მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

    ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ ბავშვი იზრდება ოჯახში. დედასა და მამას მის აღზრდაში განსხვავებული ფუნქციები აკისრია, მაგრამ ოჯახი მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით აღწევს სასურველ შედეგს. ამის თაობაზე გაეცანით მასალებს და გამოაქვეყნეთ თქვენი მოსაზრება საიტის ამ გვერდზე.


                                                           

    ჩვენი შვილები: რასაც დავთესავთ - იმას მოვიმკით! ნანახია (19627) - ჯერ 18 სექტემბერი 2011

    ალბათ უკვე მივეჩვიეთ, უფრო სწორედ რეალობამ მიგვაჩვია მსხვილი ქალაქის თანამედროვე ცხოვრების დაჩქარებულ და დაძაბულ ტემპს. სამსახური, კარიერული გადაადგილება და  წინსვლა - ყველაფერი ადამიანისგან ითხოვს უდიდეს მონდომებას და, რაც მთავარია, დიდ დროს. იმავდროულად ცხოვრების სასურველი დონის მიღწევას საკმაო ფინანსური სახსრები სჭირდება. გარდა ამისა, შვილის სათანადოდ აღზრდა და განათლებაც მშობლისგან განსაკუთრებულ ზრუნვასა და დანახარჯებს  ითხოვს.

    თანამედროვე ოჯახის რეალობა კი ასე გამოიყურება: დედ და მამა მთელ დროს სამსახურს, საქმიანობას ახმარენ. სახლში კი ფიზიკურად და გონებრივად იმდენად გადაქანცულები და დაცლილები მიდიან, რომ შესაძლოა საკუთარი შვილის თავიც არ ჰქონდეთ.  

    სხვა კატეგორიის მშობელიც არსებობს, რომელმაც იმისთვის საკმარის დროს გამოძებნიან, მაგრამ ბავშვის განვითარებისთვის საჭირო პედაგოგიური უნარი და ნიჭი არ გააჩნია, ზოგჯერ კი შვილთან ურთიერთობაც უჭირს. უკეთეს შემთხვევაში ამ კატეგორიის მშობლები ან გადამეტებულ თავისუფლებას ანიჭებენ შვილს ან  ბინის არეალით ზღუდავენ  მას, ხოლო სანცლოდ მხოლოდ კომპიუტერთან ან ტელევიზორთან მრავალსაათიან, ხშირად უაზრო ყოფნას სთავაზობენ.  

    ამგვარ პირობებში ბავშვი  საკუთარ პრობლემებთან პირისპირ მარტო რჩება და სიცარიელე, რომელიც მას გარს ერტყმის  შესაძლოა ნეგატივურმა, არასასურველმა გარემომ შეავსოს. ასეთ ვითარებაში ქუჩა, რომელიც ოჯახისგან და სკოლისგან განსხვავებით ცხოვრების სხვა  წესით ხასიათდება,  შესაძლოა უფრო მომხიბვლელად  მოეჩვენოს მოზარდს.  

    ეგრეთ წოდებულ „ოჯახურ მიუხედაობას, უპატრონობას“ სიკეთე არ მოაქვს: განა ყოველთვის და ყველა ბავშვი თვითონ შესძლებს საჭმლის მომზაბასა და ჭამას,  დამოუკიდებლად მოამზადებს გაკვეთილებს,  თუ ამის სანაცვლოდ სათამაშოდ მიუჯდება კომპიუტერს,  დაუსრულებელი მულტსერიალების ყურებას ან ეზოში ცუდ კომპანიაში მოხვედრას ამჯობინებს?  

    რა ვუყოთ ჩვენ შვილებს? ხომ ვიცით, რომ ბავშვი, მისი ასაკიდან გამომდინარე,  მუდმივ (მაგრამ არა ჟანდარმულ) ზედამხედველობის ქვეშ უნდა იყოს!  როგორ მოვიქცეთ? ვის შეუძლია დაეხმაროს მოუცლელ მშობლებს ამ საკმაოდ სერიოზული პრობლემის გადაწყვეტაში: ბებია-ბაბუას, ან სხვა ნათესავს, ძიძას ან გუვერნანტს, თუ სკოლის გახანგრძლივებულ ჯგუფს?.  

