კომპიუტერის პორტები იძლევა სხვა მოწყობილობების მიერთების საშუალებას. მათი გარეგნული სახე მრავალნაირია, იგი დამოკიდებული არის მათ ფუნქციონალურობაზე. განვიხილოთ კომპიუტერის ძირითადი პორტები:
D-subminature - ამ სერიის კონექტორები და შესაბამისი პორტებია:
კონექტორი გამოყენება
DE9 სერიული პორტი
DE9 სერიული კაბელის კონექტორი
DB25 სერიული პორტი ან პარალელური კაბელის
კონექტორი
DB25 პარალელური პორტი ან სერიული კაბელის
კონექტორი
DA15 თამაშების პორტი ან MIDI პორტი
DA15 თამაშების პერიფერიული კაბელი ან MIDI
კაბელი კონექტორი
DE15 ვიდეო პორტი ( 5 პინიანი სამი მწკრივი)
DE15 მონიტორი კაბელის კონექტორი
RJ სერიის პორტებიდან ყველაზე გავრცე-ლებულია: RJ-11 და RJ-45 . RJ 11 კონექტორი ხშირად გამოიყენება სატელეფონო დაკავშირებებში. თქვენი სახლის ტელეფონის ჯეკი აუცილებლად იქნება RJ-11 ჯეკი. RJ-45 კონექტორი ხშირად გამოიყენება ლოკალურ ქსელებში ხვეული წყვილოვანი (twisted pair) კაბელთან ერთად.
სხვა ტიპის პორტები, რომლებიც ასევე ხშირად გამოიყენება კოპიუტერებში:
– Universal Serial Bus (USB) - ეს პორტი არის უნივერსალური სერიული სალტე პორტი (USB), ერთ ასეთ პორტზე შესაძლებელია 127 პერიფე-რიული აპარატის მიერთება მულტიპორტიანი ჰაბის მეშვეობით) USB -ის ვერსია 1.1 გააჩნია 12Mbps (1.5 MBps) გადაცემის სისწრაფე, ახალი ვერსია 2.0 480 Mbps (60 MBps) სისწრაფისაა.
–IEEE 1394 (FireWire)-კომპიუტერში ციფრული ვიდეოს შესაყვანად
–Infrared- ინფრაწითელი პორტი
–Audio jacks - ვიდეო და აუდიო ინფორმაციის გადასაცემად
–PS/2 (mini-DIN)- გამოიყენება კლავიატურისა და მაუსის შესაერთებლად.
|