როდესაც კომპიუტერი ჩართულია, თქვენ გესმით ხმაური. გავრცელებული აზრის მიხედვით, ეს ხმაური მოდის მყარი დისკიდან (თუმცა ეს ნაწილობრივად სწორია), საპირისპირო არის ის, რომ ამ ხმაურის უმეტესი ნაწილი შეადგენს კომპიუტერის შიგნით სხვადასხვა ფენების მუშაობის ხმას. ფენები უზრუნველყოფენ ჰაერის მოძრაობას კომპიუტერის შიგნით.
კომპიუტერებს შეიძლება ჰქონდეს შემდეგი სახის გამაგრილებელი საშუალებები:
კეისის წინა სავენტილაციო ფენი (Front Intake Fan) - ამ ფენის დანიშნულება არის მიაწოდოს გრილი ჰაერი კომპიუტერის შიგნით გაგრილების მიზნით.
კეისის უკანა შემსრუტავი ფენი (Rear Exhaust Fan)- მისი დანიშნულება არის გაიტანოს გამომავალი ცხელი ჰაერი კეისიდან.
კვების ბლოკის ფენი (Power Supply Fan) -ეს ფენი განთავ-სებულია კვების ბლოკის უკანა მხარეს და მისი დანიშნულება არის გააგრილოს კვების ბლოკი. დამატებით მისი ფუნქცია არის კვების ბლოკში შეისრუტოს პროცესორის (CPU) ზემოთ დაგროვილი ცხელი ჰაერი და გაწოვოს იგი გარეთ.
პროცესორის ფენი (CPU Fan )-მისი დანიშნულება არის პროცესორის გაგრილება. ჩვეულებრივ იგი მიმაგრებულია დიდი ზომის თბოონკანზე, რომელიც თავის მხრივ მიმაგრებული არის ზედ პროცესორზე (CPU).
გამაგრილებელი შეიძლება დამონტაჟებული იყოს უშუალოდ ადაპტერებზე, მაგ:- ვიდეოადაპტერზე.
|