    შესაძლოა უახლოესი ნათესაური კავშირის გამო არა მომუშავე, მზრუნველი ბებია-ბაბუა ყველაზე საუკეთესო გამოსავალი იყოს. ასეთ მიდგომას საქართველოში საუკუნოვანი ტრადიცია და უამრავი დადებითი მხარე გააჩნია. მაგრამ განა ყველა ბებიას ან ბაბუას გააჩნია ბავშვთან ურთიერთობის და მისი განვითარების წარმართვისთვის საჭირო პედაგოგიური ნიჭი? ალბათ შეგხვედრიათ სიტუაცია, როდესაც ბავშვი ვერ ითვისებს საშინაო დავალების სასწავლო მასალას, ხოლო ხნიერი ადამიანი (ბებია ან ბაბუა) ვერ ხვდება, რას და რატომ ვერ გებულობს მისი შვილიშვილი. ამის გამო, არც თუ იშვიათად, საშინაო დავალების შესრულება „საომარ ბატალაიში“ გადაიზრდება ხოლმე - შედეგი კი ცრემლებით სავსე ბავშვის თვალები და ბებია კატაბალახას წვეთებით ხელში. სხვა სირთულეც არ არის გამორიცხული საკუთარ შვილიშვილზე უზომოდ შეყვარებული ბებია - ბაბუა ისე ათამამებენ ბავშვს, რომ მისი ქცევა თავხედობაშიც კი გადადის და შემდგომ მისი უსაზღვრო თვითნებობის მოთოკვა შეუძლებელი ხდება. მაგრამ ბებია - ბაბუას სანაცვლოდ სხვა ნათესავის გამოძებნაც ძნელი საქმეა...  

    არც კვალიფიცირებული ძიძაა ადვილი მოსაძებნი. ძიძის ხელში ბავშვი მაძღარი შეიძლება იყოს, მაგრამ საშინაო დავალება ალბათ უხარისხოთ შესრულებული ან საერთოთ გაუკეთებელი დარჩეს. გარდა ამისა, როგორც დღევანდელი გამოცდილება გვიჩვენებს, ძიძას ვერც დიდ აღმზრდელობით მუშაობას მოსთხოვ.

    წინა საუკუნეებში, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც გაგვაჩნდა გუვერნანტობის ინსტიტუტი და ტრადიცია, მაგრამ სამწუხაროდ შემდგომ ის სრულად დავკარგეთ. დღეს გუვერნანტს თუ მოძებნი კიდევაც, დავალებების შესრულებაზე ის ნამდვილად იზრუნებს, მაგრამ საჭმლის მომზადების და ბავშვის კვების დიდი იმედი არ უნდა გქონდეს.  

    რაც შეეხება გახანგრძლივებულ ჯგუფს სკოლაში... ახალი რა შეუძლია შემოგვთავაზოს  ტრადიციულ სასკოლო გახანგრძლივებულ ჯგუფს: სადილი? გასეირნება? საშინაო დავალების შესრულება? ... სამწუხაროდ უმეტესი შემოთავაზება რეალურად მხოლოდ ამით სრულდება? მაგრამ საქმისადმი უფრო მეტი დაინტერესებით და მონდომებით მიდგომის შემთხვევაში გახანგრძლივებული ჯგუფის შესაძლებლობები და შემოთავაზებები უფრო მრავალფეროვანი შეიძლება გახდეს.  

    და მაინც, როგორ მოვიქცეთ, მივაბაროთ საკუთარი შვილი სკოლის გახანგრძლივებულ ჯგუფში? ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულად თქვენი სიტუაციის სპეციფიკურობაზე. სასკოლო გახანგრძლივებულ ჯგუფს გააჩნია როგორც დადებითი, აგრეთვე უარყოფითი მხარეები.

     

    დავიწყოთ დადებითი მხარეებით, პირველ რიგში ეს :  

    - უსაფრთხოება. ბავშვი მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება, რაც აარიდებს მას მრავალ საფრთხეს და უსიამოვნებას, რომლებსაც ვერ გამოვრიცხავთ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი რჩება მარტო შინ თუ გარეთ;

    - რაციონალური კვება. ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ ბავშვი მიიღებს ცხელი კერძის ულუფას და არ დარჩება მშიერი, რა თქმა უნდა თუ ოჯახის გარეთ კვება მისთვის არ წარმოადგენს პრობლემას;

    - ურთიერთობა. გახანგრძლივებული დღის ჯგუფში მოზარდს ექნება თავის თანატოლებთან არაფორმალურ გარემოში ურთიერთობის შესაძლებლობა, მათთან გასეირნება და ჯგუფურ ღონისძიებებში მონაწილეობა.

