, მის ცხოვრებას, მსოფლმხედველობასა და აზროვნებას.  მას აქვს ორი მნიშვნელოვანი ურთიერთსაწინააღმდეგო თვისება - ერთიანობა და სიმარტოვე.  

    პირველად კაცობრიობის ისტორიაში ელექტრონული და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებით გლობალიზაციამ მოგვცა მრავალი სახის ინფორმაციის მოპოების თითქმის შეუზღუდავი შესაძლებლობა. ყველაფერი გახდა უფრო ნათელი და ცხადი: საუკუნეების განმავლობაში მოგროვებული ცოდნა, ისტორიაში დაშვებული შეცდომები, განვითარების ეტაპიდან ეტაპამდე გადასვლის მიზეზები, წინაპირობები  ან საიდუმლო მასალები, რომელსაც მალავდნენ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები (WikiLeaks)  ყველასთვის ხელმისაწვდომნი გახდნენ.

    საზოგადოების ადრეული ფორმაციებიდან შემორჩენილი ადამიანის არსებობისა და ცხოვრების ფორმები დღევანდელმა რეალობამ სწრაფად შეიცვალა. 20 – 30 წლის წინ არსებული ტრადიციული კულტურის საზოგადოება გახდა გლობალური კომუნიკაციის „მფლობელი“. ამის შედეგად ყველგან იკვეთება მიმდინარე რადიკალური ცვლილებები - ახალმა ტექნოლოგიებმა დედამიწის უმეტეს ადგილას მხოლოდ ერთი თაობის განმავლობაში  უხეშად დაანგრიეს საზოგადოებაში აქამდე არსებული ათასწლეული სოციალური იერარქიები. დღეს (მათ შორის საქართველოშიც) ადამიანებს აღარ სურთ საკუთარ მიწაზე მუშაობა, ყველანი მიისწრაფიან ქალაქისკენ (ძირითადად სახელმწიფო ან სახელისუფლებო სტრუქტურებში დასაქმებისკენ). იკარგება ეროვნული, ეთნიკური ფესვები და ტრადიციები.    

    ბოლო წლების განმავლობაში უმეტეს ქვეყნებში რადიკალური ცვლილებების ან რევოლუციების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ იყვნენ „ჩვეულებრივი მოკვდავნი“, ანუ ერთ-ერთი ჩვენთაგანი. და ყველაფერი ეს ძალიან რთულად, ზოგჯერ მახინჯ ფორმებში, მძიმედ აღიქმება მასობრივი ფსიქიკის დონეზე. ეს - გლობალიზაციის „ბრალია“?... ალბათ! ელექტრონული და მასობრივი კომუნიკაციის მეშვეობით აქამდე რუხ მასაში მყოფმა ადამიანებმა დაინახეს, გაიგეს, რომ მათაც შეუძლიათ ამგვარი რადიკალური ცვლილებების (რევოლუციების) შედეგად მიაღწიონ ხელისუფლების სათავეში. ადამიანები ერთიანდებიან პიროვნული ინტერესების გარშემო და აღწევენ შედეგს. ყველასთვის უკვე ცნობილია, რომ ეს შესაძლებელია და ღმერთის ნება ამისთვის არ არის საჭირო. უმეტეს შემთხვევაში მათ უპირატესად ამოძრავებთ მხოლოდ პირადი, ინდივიდუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სურვილი. წარმოიდგინეთ 7 მილიარდამდე ეგოისტი ადამიანის მოთხოვნილებები, რომლებიც ყოველდღიურად იზრდებიან გეომეტრიული პროგრესიით.

    ეგოისტი ადამიანი იმდენად ჩაეფლო საკუთარი მზარდი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში, რომ დაავიწყდა, რისთვის სჭირდებოდა ყველაფერი. მატერიალური მოთხოვნები დაკმაყოფილებულია (გარდერობში ადგილი აღარ დარჩა, სახლი გატენილია უსარგებლო, გამოუყენებელი ნივთებით). შინაგანად კი ადამიანი დაიცალა, დაცარიელდა. მარტო ჩვენი ეგოიზმი გაიზარდა ისე, რომ უკვე ერთმანეთის დანახვაც კი არ გვსურს და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მივდივართ ურთიერთობებზე. ამოქმედებულია პრინციპი „მჭირდება - არ მჭირდება“. თუ არა მაქვს - მჭირდება, მაქვს - აღარ მჭირდება. ჩვენ ვეძებთ სარგებელს მხოლოდ ჩვენთვის, გავურბივართ ერთმანეთს და ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ჩვენი სიმართლე არის ჭეშმარიტი და ამით საკუთარ თავშივე ვამართლებთ ჩვენს ქმედებებს. სულიერად თითქმის სრულიად დაცლილი ადამიანები ეძებენ და სოციალური ქსელების მეშვეობით ვირტუალურ ურთიერთობაში პოულობენ ილუზიურ გამოსავალს.  

