კაცობრიობის განვითარების პირველ დღიდან - თანამედროვეობამდე ცნობილია და უდაოდ აღიარებულია, რომ ოჯახისა და მშობლების როლი და ფუნქციები ბავშვთა აღზრდაში შეუცვლელი და შეუდარებელია და ამაზე უფრო ეფექტური ინსტიტუტი ადამიანს ვერ აღმოუჩენია. ასევე უდაოა, რომ თვითოეულ მშობელს უნდა გააჩნდეს ბავშვის ოჯახში აღზრდის მიზნები, პროგრამა და გათვითცნობიერებული ჰქონდეს, როგორი სურს, რომ აღიზარდოს მისი შვილი. როგორია მშობელი დღეს? ამის თაობაზე არსებობს მრავალი შეხედულება და შეფასება. გაგაცნობთ ერთ-ერთ მათგანს: - მშობელი, რომელიც თვლის, რომ შვილი უნდა გაზარდოს დედ-მამის პირად მაგალითზე - ანუ ავტორიტეტული მშობელი; - მშობელი, რომელსაც მიაჩნია, რომ ბავშვს არ უნდა მისცე დიდი თავისუფლება და, რომ ის უდაოდ უნდა ემორჩილებოდეს დედ-მამის ნებასა და ასრულებდეს მათ მოთხოვას - ანუ ავტორიტარული მშობელი; - მშობელი, რომელსაც აღზრდის პროცესი მიშვებული აქვს თვითდინებაზე და ბავშვს ყველაფრის უფლებას აძლევს - ანუ დაუდევარი მშობელი.
რა როლი ეკისრება მშობელს ბავშვის აღზრდაში?
დედის როლი - ბავშვის უპირობოდ აღქმა, რის შედეგადაც ის ვითარდება, როგორც ოჯახისა და მეგობართა წრის თანაბარი და თანასწორი წევრი. დედის პრინციპები: - აღქმა; - დახმარება; - გაგება მამის როლი - ბავშვთან ურთიერთობაში სამართლიანობა, მოთხოვნა და კონტროლი, რის შედეგადაც ბავშვი თანხმდება დამორჩილებასა და დაჯერებას. მამის პრინციპები: - ვალდებულება; - პასუხისმგებლობა;
- დაცვა.
|