    - საგანმანათლებლო შესაძლებლობები. ხშირად გახანგრძლივებულ ჯგუფში მუშაობას აგრძელებენ სხვა და სხვა საგნის პედაგოგები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია, რომ მოსწავლემ აიმაღლოს ცოდნის დონე საგანში, რომელში აქამდე ჩამორჩებოდა. გარდა ამისა ზოგ სკოლაში გახანგრძლივებულ ჯგუფებში აყალიბებენ სასარგებლო სექციებს, ფაკულტატიურად, მაგალითად უცხო ენის შესწავლას და ა.შ.;

    - გახანგრძლივებული ჯგუფი ხელსაყრელია მშობლისთვის.  საჭირო აღარ არის ქუდმოგლეჯილი მირბოდე სკოლაში (ან ამის გამო კიდე 2-3 წელი მოწყდე სამსახურს და დარჩე დიასახლისად), არც ძიძის დაქირავებაა საჭირო და არც გულმოწყალე ნათესავების, დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ ბავშვთან სეირნობაც არ მოგიწევთ, იმედიც უნდა იქონიოთ, რომ საშინაო დავალება შესრულებული ექნება.

    მაგრამ გახანგრძლივებულ ჯგუფსაც გააჩნია უარყოფითი მხარეები:

    - მთელი დღის განმავლობაში ბავშვი უცხო სამყაროში იმყოფება, ოჯახურ პირობებთან შედარებით უფრო დაძაბულია. განსაკუთრებით გართულებულია ამგვარ ჯგუფში ყოფნა, თუ ბავშვის ადაპტაცია სკოლასთან საერთოდ პრობლემატურად მიმდინარეობს. არც დღის ძილია გათვალისწინებული გახანგრძლივებულ ჯგუფებში და თუ ბავშვი მიჩვეულია ამას, დასაწყისში გაუჭირდება.

    - სამწუხაროდ ბავშვის კვებაც ხშირად არა რაციონალურად არის ორგანიზებული. გარდა ამისა ბავშვების გარკვეული ნაწილისთვის მიუღებელია არა ოჯახურად მომზადებული კერძი. ხოლო თუ თქვენ ჯიბის ფულსაც აძლევთ ბავშვს, როგორც წესია, ის ამ ფულს არა საჭმელზე, არამედ გართობაზე, სათამაშოზე ან შოკოლადზე დახარჯავს და მადასაც გაიფუჭებს.

    გათვითცნობიერებული მშობლების განცხადებით გახანგრძლივებულ ჯგუფს სხვა არასასიამოვნო ასპექტიც შეიძლება ახასიათებდეს:

    - ზოგჯერ პედაგოგთა ნაკლებობის გამო (ყველა არ თანმხდება, მცირე ანაზღაურების მიზეზით) ჯგუფში გროვდება დაუშვებლად ბევრი, მათ შორის სხვა და სხვა ასაკობრივი კატეგორიის  ბავშვი, რაც ქმნის სერიოზულ პრობლემებს: პრაქტიკულად შეუძლებელია საშინაო დავალების  მომზადება, პედაგოგს არ ეძლევა მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის შესაძლებლობა და თვითოეული ბავშვისთვის ყურადღების მიქცევა, გამორიცხული არც ის არის, რომ უფროსკლასელმა დაჯაბნოს ან დაჩაგროს თქვენი შვილი;

    - ზოგი ერთ პედაგოგს ეზარება ბავშვების გარეთ გაყვანა, ზოგი კი უპასუხისმგებლოდ ექცევა ბავშვების მიერ საშინაო დავალების შესრულებას.  

    ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ ასაკობრივ პერიოდში მიმდინარეობს ბავშვის ინტენსიური ზრდის პროცესი, ჰორმონალური განვითარება, ნერვული და სისხლ-ძარღვთა სისტემის გადაწყობა,  თანამედროვე განათლებით გამოწვეული დატვირთვის, ინფორმაციის ნაკადის გაზრდის, გონებრივი და ფიზიკური დაღლის გათვალისწინებით სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს მოზარდის კვების რეჟიმის გააზრება.  კვებითი რაციონი უნდა ფარავდეს ბავშვის ზრდასთან და მის აქტიურობასთან დაკავშირებულ მოთხოვნას. ხშირად ეს ხორციელდება ძირითადში ცხიმიანობის მაღალი მაჩვენებლის კერძების და შაქრის დიდი მოცულობის მქონე პროდუქტების ხარჯზე, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ბავშვის ზედმეტ წონას, კბილის კარიესს, ჰიპოვიტამინოზებს და მიკრონუტრიენტების დეფიციტს განვითარებას. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ჯანმრთელ, რაციონალურ და გაწონასწორებულ კვებას.  

    7 დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ოპტიმალურია 4-5 ჯერადი კვება. მათ შორის შუალედი უნდა იყოს 3-4 საათი. ცილის შემცავი პროდუქტები უმჯობესია ბავშვმა მიიღოს დღის პირველ ნახევარში. ხორცთან ერთად საჭიროა რძის პროდუქტები, თევზეული, ბურღულეული, ბოსტნეული, ხილი. ბავშვებს, რომლებიც დაკავებულები არიან სპორტით, ცეკვით ან სხვა აქტიური საქმიანობით ესაჭიროება განსხვავებულად შედგენილი კვების რაციონი.  

