მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    განათლების სისტემები საზღვარგარეთ - მოკლე მიმოხილვა ნანახია (13145) - ჯერ 22 ოქტომბერი 2011

    ბევრ ადამიანს აინტერესებს როგორია განათლების სისტემა საზღვარგარეთ.ზოგს სურს საზღვარგარეთ სწავლა, ზოგს - სასწავლებლად შვილის გაგზავნა.განათლების სისტემა საზღვარგარეთის ქვეყნებში განსხვავებულია, სწავლისადმი მოთხოვნები - მაღალია.

    დიდი ბრიტანეთი

    დიდ ბრიტანეთს განათლებაში გააჩნია უდიდესი ტრადიციები, ბრიტანეტში მიღებული განათლება - სკოლის კოლეჯის, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს უქმნის უნიკალურ საშუალებებსა და შესაძლებლობებს. ბრიტანული სკოლები და უნივერსიტეტები უცხოელ სტუდენტებს სთავაზობენ სწავლის განსხვავებულ პროგრამებს: დაწყებული მოსამზადებელ სკოლაში განათლების მიღებიდან   (Preparatory Schools), დამთავრებული სრული საუნივერსიტეტო კურსით. განათლების სისტემა ბრიტანეთში რთულია, ამიტომ, ვინც აპირებს აქ სწავლას ან სასწავლებლად შვილის გაგზავნას, მას ესაჭიროება სრული ინფორმაცია სასწავლო დაწესებულების და მათში ჩაბარების, ანკეტის შევსების წესებისა და მოთხოვნების შესახებ. საჭიროა ქვეყნის კულტურულ და კლიმატურ თავისებურებებშიც გარკვევა.

    ირლანდია

    ირლანდიას გააჩნია საკმაოდ კარგი ტრადიციები განათლების სფეროში, რომლებიც უზრუნველყოფენ საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამის მაღალ დონეს,   ამის გამო უცხოელი სტუდენტების რიცხვი სასწავლო დაწესებულებებში მუდმივად იზრდება. ირლანდიის სკოლაში, ბრიტანეტთან შედარებით, ასწავლიან მეტ საგანს და აბარებენ მეტ გამოცდას. მაღალი ხარისხის გამო ირლანდიის უმაღლესი განათლება აღიარებულია მთელ მსოფლიოში. უნივერსიტეტში ჩარიცხვა ხორციელდება დადგენილი საკონკურსო სისტემის მეშვეობით, მოთხოვნები აბიტურიენტთა მიმართ საკმაოდ მაღალია. ბოლო წლებში გაიზარდა ენობრივი პროგრამების გავლის მსურველთა რიცხვი. 150 ენის შემსწავლელ კოლასა და ცენტრში სთავაზობენ განსხვავებული ხანგრძლივობისა და ინტენსიურობის პროგრამების ფართო არჩევანს. პროფესიონალებსა და ბიზნესმენებს სთავაზობენ ინდივიდუალურად შემუშავებულ პროგრამებს.

    ავსტრალია  

    ავსტრალიის განათლების სისტემა დაფუძნებულია ბრიტანულ მოდელზე და მას მსოფლიოში გააჩნია მაღალი რეპუტაცია. უცხოურ სტუდენტებისთვის განათლების პირველი საფეხურია სხვა და სხვა სახის ენობრივი კურსები: მოსწავლეებისათვის საარდადეგებო პროგრამები, ენის ტესტის IELTS მომზადება და ჩაბარება, ინგლისურ ენაში მომზადება საუნივერსიტეტო, უმაღლესის შემდგომი და მეორადი განათლებისათვის.    

    შესაძლებელია აგრეთვე სწავლა საშუალო და უმაღლესი განათლების პროგრამებითა და მაგისტრატურაში ჩაბარება.

    ახალი ზელანდია

    ათასობით უცხოელი სტუდენტი ყოველწლიურად მიისწრაფის ამ მწვანე კუნძულებისკენ, რათა მიიღოს განათლება, რომელიც არ ჩამორჩება ბრიტანულს, მაგრამ შედარებით იაფია. ახალზელანდიური უმაღლესი სასწავლებლები და მათი პროგრამები აღიარებულია მსოფლიოში. უცხოურ სტუდენტებს შეუძლიათ ისწავლონ უმეტეს კერძო და ნაწილ სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებში.

