მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ზაზა გოგიჩაშვილის გაკვეთილი 7: ინფორმაციის შენახვის მოწყობილობები ნანახია (11561) - ჯერ 25 მაისი 2011

     

    ინფორმაციის შენახვის მოწყობილობებიდან განასხვავებენ მუდმივი და დროებითი მეხსიერების დისკებს.

    მუდმივი მეხსიერების დისკი ანუ მყარი დისკი (”ვინჩესტერი”) HDD ჩვეულებრივ მოთავსებულია სისტე-მურ ბლოკში, თუმცა ასევე არსებობს გარე და ამოსაღები მყარი დისკები. HDD - მყარი დისკი, ენერგოდამოუკიდებელი ინფორმაციის დამგროვებელი მოწყობილობაა. პერსონალური კომპიუტერის მყარი დისკის ძირითადი მახასიათებლებია ტევადობა (თანამედროვე ვინჩესტერებში ჩვეულებრივ იზომება გიგაბაიტებში), შემთხვევითი დაშვების დრო (random access time) და თავაკის ბრუნვის სიჩქარე (spindle speed 4200-5400-7200-ნოუთბუკებში და 7200-10000 ბრ/წთ პერსონალურ კომპიუტერებში).

     

    500GB/ Seagate ST3500630A Ultra ATA/100 16MB 7200rpm 4.16ms

     ამ ჩანაწერის მიხედვით მყარი დისკის ტევადობაა  500GB, მწარმოებელი ფირმა - Seagate, მოდელი - ST3500630A,  გამოყენებული ტექნოლოგია - Ultra ATA/100 , ქეშ-მეხსიერება - 16MB, ბრუნვის სიჩქარე - 7200rpm, ლოდინის საშუალო დრო - 4.16ms.

    დროებითი(ცვლადი) მეხსიერების დისკებიდან ჩვენ განვიხილავთ FLoppy, CD და DVD დისკწამკითხველებს.

    Floppy Drives (დრეკადი დისკი, A: დისკი)-ინფორმაციის მაგნიტური  შენახვის საშუალებაა, პლასტიკის დამცავი გარსის დისკეტა. დისკეტას იყენებდნენ ერთი კომპიუტერის მეორეს კომპიუტერში ინფრომაციის გადასატანად.  

    ტერმინი - ფლოპი განსაზღვრავდა მოძველებულ 8 ინჩის ზომის დისკეტას, არსებობდა ასევე 5,5 ინჩის, რომელსაც ეძახდნენ მინიფლოპი დისკეტას, და 3,5 ინჩის მიკროფლოპი დისკეტა.  

    თანამედროვე კომპიუტერებში შეიძლება შეგვხდეთ 3,5 ინჩის ფლოპი, ან საერთოდ არ ჰქონდეს ფლოპი.

    მისი დადებითი მხარე არის ფიზიკური პატარა ზომა და უარყოფითი პატარა მოცულობა (იგულისხმება ინფორმაციის ტევადობა). როდესაც მყარ დისკზე ეტევა ინფორმაციის ასობით გიგაბაიტი, დისკეტაზე ეტევა მხოლოდ 1,4 მეგაბაიტამდე.  

    CD-ROM Drives (კომპაქტ-დისკები)-ინფორმაციის დიდი ხნით შესანახი საშუალებაა. განსხვავებენ CD-ROM, CD-R და CD-RW დისკებს.

    CD-ROM (Compact Disc Read-Only Memory) - CD-ROM არის მხოლოდ წასაკითხი, რაც ნიშნავს იმას რომ ერთხელ ჩაწერილი ინფორმაცია არ შეიძლება იყოს წაშლილი ან შეცვლილი. СD-ROM-ით ჩაწერილი ინფორმაციის წვდომის დრო მეტია, ვიდრე სჭირდება მყარი დისკს იგივე ინფორმაციის წასაკითხად. მაშ რატომ არის CD-ROM-ი  ესოდენ პოპულარული? მთავარი მიზეზია ის რომ იგი გამოყენებითი პროგრამების დისტრიბუციის ძირითადი საშუალებაა. პროგრამები დიდი ზომისაა და საჭიროებენ მეტ მოცულობის საშუალებებს. პროგრამის ინსტალაციისთვის საჭირო 100 დისკეტის მაგივრად (ესეც რეალურია) ვიყენებთ ერთ СD დისკს , რომელსაც საშუალოდ 650 MB ინფორმაციის შენახვის საშუალება აქვს.

