აპარატურა კომპიუტერული სისტემის მატე-რიალური ნაწილია, პროგრამები კი არამატერიალური (უხილავი). აპარატურა ხისტია, პროგრამული ნაწილი კი მოქნილი, ვინაიდან ერთსა და იმავე აპარატურაში სხვადასხვა პროგრამები შეიძლება მოვათავსოთ და გამოვიყენოთ. მიუხედავად ასეთი განსხვავებისა, ამ ნაწილებს შორის მჭიდრო კავშირები არსებობს და შეთანხმებულად ფუნქციონირებენ.
კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული ნაწილების და მათ შორის არსებული ლოგიკურ-ფუნქციური კავშირების ერთობლიობას კომპიუტერის არქიტექტურას უწოდებენ. ყოველი თაობის კომპიუტერს საერთო მსგავსებასთან ერთად არქიტექტურის მისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს.
გამოყოფენ კომპიუტერის აპარატურული უზრუნველყოფის ძირითად და დამატებით ნაწილებს. ძირითადად იწოდება ის აპარატურული ნაწილები, რომელთა გარეშეც კომპიუტერის გამართული მუშაობა შეუძლებელია და დამატებითად ის ნაწილები, რომლელთა საშუალებითაც კომპიუტერი ასრულებს სხვადასხვა დამხმარე-დამატებით ფუნქციებს.
კომპიუტერის ძირითად ნაწილებად შეიძლება მივიჩნიოთ სისტემური ბლოკი (რომელშიც თავის მხრივ მოთავსებულია ძირითადი და დამატებითი შიდა აპარატურული მოწყობილობები), მონიტორი, კლავიატურა და თაგვი (mouse).
ავიატურის მეშვეობით კომპიუტერს მიეწოდება დასამუშავებელი ინფორმაცია და მასთან ურთიერთობისათვის აუცილებელი ბრძანებები. ტექნიკურად გამართული არის ახსნა, რომ კლავიატურის თითო კლავიშა შეიცავს მიკროსქემას, რომლის ამოქმედება ხდება მასზე დაჭერის შემდეგ. მიკროსქემის დაბოლოება არის უნიკალური სკან კოდი, რომელსაც უგზავნის კლავიატურის კონექტორი კომპიუტერის სისტემას. კომპიუტერი იყენებს კლავიატურის კონტროლიორის ჩიპს ამ კოდის გასაგებად და ოპერაციის შემსრულებლად.
კლავიატურაზე არის განთავსებული კლავიშები, რომლებიც იყოფიან დანიშნულების მიხედვით ჯგუფებად: ალფავიტისა და ციფრების კლავიშები, კურსორის მართვის კლავიშები, ფუნქციონალური და დამხმარე კლავიშები.
ალფავიტის კლავიშები გამოიყენება ტექსტური ინფორმაციის შესატანად. კლავიატურა დაყოფილია ზედა და ქვედა რეგისტრებად. ქვედა რეგისტრზე არსებული ნიშნების (ძირითადად პატარა ასოები და ციფრები) დაფიქსირება ჩვეულებრივ შესაბამის კლავიშზე თითის დაჭერით ხდება, ხოლო ზედა რეგისტრზე არსებული სიმბოლოების (დიდი ასოები და სიმბოლოები) აკრეფვა შესაძლებელია Shift კლავიშთან ერთად.
Caps Lock კლავიშის საშუალებით ხდება რეგისტრის ფიქსაცია. აღნიშნულ კლავიშზე ერთჯერ დაჭერით კლავიატურის მარჯვენა ზედა კუთხეში აინთება შესაბამისი ნათურა და აიკრიფება დიდი ასოები. იმავე ღილაკზე ერთჯერ დაჭერით შესაძლებელია ამ რეჟიმის გათიშვა.
Enter კლავიშის საშუალებით ტექსტის აკრეფის რეჟიმში ხდება ახალ სტრიქონ¬ზე გადასვლა; დიალოგურ რეჟიმში – ბრძანების დადასტურება.
Space კლავიში გამოიყენება სიტყვებს შორის ინტერვალის გამოსატოვებლად.
⇐ ⇑ ⇒ ⇓კურსორის მართვის ღილაკებია, რომელთა საშუალებითაც ხდება კურსორის გადაადგილება (კურსორი - ესაა სპეციალური სიმბოლო, რომე¬ლიც განსაზღვრავს, რა ადგილზე ხდება შემდეგი სიმბოლოს შეტანა).
Backspace კლავიშის საშუალებით ხდება კურსორის მარცხნივ მდებარე სიმბო-ლოს წაშლა.
Delete კლავიშის საშუალებით ხდება კურსორის მარჯვნივ მდებარე სიმბოლოს წაშლა.
Home კლავიში კურსორს გადაადგილებს სტრიქონის დასაწყისში.
End კლავიში კურსორს გადაადგილებს სტრიქონის დასასრულს.
Page Up კლავიში კურსორს გადაადგილებს ერთი ეკრანული გვერდით ზევით.
Page Down კლავიში კურსორს გადაადგილებს ერთი ეკრანული გვერდით ქვევით.