    გერმანია

    გერმანიის განათლების სისტემა ყოველთვის ითვლებოდა სანიმუშოდ, მისი სასწავლო დაწესებულებები ჰარმონიულად მოიცავენ უძველეს საუნივერსიტეტო ტრადიციებსა და მეცნიერებისა და ტექნიკის უახლოეს მიღწევებს. მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეუძლიათ შეისწავლონ ან დახვეწონ გერმანული ენის ცოდნა უამრავ სპეციალიზებულ სასწავლებლებში, რომლებიც თავაზობენ კურსების ფართო არჩევანს: ენის შესწავლა შესაძლებელია ურთიერთობისათვის და უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად.

    საფრანგეთი

    საფრანგეთის განათლება წარმოდგენილია სკოლებისა და უნივერსიტეტების მრავალ სახეობით და სთავაზობს სპეციალიზაციის ფართო არჩევანს. საფრანგეთი მესამეა მსოფლიოში უცხოელ მოსწავლეთა მიღების მიხედვით. უცხოელებს სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებში ღებულობენ იგივე პირობებით, რაც საკუთარ სტუდენტებს, მაგრამ სახელმწიფო სასწავლო დაწესებულების დიპლომი საფრანგეთში კოტირებს უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე კერძო სასწავლებლისა. საფრანგეთის სკოლებში შემუშავებულია აკადემიური ფრანგული ენის სპეციალიზებული პროგრამები უცხოელი სტუდენტებისთვის. ამ კურსებზე მოსწავლეებს აგებინებენ სასკოლო საგნების მოთხოვნებს, ლექსიკასა და ტერმინოლოგიას. უცხოელებისათვის საგნების მიხედვით ადგენენ ინდივიდუალურ პროგრამას.

    ესპანეთი

    განათლების ძველ სისტემასთან ერთად ესპანეთში მოქმედებს ახალიც. ზოგ ცენტრში შემუშავებულია საკუთარი ექსპერიმენტალური სისტემა. რაც შეეხება უნივერსიტეტებს, ისინი ავტონომიურები არიან და შეუძლიათ სწავლების პროგრამებში შეიტანონ საკუთარი ცვლილებები. ესპანეთის უნივერსიტეტში მისაღებად ჩასაბარებელია სპეციალური გამოცდები, რომლებისათვის მომზადება ხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ბოლო ორ დამამთავრებელ კლასში. ამ სახის დახმარებას უცხოურ სტუდენტებს სთავაზობს რამდენიმე ინსტიტუტი. ესპანეთის უნივერსიტეტის სწავლების დონე შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. სწავლის ღირებულება სახელმწიფო დაწესებულებებში არ არის მაღალი. საინტერესო და პერსპექტიულია ორ ენოვანი განათლების მიღების შესაძლებლობა, რომლის შედეგადაც გაიცემა ორი დიპლომი - ესპანური და ბრიტანული.

    მალტა

    მალტაზე ორი სახელმწიფო ენაა - მალტური და ინგლისური. განათლების სისტემა ინგლისის მოდელისაა, ამიტომ მალტის დიპლომები აღიარებულია დიდ ბრიტანეთში. სპეციალიზირებული აკრედიტებული სასწავლებლები ეხმარებიან უცხოელ სტუდენტებს ინგლისური ენის შესწავლაში, როგორც ურთიერთობის ასევე რომელიმე სფეროში საქმიანობისათვის საჭირო დონეზე. მალტის უნივერსიტეტი უძველესია ევროპაში და გააჩნია მაღალი რეპუტაცია. მისი დიპლომები აღიარებულია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მიერ.  

    შვეიცარია

    შვეიცარია სამართლიანად ამაყობს თავისი განათლების სისტემით. მოსახლეობა ლაპარაკობ ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე, რაც უცხოელ სტუდენტებს უქმნის ნებისმიერი მათგანის შესწავლის საშუალებას. შვეიცარიაში უამრავი კერძო სკოლაა, რომლების სასწავლებლად ღებულობენ უცხოელებს. მათი უმეტესობა განლაგებულია ჟენევის ტბასთან. ისინი ბავშვებსა და ზრდასრულებს სთავაზობენ ენების შესწავლის საზაფხულო და წლიურ პროგრამებს. შვეიცაიის ზოგ უნივერსიტეტში უცხოელ სტუდენტთა რიცხვი აღემატება 40 % და ყოველწლიურად იზრდება. შვეიცარიაში უცხოელი სტუდენტები ღებულობენ განათლების ღირსეულ დონეს, სერვისსა და კომფორტს.

