მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     
    წესები, რომელიც გამოსაცდელმა უნდა დაიცვას გამოცდაზე ნანახია (18024) - ჯერ 28 ივნისი 2011

    • სამუშაო მაგიდებთან დასხედით იმ ნომრების მიხედვით, რომლებიც რეგისტრაციის დროს დაგირიგდათ!

    •  არ  დააწყოთ  მერხზე  არც  ერთი  ნივთი  პირადობის  მოწმობის,  გელიანი  კალმის,

    (რომელიც  გამოცდის  დაწყებამდე  დაგირიგდებათ)  ტესტის  რვეულისა  და  პასუხების ფურცლის გარდა (წყალი, პლასტმასის ბოთლით, შეგიძლიათ დადგათ იატაკზე);

    სამუშაო მაგიდაზე რაიმე სხვა ფურცლის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღებთ

    გაფრთხილებას,  მსგავსი  ან  ნებისმიერი  სხვა  დარღვევის  განმეორების  შემთხვევაში მოიხსნებით გამოცდიდან;

    • ვალდებული ხართ ტესტების რვეულებისა და პასუხების ფურცლების დარიგებისას

    დაკვირვებით, სათითაოდ გადაფურცლოთ ტესტის რვეული და პასუხების ფურცელი კურატორთან ან  მეთვალყურესთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ ტესტის რვეული და პასუხების ფურცელი  დაუზიანებელია, რის შემდეგაც სექტორის უწყისში მოაწერთ ხელს დაუზიანებელი ტესტის რვეულისა და პასუხების ფურცლის მიღების თაობაზე;

    • თუ  ხარვეზიანი  ტესტის  რვეული  ან  პასუხების  ფურცელი  შეგხვდათ,  მას  ახლით შეგიცვლიან;

    • პასუხების ფურცელზე კურატორის ან მეთვალყურის მიერ დაკრული შტრიხკოდის

    ნომერს საკუთარი ხელით გადაიტანთ სექტორის უწყისის შესაბამის გრაფაში;

    • არ შეიძლება შტრიხკოდის საწერი კალმით გაფერადება ან სხვაგვარი დაზიანება! ასეთ შემთხვევაში ნაშრომი არ გასწორდება;

    •  ტესტზე  მუშაობის  დაწყება  შეიძლება  მხოლოდ  მას  შემდეგ,  რაც  დასრულდება ტესტების  რვეულებისა და პასუხების ფურცლების დარიგება (პასუხების ფურცლებზე დაიკვრება შტრიხკოდები) და დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა. ამის თაობაზე თქვენ გაცნობებთ გამოცდის კურატორი ან მეთვალყურე;

    •  პასუხების  ფურცლის  შევსება  დასაშვებია  მხოლოდ  გელიანი  კალმით,  რომელიც გამოცდის დაწყებამდე დაგირიგდებათ;

    • იმ  შემთხვევაში,  თუ  პასუხების  ფურცლის  შევსებისას  თქვენ  შემჩნეული  იქნებით განსხვავებული ფერის მელნის გამოყენებაში, მიიღებთ გაფრთხილებას და ჩამოგერთმევათ  პასუხების  ფურცელი,  რომლის  ნაცვლად  გადმოგეცემათ  პასუხების სათადარიგო ფურცელი, მსგავსი ან ნებისმიერი სხვა დარღვევის განმეორების შემთხვევაში მოიხსნებით გამოცდიდან;

    • პასუხების  ფურცელი,  რომლის  შევსებისას  გამოყენებული  იქნება  სხვა  კალამი,  არ გასწორდება;

    • თუ დროზე ადრე დაიწყებთ ტესტზე მუშაობას, მიიღებთ გაფრთხილებას, მსგავსი ან ნებისმიერი სხვა დარღვევის განმეორების შემთხვევაში მოიხსნებით გამოცდიდან;

    • კურატორს ან მეთვალყურეს მხოლოდ ხელის აწევით შეგიძლიათ მიმართოთ;

    • გამოცდის მსვლელობისას, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დროებით დატოვოთ საგამოცდო  სექტორი  თანმხლებ  პირთან  ერთად.  ეს  დრო  არ  დაემატება  საგამოცდო დროს;