Insert კლავიშს გააქტიურებით ხდება ტექსტის ჩამატება, გათიშვის შემთხვევაში ხდება ახალი ტექსტის გადაწერა არსებულ ტექსტზე.
Num Lock კლავიშის გააქტიურებით ხდება კლავიატურის მარჯვენა მახრეს მოთავსებული ციფრების ბლოკის ჩართვა (აღნიშნულ კლავიშზე ერთჯერ დაჭერით კლავიატურის მარჯვენა, ზედა კუთხეში აინთება შესაბამისი ნათურა და იმავე ღილაკზე ერთჯერ დაჭერით შესაძლებელია ამ რეჟიმის გათიშვა). როცა ციფრული რეჟიმი გათიშუალია, მარჯვენა მახრეს მოთავსებული ბლოკის კლავიშები ასრულებენ შესაბამის ბრძანებით ფუნქციებს.
Ctrl და Alt ღილაკებს ყოველ კონკრეტულ პროგრამაში სხვადასხვა დაშინულება აქვს. ისინი ჩვეულებრივ სხვა ღილაკებთან ერთად გამოიყენება.
Esc კლავიშის საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერი ბრძანების შესრულების გაუქმება.
F1-F12 ფუქციონალური ღილაკებია და სხვადახა პროგრამაში სხვადასხვა დანიშ-ნუ¬ლება გააჩნიათ.
Print Screen კლავიშთ ხდება ეკრანზე არსებული გამოსახულების კოპირება მეხსიერების ბუფერში.
კომპიუტერის დამატებითი ნაწილებიდან ჩვენ განვიხილავთ – პრინტერებს, სკანერს, უწყვეტი კვების ბლოკს, დინამიკს (speakers).
თაგვი (mouse) სპეციალური მანიპულატორია, რომელიც საშუალებას გვაძლევს კლავიატურასთან შედარებით უფრო სწრაფად და მოხერხებულად მივაწოდოთ კომპიუტერს ზოგიერთი ბრძანებები.
მოძრაობის დეტექციის მექანიზმი პირველ მაუსში, იყო პატარა ბურთულა, რომელიც ჩანდა მოწყობილობის უკანა მხარეს. როდესაც ეს მხარე ხვდებოდა ბრტყელ ზედაპირზე, იგი ეხახუნებოდა მას, მაუსი სრიალებდა ამ ზედაპირზე, ბურთულა კი მოძრაობდა ორი როლერის მეშვეობით და გადასცემდა პროგრამულ ინტერფეისს მისი მოძრაობის რუქას. მოძრაობის დეტექციის ეს მეთოდი შემორჩა დღესაც.
მოგვიანებით გამოჩნდა ოპტიკური რეცეპტორების ტექნოლოგია. მაუსის გაუმჯობესებული ვარიანტის შექმნა შესაძლებელი გახდა სწორედ მისი გამოყენებით. ლაზერი საშუალებას იძლევა შეიქმნას მაუსის მოძრაობის ზუსტი სქემა, გაიზარდა მაუსის მოძრაობის დეტექციის შეგრძნება.
თანამედროვე მაუსი შეიძლება იყოს კაბელით ან უკაბელო. უკაბელო ვერსია კვებისთვის იყენებს ბატარეას.
Windows-ზე დაფუძნებული კომპიუტერების მაუსს აქვს სულ მცირე ორი ღილაკი (მარცხენა და მარჯვენა). ასევე მაუსს შუაში შეიძლება ჰქონდეს სქროლის (გადაფურცვლის) ბორბალი. მაუსის გვერდზე შეიძლება იყოს დამატებითი ღილაკები, რომელეთა დაპროგრამება (ფუნქციების მინიჭება) შეიძლება მომხმარებლის სურვილის მიხედვით, რაც საკმაოდ პოპულარულია დღეს.
მაუსს გააჩნია ეკრანზე ადგილმდებარეობის მაჩვენებელი ისარი (Mouse Pointer). სიტუაციიდან გამომდინარე მაუსის მაჩვენებელმა შეიძლება მიიღოს სხვადასხვა ფორმები, რომლებიც მიანიშნებენ მოცემულ მომენტში შესაძლო მოქმედებებზე. მივაქციოთ ყურადღება მაუსის მაჩვენებლის იმ ფორმებს, რომლებიც განსაზღვრავენ კომპიუტერის სტატუსს:
მაუსის მაჩვენებლის ნორმალური მდგომარეობა. კომპიუტერი მუშაობს ნორმალურ რეჟიმში;
კომპიუტერი მუშაობს ფონურ რეჟიმში. მუშაობა შესაძლებელია, თუმცა კომპიუტერის რეაქცია მომხმარებლის მოქმედებებზე შენელებული იქნება.
კომპიუტერი დაკავებულია. ყველა მისი რესურსი გამოყენების პროცესშია. საჭიროა დაველოდოთ პროცესის დასრულებას.
კლავიატურას და მაუსს განსაკუთრებული მახასიათებლები არ გააჩნია. განსხვავება ძირითადად მათ დიზაინშია.