    ავსტრია

    უცხოელებისთვის განათლების მიღება ავსტრიაში ბოლო ათწლეულში გახდა ძალიან პოპულარული.ეს ქვეყანა -საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერთაგანია. ავსტრიაში სწავლა მოგცემთ გერმანული ენის სრულყოფილი შესწავლის შესაძლებლობას. სპეციალიზებული სკოლები სთავაზობენ გერმანული ენის სწავლების განსხვავებულ პროგრამებს ბავშვებისათვის და ზრდასრულებისათვის.

    კანადა

    კანადა - ეს ქვეყანა, რომელიც განათლების სისტემას თვლის საკუთარ მიღწევად. ამ ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში სწავლების დონე ძალიან მაღალია. კანადის სასწავლებლების დიპლომები აღიარებულია მთელ მსოფლიოში. კანადური განათლების სისტემა გამოირჩევა მოქნილობით და მოსწავლეებისადმი ინდივიდუალური მიდგომით. უმაღლეს სასწავლებლებში ნებისმიერ საგანში სტუდენტს შეუძლია აირჩიოს საბაზო კურსი და თუ რომელიმე დისციპლინაში ის აჩვენებს მაღალ შედეგებს, შეუძლია გაიაროს გაღრმავებული კურსი და მიიღოს უფრო მაღალი წოდება.  

    ამერიკა

    ამერიკელები განათლებას უდგებიან ჩვეული პრაგმატიზმით. მათი სასწავლო პროგრამები და კურსები ერთმანეთისგან განსხვავდებიან დონით, ხარისხითა და ფასით. ა.შ.შ. - ში სწავლების მსურველებს სთავაზობენ სხვა და სხვა წინადადებებს: დაწყებული იელისა და ჰარვარდის ტიპის ელიტარულ უმაღლეს სასწავლებლიდან - დამთავრებული პატარა კოლეჯებით. ჩვენი სასწავლო სკოლის დამთავრების შემდეგ პირდაპირ ამერიკულ უმაღლესში ჩაბარება, როგორც წესია, შეუძლებელია. ამისათვის საჭიროა სპეციალური მოსამზადებელი პროგრამის Foundation ამერიკულ კოლეჯში გავლა.

    სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკა

    უნიკალური ადგილია უმაღლესი განათლების მიღებისა და ინგლისური ენის შესწავლისათვის. ინგლისური ენის შესწავლა ამ ქვეყანაში მიმზიდველია სწავლის ხარისხისა და დაბალი გადასახადის გამო. Business English პროგრამის გავლის მსურველებს სთავაზობენ უნიკალურ შესაძლებლობას გაიარონ 8-კვირიანი სტაჟირება ქვეყნის ერთ-ერთ ფირმაში და მიიღონ გამოცდილება საინტერესო სფეროში. სტუდენტს ეძლევა საშუალება მიიღოს კარგი განათლება და უცხოურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.

    ნორვეგია

    ამ ქვეყანას გააჩნია უმაღლესი და უმაღლესის შემდგომი განათლების კარგად განვითარებული სისტემა. უმეტეს ნორვეგიულ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში სწავლება წარმოებს ინგლისურ ენაზე, მაგრამ სურვილის შემთხვევაში უცხოელ სტუდენტებს შეუძლიათ უფასოდ შეისწავლონ ნორვეგიული ენაც. აგრეთვე ბევრ ნორვეგიულ უნივერსიტეტს უცხოელ სტუდენტებისათვის გააჩნიათ ნორვეგიული ენის შემსწავლელი მოსამზადებელი კურსები. უმეტეს ბიზნეს-სკოლებში უცხოელები ნორვეგიელ სტუდენტებთან ერთად შეისწავლიან ბიზნესსა და ღებულობენ ეკონომიკას და საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის ცოდნას.  

    ავტორი :მზია გიგუაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სკოლამდელ დაწესებულებაში განმანათლების მართვის ორგანოებში კოლეჯში სხვა პროფესიულ ცენტრში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში უმაღლეს სასწავლებელში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024