    გარდა კვებისა, ბავშვის დღის მეორე ნახევრის რეჟიმი, მისი ინტერესების გათვალისწინებით, უნდა შეიცავდეს რამდენიმე ურთიერთ დაკავშირებულ კომპონენტს:

    - საგანმანათლებლო საქმიანობა:  საშინაო და შემოქმედებითი დავალებების შესრულება, შერჩეული პროფილური, ინდივიდუალური მეცადინეობა. უნდა გვახსოვდეს, რომ საშინაო დავალების შესრულებისათვის ოპტიმალური დროა 16.00 დან 17.00 საათამდე. ამ პერიოდში ბავშვის გონება გათავისუფლებულია სასკოლო მეცადინეობის დატვირთვიდან და ჯერ არ არის დაღლილი.  

    - დამატებითი განათლება:  მუსიკალური სკოლა, სახვითი ხელოვნების ან თეატრალური სტუდია, კომპიუტერული კლასი და ა.შ.

    - შინაარსიანი და გასაჯანსაღებელი თავისუფალი დრო და გართობა: ინტელექტუალური და განსავითარებელი თამაშები, სპორტული სექცია, გასეირნება და ა.შ.  

    ბავშვის განათლება და აღზრდა უნდა  განვიხილოთ, როგორც თავისებური სისტემა, რომელიც საჭიროა პიროვნების გააზრებული თვითგამორკვევისთვის. ასეთი მიდგომა ბავშვს მიაჩვევს, რომ ის იყოს მობილური და ეს თანამედროვე ეპოქაში გარკვეულად განსაზღვრავს მის წარმატებულობას მომავალში. ბავშვს ასწავლეთ და მიაჩვიეთ , რომ გონივრულად დაგეგმოს საკუთარი დრო. ყურადღება მიაქციეთ ბავშვის დასვენებას. 7 დან 10 წლამდე მოზარდს დღე-ღამეში ესაჭიროება 10-10,5 საათი ძილი.  ქრონიკული უძილობა აქვეითებს მის შრომის უნარიანობას და იწვევს ნევროზებს.

    იცოდეთ და გახსოვდეთ! მშობლის ერთ ერთი მნიშვნელოვანი მისია - ბავშვში განვავითაროთ თვითრეალიზაციის მოთხოვნილება.  

     

    მრავალი მშობელი, რომლისთვისაც სკოლის შემდეგ ბავშვის „დაბინავება“ და „დასაქმება“ სერიოზულ საფიქრალს წარმოადგენს, დაქანცვამდე ეძებს გამოსავალს და ხშირად ვერც პოულობს მას. პრობლემის სირთულიდან გამომდინარე  ეს გასაკვირიც არ არის: ამოცანა იმაში ხომ არ მდგომარეობს, რომ  შვილი მხოლოდ მისახედად მიაბარო ვინმეს (ჩემოდანივით ჩააბარო აეროპორტის ბარგის საცავში), ბავშვი ხომ არა მხოლოდ ზრუნვასა და მოვლას, არამედ აღზრდასა და მრავალმხრივ განვითარებას ითხოვს.  

    თვითოეულმა მშობელმა ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოს მისთვის მისაღები ვარიანტი. ჩვენ კი ყველას ვუსურვებთ ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ხელსაყრელი იქნება მშობლისთვის და სასარგებლო ბავშვისთვის.

    ავტორი :მზია გიგუაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები ბავშვის კვება და მოვლა სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები განათლება საქართველოში და მსოფლიოში სასწავლო დაწესებულების მართვა სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა მშობელი და ოჯახი გამოცემები/პუბლიკაციები ბუნება/ეკოლოგია სარეკლამო მომსახურება დასვენება/ტურიზმი გართობა/თამაშები პედაგოგიკა/ფსიქოლოგია კვალიფიკაციის ამაღლება საგანმანათლებლო დაწესებულებები გაერთიანებები/სოციალური ქცელები რელიგია მომზადება/ტესტირება/ჩაბარება სასარგებლო რჩევები ბავშვის აღზრდა კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი საზოგადოებრივი ურთიერთობები მეცნიერება/ტექნიკა სიახლე განათლების სფეროში შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა მედიცინა და პროფილაქტიკა სხვა ინტერესები/კონკურსები ადამიანთაშორის ურთიერთობა ფიზიკური კულტურა და სპორტი დასაქმება/კარიერა/ბიზნესი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024