არის თუ არა ურთიერთ დაკავშირებული პიროვნული განვითარება და წარმატება? რას წარმოადგენს წარმატება განვითარების სხვა და სხვა სტადიაზე მყოფი ადამიანებისთვის?
პიროვნული (პერსონალური) განვითარება განიცდის შემდეგი სახის ცვლილებებს:
პირველი დამოკიდებულება
როდესაც დამოკიდებული ხარ გარემოს ბევრ ფაქტორზე და თითქმის ყოველთვის გესაჭიროება დახმარება, საკვებისა და პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იმყოფები მუდმივ ძიებაში.
მეორე დამოუკიდებლობა
მაშინ როცა: ადამიანის ცხოვრების დონე საკმაოდ მაღალია, მას ბევრი რამ შეგვიძლია და ის კეთილდღეობასა და ფუფუნებაში ცხოვრობს.
მესამე - ურთიერთდამოკიდებულება
როდესაც გვესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიიღო, არამედ გასცე კიდევაც და გიჩნდება იმის სურვილი და მოთხოვნილება, რომ ემსახურო კაცობრიობის კეთილდღეობას.
პირველი სტადიის შედეგი
სამწუხაროდ სხვა და სხვა მიზეზების გამო ადამიანთა უმეტესი ნაწილი განვითარების მოდელის პირველ ეტაპზე იმყოფება. ამ სტადიაში მყოფი ადამიანი იძულებულია აკეთოს ის, რაც არ სიამოვნებს, მისი ცხოვრების გზა შეზღუდული, ვიწრო და უპერსპექტივოა, მასში ღრმადაა დაბუდებული და ჩანერგილი შიში, სასოწარკვეთილება, უიმედობა...
მეორე სტადიის შედეგი
შეუპოვრობა, გამბედაობა და სხვა თვისებები თანამედროვე ეპოქაში უფრო და უფრო მეტ ადამიანს ეხმარებიან განვითარების მეორე სტადიის მიღწევაში. თუ დააკვირდებით მსოფლიოს სტატისტიკურ მონაცემებს დაინახავთ, რომ ყოველწლიურად საკმაოდ შესამჩნევი პროგრესიით იზრდება მილიონერთა და მილიარდერთა რიცხვი. სამწუხაროდ ამ კატეგორიის ადამიანთა უმეტესი ნაწილი მეორე ეტაპზე”მუხრუჭდრბა”, „იჭედა“, უპირატესად მატერიალური ღირებულებების მიღწევისთვის რბოლაშია ჩართული. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში თუ რომელს რა სახლი აქვს, ან ვის როგორი ბრილიანტები გააჩნია. მათი უმეტესობა - უბედურია. ვინაიდან ყველაფრით, რაზეც ოცნებობდნენ დაკმაყოფილების შემდეგ ისინი კარგავენ ცხოვრების აზრს.
მესამე სტადიის შედეგი
ადამიანების მხოლოდ მცირე ნაწილი აღწევს განვითარების მესამე საფეხურს.მათ სურთ და შეუძლიათ შეცვალონ სამყარო, მზად არიან კაცობრიობის საკეთილდღეოდ გაწირონ თავი. ეს იმ ადამიანთა კატეგორიაა, რომლებისთვისაც მატერიალური ღირებულება არ წარმოადგენს სიმდიდრეს. ისინი მის გარეშეც სრულიად ბედნიერები არიან. მათი ცხოვრება აღსავსეა სიხარულითა და ჰარმონიით. ისინი -დალოცვილები არიან. ყველასათვის კარგადაა ცნობილი დედა ტერეზას, მაჰატმა განდის, დალაი ლამას ცხოვრების მაგალითი.
არ იფიქროთ, რომ ყველა ადამიანმა თანმიმდევრობით აუცილებლად უნდა გაიაროს ყველა დასახელებული სტადია ნამდვილად არა. ზოგი იბადება და თავის ცხოვრებას ასრულებს ერთსა და იმავე ეტაპზე, ნაწილი პირველიდან გადადის მეორეზე და მხოლოდ მცირე ნაწილი შესძლებს მესამე ეტაპზე გადასვლას. რა თქმა უნდა სამწუხაროა, როცა ადამიანი რჩება პირველ ან მეორე ეტაპებზედა ძალზე სასიამოვნოა, თუ ხდება სიკეთის მატარებელი და სამყაროში სასიკეთო ცვლილებების ერთ-ერთი განმახორციელებელი. ეს - იმ სახის წარმატებაა როდესაც საკუთარი მონდომებითა და ნებისყოფით შეგიძლია შეცვალო გარემო და სამყარო.
აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ ბევრ ადამიანს საკუთარ ცხოვრებაშიც შეუძლია შეიტანოს ცვლილებები. საკმარისია არ შეშინდე და ჩაერთო იდეოლოგიების, ღირებულებებს, ფასეულობებისა და მსოფლმხედველობების ბრძოლაში. საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა იმაზე თუ რა ხდება შენს გარშემო, მეტი დათესო და უფრო მეტ ადამიანს მიაწოდო სიკეთე. |