მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ცხოვრების სტილი - პოზიტიური აზროვნება ნანახია (22140) - ჯერ 03 ნოემბერი 2011

    /პრაქტიკული გაკვეთილები და რჩევები/

    პოზიტიური აზროვნება  წარმოადგენს ადამიანის მიერ სამყაროს აღქმისადმი დადებით მიდგომას, რომელიც ვლინდება ფაქტის, მოვლენის, საკუთარი თავის, მთლიანად ცხოვრების  მიმართ პირად მოსაზრებასა  და დამოკიდებულებაში. ამგვარი აზროვნება გამოიხატება სიხარულის, ბედნიერების, ჯანმრთელობის, შექმნილი სიტუაციისა თუ მიღებული გადაწყვეტილების წარმატებულად დასრულების მოლოდინში. მაგრამ განა ყველას ესმის და სჯერა პოზიტიური აზროვნებისა. ზოგს ის უაზროდ მიაჩნია და დასცინიან კიდევაც ადამიანებს, რომლებიც აღიარებენ ამ სახის აზროვნების პრინციპებს. იმავდროულად მცირეა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებისთვისაც მისაღებია აზროვნებისადმი ამგვარი მიდგომა და რომლებმაც იციან როგორ უნდა გამოიყენო პოზიტიური აზროვნება დადებითი შედეგების მისაღწევად. ამის მიუხედავად უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე საზოგადოების ყურადღება ამ თემისადმი გამოკვეთილად იზრდება.

    ეს მასალა დააინტერესებს მათ, ვისაც სურს, რომ მისი ცხოვრება ნათელი და სიკეთის მომტანი გახდეს.

    გავიხსენოთ ჭიქის კლასიკური მაგალითი: „ჭიქა ნახევრად ცარიელი თუ ნახევრად სავსეა ?“ (რეალურად კი სითხე ზუსტად ნახევარი ჭიქა ასხია).  ოპტიმისტი და პესიმისტი, მათი ხედვიდან გამომდინარე, განსხვავებულად შეაფასებენ ამ ფაქტს.  

    გამოდის, რომ ჩვენ თვითონვე ვირჩევთ, როგორი რეაგირება მოვახდინოთ ამა თუ იმ მოვლენაზე. ნებისმიერ ვითარებაში ადამიანს შეუძლია იპოვოს ის, რაც მას შთააგონებს ან ის , რაც მას თრგუნავს. მნიშვნელოვანი კი ის არის - რაზეა მიმართული მისი ყურადღების ფოკუსი - პოზიტივზე თუ ნეგატივზე.

    შთამბეჭდავი მაგალითის სახით მოგიყვებით სხვა საინტერესო ისტორიასაც, რომელიც ხშირად გხვდება ინტერნეტში.  ფეხსაცმლის ორი გამყიდველი გააგზავნეს  აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში ფილიალის გასახსნელად. პირველი გამყიდველი ჩადის ახალ რეგიონში და ხედავს, რომ ყველა ფეხშიშველი დადის. ურეკავს უფროსს და მწუხარებით აუწყებს: „უფროსო, აქ ყველა ფეხშიშველად დადის “. ჩამოდის მეორე გამყიდველი, ისიც ხედავს, რომ ყველა ფეხშიშველია და სიხარულით ყვირის ყურმილში: „უფროსო, სასწრაფოდ გამოაგზავნე ფეხსაცმლის ორმაგი პარტია!! აქ ყველა ფეხშიშველია! “ პირველ შემთხვევაში ადამიანს ეკარგება ინტერესი, მეორე შემთხვევაში კი - საოცარი წარმატების მოლოდინშია, იგი შთაგონებისა და ამაღლების ტალღაზეა.  

    ცხოვრების გაკვეთილი: ცხოვრებისგან ადამიანი ყოველთვის იღებს იმას, რასაც ელის.

    განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი. წვიმს...  ოპტიმისტმა გაიხედა ფანჯარაში და იფიქრა „წელს კარგი მოსავალი იქნება!“, ან „რა კარგია, ქოლგა რომ გამაჩნია“. პესიმისტმა გაიხედა და სევდიანად გაიფიქრა: „არ გავცივდე დღეს!“, ან „როგორ წავიდე ახლა? ახალი ფეხსაცმელი ხომ გამიფუჭდება, არა და სწორედ მის ჩაცმას ვაპირებდი“, ან იტყვის ხშირად გამოყენებად ფრაზას - „ეს რა უბედურებაა?“. აქედან გამომდინარე ოპტიმისტს კარგი მოსავლის მიღების, ან სასარგებლო საქმეზე ქოლგით წასვლის შესაძლებლობა  უჩნდება, პესიმისტს კი მხოლოდ ის რჩება, რომ ავად გახდეს, ან გაუფუჭდეს ფეხსაცმელი, ან და საერთოდ უბედურება დაემართოს. და თუ ოპტიმისტი არ ცხოვრობს სოფელში და უშუალოთ თვითონ არ ელოდება უხვ მოსავალს, კარგი ხილის ყიდვის დროს მაინც იფიქრებს: „ეგრეც ვიცოდი - კარგი მოსავალი რომ იქნებოდა...“. პესიმისტი, წვიმის დროს რომც არ წასულიყო არსად, უსაქმურად წოლის შედეგად მაინც ცუდად გახდებოდა და იტყოდა: „აი, ეს სულ წვიმის ბრალია... წვიმა, რომ არ მოსულიყო, ხომ წავიდოდი სადმე, ამდენს არ შევჭამდი და ცუდად არ გავხდებოდი“.  

    მიაქციეთ ყურადღება, რომ თვითოეულმა ის შედეგი მიიღო, რომელსაც ელოდებოდა. ამიტომაც, თითქმის შეუძლებელია ოპტიმისტს და პესიმისტს შეაცვლევინო აზრი და დამოკიდებულება - ისინი ყოველდღე ღებულობენ  საკუთარი  მოლოდინის  დასტურს. აქ მუდმივად მუშაობს ერთი და იგივე კანონზომიერება: ანუ რამდენიც არ უნდა უმტკიცო, რომ შავი შავია და თეთრი - თეთრია, მაინც საკუთარი აზრით იცხოვრებს...  იმედი გვაქვს, რომ უმეტეს პესიმისტს სურს გახდეს ოპტიმისტი, რაც მისი აზრით  შეუძლებელია, იმიტომ, რომ ყველაფერი ხომ „მართლაც ცუდად არის“.

    ცხოვრების გაკვეთილი: როგორ  გამოვიმუშავოთ პოზიტიური აზროვნების უნარი?

    ძალიან მარტივად: პოზიტიურად დაიწყეთ  ფიქრი. იმისათვის, რომ არ იფიქროთ ნეგატივზე, პოზიტივში ჩადეთ თქვენი ენერგია. მიუჩვევლობის გამო თავიდან გაგიძნელდებათ. შემდგომში კი პოზიტივი იმდენად შეავსებს თქვენს ცხოვრებას, რომ ნეგატივისთვის ადგილიც კი არ დარჩება, ის  - „გაქრება“.  

    უდაო, რომ პოზიტიური აზროვნება ნეგატივურზე უკეთესია, ამის შესახებ ბევრმა იცის. მაგრამ, ერთია - იცოდე და მეორეა - ამ წესით ცხოვრობდე.  

    როგორ გამოვიმუშავოთ პოზიტიური აზროვნების უნარი?