    CD-recordable (CD-R) და CD-rewritable (CD-RW) (ასევე ცნობილი როგორც CD-burners) - CD-ROM საფუძველზე შექმნილი მოწყობილობები, რომლებიც აძლევენ საშუალებას  მომხმარებელს შექმნან საკუთარი დისკები. გარეგნულად ჰგავნან CD-ROM-ს, მაგრამ აქვთ მინიშნება  CD-R ან CD-RW.

    CD-R და CD-RW შორის განსხვავება არის ის, რომ CD-R -ზე ჩაწერა შეიძლება მხოლოდ ერთხელ, CD-RW -ზე ინფორმაცია შეიძლება ჩაიწეროს და წაიშალოს მრავალჯერ.

    CD-RW-ზე მინიშნებულია მისი წაკითხვის, ჩაწერის და გადაწერის სისწრაფის დრო. СD-ROM-ს თუ ჰქონდა ნიშანი 16X, CD-RW-ს ექნება 32X-16X-4X, რაც ნიშნავს რომ,  

    მას წაკითხვის სისწრაფე აქვს 32, ჩაწერის 16 და გადაწერის 4.

    DVD-ROM-ინფორმაციის შენახვის   უახლესი საშუალებაა. DVD (digital video disk) (ნახ.28) ტექნოლოგია გამოიყენება სახლის კინოთეატრის სისტემებში. DVD-ROM ძირითადში იგივეა, რაც DVD პლეიერი სახლის კონოთეატრის სისტემებში. შედეგად თუ კომპიუტერის აქვს DVD-ROM-ი და შესაბამისი ვიდეო კარტა,  შესაძლებელია DVD ფილმების ნახვა კომპიუტერის მონიტორზე. რა თქმა უნდა მხოლოდ ეს არ არის DVD-ROM-ის დანიშნულება. DVD–ROM-ის ტექნოლოგია განსხვავებულია CD-ROM-ის ტექნოლოგიისგან, მას შეუძლია 4,3 GB ინფორმაციის შენახვა. ეს შესაძლებელს ქმნის მათ გამოყენებას დიდი ზომის პროგრამების დისტრიბუციისთვის. ორმხრივი და ორ ფენიანი კონფიგურაციის DVD-ROM-ი შეიცავს 17 GB ინფორმაციას ( ეს არის 26 СD-ROM-ი ტევადობა)

    ვიზუალურად DVD-ROM-ი მსგავსია CD-ROM-იც. მხოლოდ წინა პანელზე შეიძლება იყოს DVD-ს ლოგო. DVD ჩაწერის ტექნოლოგიების ვარიაციები შეიძლება იყოს DVD+R, DVD+RW, DVD-R, DVDRWб DVD-RAM, DVD-R DL და DVD+R DL .

    ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობა ჰპოვა  ,,ფლეშ მეხსიერების” (thumb drive) დისკებმა, რომლებიც კომპიუტერებს ჩვეულებრივ USB პორტის საშუალებით უერთდებიან. მათი ძირითადი უპირატესობაა მცირე ფიზიკური ზომა, 16 გიგაბაიტამდე მოცულობა (სტანდარტულ მოდელებში 1-2 გბ) და გამოყენების სიმარტივე.

     

     

    ავტორი :Adminstrator კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები სადღესასწაულო ცენტრები ბიბლიოთეკები საგანმანათლებლო რესურსები განათლება საზღვარგარეთ პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი ხელოვნების სკოლები, სტუდიები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) წიგნების მაღაზიები უცხო ენები უმაღლესი სასწავლებელი სახელმძღვანელოები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა კოლეჯი საბავშვო მაღაზიები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) სპორტული სკოლები, სტუდიები კომპიუტერული ტექნიკა მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები პედაგოგები რეპეტიტორები სამეცნიერო პორტალები ავტოსკოლები გამოცემები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024