    ინტერნეტი, ე.წ. „მსოფლიო აბლაბუდა“.  - თანამედროვე სამყაროს ფენომენია.  

    ბუნებრივია, დღევანდელი ინტერნეტის მრავალი სერვისი აგრეთვე ემსახურება და ამის გამო ეფუძნება წმინდა ეგოისტურ პრინციპებს. ამ ეგოისტურ სულისკვეთაში ჩვენ ვცდილობთ შევავსოთ  სიცარიელე და სიმარტოვე. მაგრამ ცოტა ხანში ვხვდებით, რომ ეს უშედეგოა, ამგვარი ურთიერთობა არ გვმატებს შინაგან კმაყოფილებას. არ არის საიდუმლო, რომ ჩვენ ვეძებთ არა მხოლოდ ურთიერთობას და საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალებას, ჩვენ ვეძებთ სითბოს და გაგებას. და  მერე რა...? მერე ჩვენ არ გვჯერა, რომ ვინმე გაგვიგებს, იმიტომ, რომ პირადად ჩვენც ვერ ვუგებთ ვერავის, საკუთარ თავში ვართ ჩაკეტილები იმის შიშით, რომ არავინ გაიგოს ჩვენში დაბადებული სიცარიელის შესახებ. რა გვიშლის ხელს? უნდობლობა...? ერთმანეთის არ ცნობა და უარყოფა? დიახ, მაგრამ არა მხოლოდ ჩამოთვლილი! ცხოვრების მანძილზე ჩვენ ვეძებდით ურთიერთობას მხოლოდ საკუთარი ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე და ეგოისტურ გამოვლენებში დავემსგავსეთ ერთმანეთს და ამგვარად მთელი კაცობრიობაც წარმოგვიდგენია. ეგოისტის (ადამიანის) მთავარი ამოცანაა  გაერკვიოს საკუთარი სურვილების რეალურ ღირებულებაში და მარად ახსოვდეს: რასაცა გასცემს მისია, რაც არა - დაკარგულია. გასცემ სიყვარულს - მიიღებ სიყვარულს, გასცემ სითბოს - მიიღებ სითბოს, გასცემ უნდობლობას, შურს, სიძულვილს - მიიღებ შესატყვისს.    

    სწორედ ამიტომ ინტერნეტი გვიქმნის შესაძლებლობას გლობალურად შევიგრძნოთ თვითოეული ადამიანის უბედურება - ეგოიზმი. ბუნებრივია, რომ უშუალოდ თვით ინტერნეტი ამას არ გვაძლევს, ის გვიქმნის ამის შესაძლებლობას. მაგრამ მას შეუძლია გააღრმავოს ადამიანებში ერთმანეთთან დაკავშირების საჭიროების აღქმა და შექმნას სოციალური და ევოლუციური დონეების შესაბამისად ადამიანთა ჯგუფების  გაერთიანების შესაძლებლობა იმისათვის, რომ ერთმანეთს გადასცენ საკუთარი ცოდნა და ენერგია, რათა უფრო ეფექტურად, უმტკივნეულოდ გადავიდნენ ევოლუციური განვითარების შემდეგ საფეხურზე.  