მონიტორი კომპიუტერიდან ინფორმაციის მიღების ძირითადი საშუალებაა
video display unit, VDU). მონიტორის სისტემა გარდაქმნის კომპიუტერის სიგნალს ტექსტად ან გამოსახულებად (სურათი, ვიდეო) და გვიჩვენებს მათ ტელევიზორის მსგავს ეკრანზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პირველი პერსონალური კომპიუტერი იყენებდა ტელევიზორის ეკრანს. მონიტორების უმრავლესობაში გამოიყენება ან სხივურ-მილაკიანი СRT (cathode ray tube) , ან თხევად-კრისტალური LCD (liquid cristal display) ტექნოლოგია. ამჟამად LCD (liquid cristal display) მონიტორები ძალიან პოპულარულია თანამედროვე სამაგიდო პერსონალურ (Desktop) კომპიუტერებში.
მონიტორი ხასიათდება ეკრანის დიაგონალის ზომით და ე.წ. ეკრანის გარჩევადობის მაჩვენებლით (dpi–დიუმზე წერტილების რაოდენობა), რომელიც განსაზღვრავს გამოსახულების შესაძლო ხარისხს. ეკრანის ზომა გამოისახება დიუმებში (1 დიუმი= 2,54 სმ), მაგ: 15”, 17”, 19” და ა. შ. აღნიშნავს შესაბამისად 15; 17; 19 დიუმიან მონიტორს.
პრინტერი კომპიუტერის დამატებითი საბეჭდი მოწყობილობაა, რომლის მეშვეობითაც ხდება ინფორმაციის დოკუმენტირება ქაღალდზე. პრინტერის მახასიათებ-ლებია: ბეჭდვის სისწრაფე, ფურცლის ერთ დიუმზე წერტილების რაოდენობა ანუ ნაბეჭდის გარჩევადობის მაჩვენებელი (dpi) და ფურცლის შესაძლო ფორმატი. არსებობს როგორც შავ-თეთრი ასევე ფერადი პრინტერები.
მოქმედების პრინციპის მიხედვით განასხავავებენ მატრიცულ , ჭავლურ და ლაზერულ
პრინტერებს. პრინტერის ექსპლუატაცია მოითხოვს მღებავი ტონერების (მატრიცულ პრინტერებში ლენტის, ჭავლურში - მელნის, ლაზერულში - ფხვნილის) პერიოდულ გამოცვლას. ეს ტონერები სპეციალურ ბლოკებში – კარტრიჯებშია მოთავსებული.
ამჟამად ძირითადად იყენებენ ჭავლურ და ლაზერულ პრინტერებს. ჭავლური პრინტერები შედარებით იაფი ღირს, მაგრამ მათი ნაკლოვანებაა სახარჯო რესურსის (კარტრიჯის) დაბალი რესურსი, მაშინ როდესაც უფრო ძვირად ღირებული შავ-თეთრი და ლაზერული პრინტერები გამოირჩევიან საუკეთესო მახასიათებლებითა და კარტრიჯის მაღალი რესურსით.
სკანერი - ინფორმაციის ვი-ზუალურად წამკითხავი მოწყობი-ლობაა, რომლის მეშვეობითაც კომპიუტერის მეხსიერებაში სწრა-ფად შეიტანება ტექსტური, გრაფი-კული და ფოტოდოკუმენტები . სკანერის მთავარი მახასიათებელია გარჩევადობის მაჩვენებელი (dpi), რომელიც განსაზღვრავს სკანირებული გამოსახულების ხარისხს.
უწყვეტი კვების ბლოკი (
UPS) – ეს ავტომატური მოწყობილობაა, რომელიც წარმოად-გენს უწყვეტი კვების წყაროს და რომელიც საშუალებას იძლევა ელექტრული ძაბვის არარსებობის ან მისი დასაშვები ზღვრებიდან გასვლის შემთხვევაში, გარკვეული დროის მანძილზე ამუშაოს მიერთებული მოწყობილობები. UPS ხშირად გამოიყენება კომპიუტერების უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად .
დინამიკები (სპიკერები, PPC speakers) – მოწყობილობა რომელიც გამოიყენება ხმოვანი სიგნალის გამოტანისათვის
ზემოთ ჩამოთვლილი მოწყობილობები წარმოადგენენ ცალკე აპარატურულ კვანძებს (მათ ასევე პერიფერიულ მოწყობილობებს უწოდებენ), სხვა ძირითადი და დამატებითი მოწყობილობები კი განთავსებულია ერთ აპარატურულ ბლოკში, რომლებსაც სისტემური ბლოკი ეწოდება. ეს მოწყობილობებია:
- დედაპლატა (motherboard);
- პროცესორი (CPU);
- ოპერატიული მეხსიერება (RAM);
- ინფორმაციის შემნახველი მოწყობილობები (HDD, DVDROM, CDROM);
- კვების ბლოკი (POWERSUPPLY);
- ადაპტერები (ADAPTER CARD);
- საკომუნიკაციო პორტები და კაბელები;
- გამაგრილებელი სისტემები (COOLING SYSTEM)
აგრეთვე გაეცანით ზაზა გოგიჩაშვილის კომპიუტერული სკოლის წინა და შემდგომ online გაკვეთილებს.