    პირველ რიგში დავიმახსოვროთ, რომ ჩვენი ბედ-იღბალი ჩვენი ყოველდღიური ფიქრების შედეგია. ყველაფერი უშუალოდ აზროვნებაზეა  დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ დადებითი აზრები ჭარბობენ, ადამიანის ცხოვრება ივსება პოზიტიური მოვლენებით. ოდნავ სახუმარო სიტუაციამ: „მომილოცე! კომპიუტერი გამიფუჭდა“, რომელსაც მოჰყვება დასკვნა: „ესეიგი მალე ახალს ვიყიდი!“, შეიძლება მიგიყვანოს ახალი კომპიუტერის ყიდვამდე. დარწმუნებული ვარ, რომ  ამ სტრიქონის წაკითხვის დროს პესიმისტი ფიქრობს: „რა სისულელეა! ფული, თუ არა მაქვს, როგორ ვიყიდი ახალს?“ რაზეც შეიძლება ვუპასუხოთ -  ფულის უქონლობის შემთხვევაშიც ოპტიმისტი პოზიტიურად მიუდგებოდა ამგვარ სიტუაციას. მაგალითად: „კიდევ კაი, რომ ეს მოხდა ახლა, ხვალ მექნება ფული და დაზიანებას შევაკეთებ ...“. ალბათ ატყობთ მათ აზროვნებაში სხვაობას? ეს მარტივი მაგალითი აღიქვით როგორც იმის ილუსტრაცია თუ როგორ მოქმედებს და რა გავლენას ახდენს პოზიტიური განწყობა  ადამიანის ცხოვრებაზე.  

    პოზიტიური აზროვნების უნარის გამომუშავების გზები:

    პოზიტიური გამონათქვამები

    მაგალითად: „დღეს ძალიან კარგი  დღე მექნება“, „ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეა“, „დღეს წარმატება, ბედნიერება, კეთილდღეობა მელის“. ამ სახის  გამონათქვამები თქვენი ცხოვრების ნებისმიერ მოვლენას  პოზიტიური ენერგიით ავსებენ. ამით  ხელს უწყობთ მოვლენის, რომლის შესახებ ჯერ არც კი იცით, წარმატებულად განვითარებას!

    დაიწყეთ მარტივად - ყოველდღე დილით გაღვიძების დროს, შუა დღეს ჭამის დროს, საღამოს ძილის წინ აუცილებლად  წარმოთქვით: „რა კარგია!“. შემდგომ უფრო ხშირად გამოიყენეთ და გაამდიდრეთ ამ სახის გამონათქვამები: „რა მშვენიერია!“, „რა ლამაზია!“, „რა ბედნიერებაა!“...

    გახსოვდეთ - სიტყვას დიდი ძალა აქვს!

    წარმატების დღიური

    წარმატების დღიური - რვეული ან ბლოკნოტია, რომელშიც ყოველდღიურად ჩაიწერთ საკუთარ მიღწევებს. ზოგიერთი ადამიანის პრობლემა იმაში გამოიხატება, რომ  ჩვევად აქვს ქცეული აქცენტის იმაზე გაკეთება რაც შეუსრულებელი რჩება, ან რაც არ გამოუვიდა. ამ ტიპის ადამიანს ასე ასწავლეს, ის ასე აღზარდეს. წარმატების დღიურის ამოცანაა - ისწავლოთ აქცენტირების კეთება გაკეთებულსა და მიღწეულზე. სხვათა შორის ე.წ. ბლოგების ან სოციალური ქსელების მეშვეობითაც შესაძლებელია შეასრულოთ ეს ამოცანა. მაგალითად თქვენს ბლოგში ან Facebook - ის თქვენს გვერდზე მუდმივად  თუ დააფიქსირებთ საკუთარ დადებით აზრს,  განწყობას, მიღწევას თქვენს მიმართაც შეიქმნება პოზიტიური განწყობა და  გარემო. ამით თქვენი ცხოვრება უფრო სახალისო გახდება.

    „მადლიერების ატრიბუტი“  ანუ თილისმა

    ეს შეიძლება იყოს პატარა ზომის ნებისმიერი ნივთი, რომელსაც ატარებთ ჯიბით ან ჩანთით: ჯვარი, ან სხვა რელიგიური ნივთი, აგრეთვე შესაძლოა ეს იყოს თქვენთვის ძვირფასი და სამახსოვრო მონეტა, კრიალოსანი,  ბრელოკი, ზღვის ქვა და ა.შ. მას როდესაც დაინახავთ  ან ხელს მოჰკიდებთ თქვენს სიცოცხლეში ყველა სიკეთისთვის, რაც გაგაჩნიათ მადლიერებას გამოხატავთ. ორიოდე წუთით, პოზიტიურზე ფიქრით,  ხელში დაიკავეთ ეს ნივთი. ამით თქვენ გამოსცემთ პოზიტიურ ენერგიას, რომელზეც სამყარო შესაბამისად გიპასუხებთ.    