    • ორი გამოსაცდელი ერთდროულად ვერ დატოვებს საგამოცდო სექტორს;

     

    აკრძალულია კურატორის ან მეთვალყურისათვის ტესტის შინაარსთან დაკავშირებული  კითხვების  დასმა.  ამ  დროს  მიიღებთ  გაფრთხილებას,  დარღვევის განმეორების შემხვევაში მოიხსნებით გამოცდიდან;

    • აკრძალულია გამოცდის პროცესის დროს საუბარი. ერთმანეთთან გადალაპარაკების შემთხვევაში მიიღებთ გაფრთხილებას, მსგავსი ან ნებისმიერი სხვა დარღვევის განმეორების შემთხვევაში მოიხსნებით გამოცდიდან;

    •  ერთმანეთის   დახმარების   მცდელობის   ან   სხვა   პირისაგან   დახმარების   მიღების შემთხვევაში მიიღებთ გაფრთხილებას; მსგავსი ან ნებისმიერი სხვა დარღვევის განმეორების შემთხვევაში მოიხსნებით გამოცდიდან;

    • დამხმარე მასალის გამოყენების შემთხვევაში მიიღებთ გაფრთხილებას. განმეორების შემთხვევაში მოიხსნებით გამოცდიდან;

    • აკრძალულია  ლექსიკონის,  პეიჯერის,  მობილური  ტელეფონის,  კალკულატორის  ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს გამოცდაზე შეტანა. მათი თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოიხსნებით გამოცდიდან;

    • გამოცდის  დასრულებამდე  10  წუთით  ადრე  შეგახსენებთ  დროს,  რათა  დროულად დაასრულოთ ტესტზე მუშაობა;

    დრო არავის დაემატება (გარდა სამედიცინო ცნობით დადასტურებული ფუნქციონალური დარღვევებისა);

    • თუ დროზე ადრე დაასრულებთ ტესტზე მუშაობასა და პასუხების ფურცლის შევსებას, ხელის აწევით მიმართავთ მეთვალყურეს ან კურატორს, რომლებსაც დადგენილი წესით ჩააბარებთ ტესტის რვეულს, პასუხების ფურცელს და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვებთ საგამოცდო სექტორს;

    არ გასწორდება იმ გამოსაცდელის ნაშრომი, რომელიც საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტს მუშაობას და არ დახურავს ტესტს!

    • არ  გასწორდება  იმ  აპლიკანტის  ნაშრომი,  რომელიც  პასუხების  ფურცელს  დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას,  მაგ.,  მეტსახელს!   ან   რაიმე  სახის  ისეთ  გრაფიკულ  გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;

    ტესტის რვეულისა და პასუხების ფურცლის ჩაბარების ფაქტს ხელმოწერით დაადასტურებთ სექტორის უწყისში;

    •  წესრიგის   უხეში   დარღვევის,   აგრეთვე   საგამოცდო   პროცესში   მონაწილე   პირის შეურცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში მოიხსნებით გამოცდიდან;

    • გახსოვდეთ, პასუხების ფურცლის გაკეცვა არ შეიძლება!

    გაკეცილი პასუხების ფურცელი არ გასწორდება;თქვენ ვალდებული ხართ

    დაემორჩილოთ გამოცდის კურატორის, მეთვალყურის ან სხვა პასუხისმგებელი პირის ნებისმიერ   გადაწყვეტილებას,   მათ   შორის,   გადაწყვეტილებას   გამოცდიდან   თქვენი მოხსნის შესახებ.

    გისურვებთ წარმატებებს!

    ავტორი :Adminstrator კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    საგანმანათლებლო რესურსები უმაღლესი სასწავლებელი სამეცნიერო პორტალები უცხო ენები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი კომპიუტერული ტექნიკა მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები წიგნების მაღაზიები სახელმძღვანელოები ავტოსკოლები სადღესასწაულო ცენტრები სპორტული სკოლები, სტუდიები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები საბავშვო მაღაზიები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა პედაგოგები რეპეტიტორები განათლება საზღვარგარეთ ბიბლიოთეკები პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) გამოცემები ხელოვნების სკოლები, სტუდიები კოლეჯი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024