    ამ ეტაპზე ინტერნეტი წარმოადგენს იმ საფეხურს, რომელზეც განვითარების პროცესში უნდა ავიდეს კაცობრიობის ნაწილი იმისათვის, რომ შემდგომში ვირტუალურ სამყაროდან გადავიდეს სულიერ სამყაროში.  ეს შესაძლებელი გახდება მხოლოდ მაშინ, როცა აღიქვამთ რომ ძალიან მყარი კავშირებით ვართ შეკრულნი,  ერთი ორგანიზმის ნაწილი ვართ. ვირტუალური კავშირი არის მხოლოდ იმიტაცია, გონების მომზადება, მან მოშალა ყოველგვარი საზღვრები. სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ - ყოველთვის გვაქვს შესაძლებლობა ჩავერთოთ მსოფლიო ქსელში. მიუხედავად ეროვნებისა, რასისა ან რელიგიისა ჩვენ ადამიანები ვართ, ინტერნეტის მეშვეობით ჩვენ  დედამიწელები გავხდით. მის მიერ შექმნილ სივრცეში ვირტუალურმა კავშირმა ფაქტიურად დაანგრია ნებისმიერი ხელისუფლების მოგონილი კანონები და დედამიწაზე ყველა თანასწორუფლებიანი გახადა. რას ნიშნავს ეს? მე, ისევე როგორც შენ, და როგორც  ნებისმიერი სხვა ადამიანი გავხდით დედამიწის მფლობელნი - ერთის მხრივ და მისი პატრონები - მეორეს მხრივ.  გლობალური სამყაროს რეალობა კი ისეთია, რომ ვერ ჩავიკეტებით მხოლოდ საკუთარ ინტერესებში არც ერთი ადამიანის ან ნახევარი სამყაროს მასშტაბით - ეს გლობალური სამყარო ამოგაგდებს, როგორც უცხო სხეულს და საუბარია არა იმაზე მოხდება ეს თუ არა, არამედ - რამდენად სწრაფად მოხდება ეს.

    რა თქმა უნდა, რამდენი ადამიანიც ცხოვრობს დედამიწაზე, იმდენი აზრიც არსებობს. თვითოეული ჩვენთაგანი ინდივიდუუმია და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ, ზუსტად განსაზღვრულ ევოლუციის ეტაპზე არსებობს, რაც განაპირობებს მის დამოკიდებულებას და მოსაზრებას თვითოეული საკითხის მიმართ. აბსოლუტურად იდენტური არც აზრი და არც ადამიანი არ არსებობს.  მაგრამ, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ არსებობს იმდენი სიმართლე (ჭეშმარიტება) - რამდენი ადამიანიც ცხოვრობს დედამიწაზე.  იმავდროულად ის, რაც ერთი ადამიანისთვის მოცემულ ადგილას, მოცემულ დროში არის ჭეშმარიტი სრულიად განსხვავდება იმ სურათისგან, რომელსაც ხედავს სხვა.  დრო გადის, იცვლება სივრცე, იცვლება ინდივიდუუმის ხედვა ან შეხედულება და შესაბამისად მისი ინდივიდუალური სიმართლე (ჭეშმარიტება). ის, რაც ერთი წამის წინ მიაჩნდა ჭეშმარიტებად, უკვე მოძველდა და არ შეესაბამება სიმართლეს. ახალი სიმართლე მოვიდა, რათა შეცვალოს ის ძველი იმისათვის, რომ შემდგომში ადგილი დაუთმოს შემდეგ ჭეშმარიტებას.

    ჩვენ შევქმენით ცივილიზაცია, რომელიც დღეისათვის არსებული ფორმით არ არის სიცოცხლისუნარიანი (ამას ადასტურებენ - მასობრივი რევოლუციები, ბუნებრივი კატაკლიზმები და ა.შ.). ჩვენ გვაქვს ურთიერთობები, რომლებიც იწვევენ სიმარტოვის განცდას და ჩვენ ვართ ეგოისტები, რომლებიც ეძებენ გამოსავალს...

    ეგოისტი - ინდივიდუალისტია. ხოლო თითოეული ადამიანი - ინდივიდუალურია. შენ ხარ უნიკალური, მეორე ასეთი არ არის!  გახსოვდეს - შენ ისევე ხარ საჭირო, როგორც სხვა გჭირდება შენ! ოღონდ ისიც უნდა გახსოვდეს, რომ შენი მხარდაჭერა სჭირდება სხვას ისევე, როგორც შენ გესაჭიროება სხვისი მხარდაჭერა! შენი უნიკალურობის გათვალისწინებით აკეთე საქმე, რომელიც ესაჭიროება ან დაეხმარება სხვას!   თუ იმყოფები ცხოვრების საწყის ეტაპზე  - ისწავლე, დაეუფლე ცოდნას, გამოამჟღავნე შენი ინდივიდუალურობა, რათა საჭირო გახდე ამ სწრაფად ცვალებად სამყაროში.  

    ავტორი :მზია გიგუაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    კოლეჯში სხვა პროფესიულ ცენტრში უმაღლეს სასწავლებელში სკოლამდელ დაწესებულებაში განმანათლების მართვის ორგანოებში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024