    რამდენად ხშირად გაგიგონიათ ფრაზა და მოწოდება: „იაზროვნე პოზიტიურად“? როგორც წესია ამ სიტყვებით მიმართავენ ადამიანს, რომელიც განიცდის წარუმატებლობას, ცუდად გრძნობს თავს ან რაღაცით  არის შეწუხებული.  მაგრამ ბევრი ადამიანი სერიოზულად არ აღიქვამს ამგვარ მოწოდებას, ვინაიდან არ იცის, რომ პოზიტიური აზროვნება მართლაც სასარგებლო და ეფექტურია, ხოლო  ნეგატივური აზრები, გამონათქვამები და დამოკიდებულება მხოლოდ აგრეთვე ნეგატივურ განწყობას და ქმედებას ბადებენ. ამ გზას მივყავართ მხოლოდ წარუმატებლობისკენ, სასოწარკვეთილებისკენ და იმედის გაცრუებისკენ.  

    პოზიტიური და ნეგატივური აზროვნება გადამდებიც არის. ამა თუ იმ გზით, ცნობიერ თუ ქვეცნობიერ დონეზე, ვერბალური თუ არავერბალური კომუნიკაციის საშუალებებით საკუთარ აზრსა და განწყობას ჩვენ გადავცემთ ადამიანებს, რომლებსაც ვხვდებით ცხოვრებაში და ზეგავლენას ვახდენთ მათზე. ადამიანები გრძნობენ ჩვენ აურას, ზოგჯერ იტანჯებიან კიდევაც ჩვენი აზრებისგან. ამიტომ გასაკვირი არ არის რომ ყველას გვსურს გარშემო მეტი პოზიტიური ადამიანი გვყავდეს და გავურბივართ ნეგატივურ მოვლენებს. ჩვენ უფრო ვიზიდავთ ადამიანებს თუ ვაზროვნებთ პოზიტიურად. ყველასთვის ნაკლებად მიმზიდველია ნეგატივური აზრები.

    მართლაც, თუ დავიწყეთ პოზიტიურად აზროვნება, ჩვენ ცხოვრებაში აუცილებლად სასიკეთო რამ ხდება. ეს - ბუნებრივია. როდესაც კარგზე ფიქრობთ, თქვენ სასიამოვნო შეგრძნება გეუფლებათ და მეტ ყურადღებას აქცევთ იმას, რაც სინამდვილეში გსურთ. თვალები გაგინათდებათ, თქვენში ენერგია მატულობს, წელში იმართებით, თავს მაღლა სწევთ, ხმას სასურველი ჟღერადობა ემატება და სხეულის ენა მეტყველებს იმაზე, რასაც გრძნობთ.  

    გახდით საკუთარი თავის ფსიქოლოგი - დაინახეთ სილამაზე, მშვენიერება, სიკეთე, სიყვარული - და თქვენი ცხოვრება მოულოდნელად სწრაფად სიკეთით  შეივსება!

    ავტორი :მზია გიგუაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | სოციოლოგია | | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ბიოლოგია კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია ეკონომიკა რელიგია სხვა ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები აბიტურიენტი და გამოცდები მშობლიური ენა და ლიტერატურა სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება გართობა და თამაშები უცხო ენები განათლება საქართველოში და მსოფლიოში მოდა და დიზაინი ქიმია ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი ბუნება, ეკოლოგია დასაქმება და კარიერა სკოლა და მოსწავლე მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება პრესა განათლების შესახებ ფიზიკა გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული სპორტი და ექსტრიმი მათემატიკა სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი ბავშვის მოვლა და აღზრდა კინო და მუსიკა სიახლე განათლების სფეროში ჟურნალისტიკა, PR საგანმანათლებლო დაწესებულება ოჯახი, მშობლები და ბავშვი სოციოლოგია, პოლიტოლოგია ფინანსები ფსიქოლოგია გეოგრაფია ხელოვნება და კულტურა იურისპრუდენცია განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024