მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ქვეყანა და ხსნა მისი ნანახია (10854) - ჯერ 08 ნოემბერი 2011

    ქვეყნის განვითარება ემყარება ოთხ ძირითად ფაქტორს: სწორედ შერჩეულ პოლიტიკურ მიმართულებას; ეროვნული მეურნეობის განვითარების შეწონასწორებულ, ოპტიმალურ, ერის ტრადიციებისათვის შესატყვის ეკონომიკურ მოდელს; ადამიანის სოციალურ, ქონებრივ, სამართლებრივ დაცვას;  საზოგადოების ზნეობრივ მდგომარეობას. ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომელთა გათვალისწინების გარეშე ვერ შევძლებთ დავძლიოთ ის მძიმე ვითარება, რომელიც შეიქმნა საქართველოში. აღიარებას მოითხოვს ის ფაქტიც, რომ ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა, უპირველეს ყოვლისა, ზნეობრივ კრიზისში...

    ქართული და არა მარტო ქართული, ლიტერატურის ისტორიას თუ გადავხედავთ, მის კორიფეთა მიერ ასახული ეპოქა თუ საზოგადოება თითქმის ყოველთვის წამოსწევდა წინ სამ ძირითად კითხვას:  რა ხდება? ვინ არის დამნაშავე იმაში,რაც ხდება? რა იქნება ხვალ?  სანამ ამ კითხვებზე გავცემდეთ პასუხს  საჭიროა თვალი გადავავლოთ კაცობრიობის თანამედროვე შეხედულებებს ქვეყნის განვითარების ოთხი ძირითადი ფაქტორის შესახებ.

    რას ნიშნავს სწორი პოლიტიკური მიმართულება, ანუ პოლიტიკური განვითარების გზა?  

     ყველა ქვეყანა მისთვის მისაღებ პოლიტიკურ მიმართულებას ირჩევს. თანამედროვე მსოფლიო სამ ძირითად ჯგუფად არის დაყოფილი: მაღალგანვითარებულ, განვითარებად და დაბალგანვითარებულ ქვეყნებად. თითოეულ მათგანს თავისი ისტორია, განვითარების განვლილი გზა და ეროვნულ - ეთნიკური მახასიათებლები გამოარჩევს. სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური წყობის ერთმანეთისაგან განსხვავებული მიმართულებები  არჩეული აქვთ მაღალგანვითარებულ ქვეყნებსაც. ნაწილმა უპირატესობა მონარქიულ -კონსტიტუციურ წყობას მიანიჭა; ნაწილმა-პარლამენტარულს, ნაწილი კი, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დაადგა კაპიტალიზმის შემდგომი ეტაპის, ეგრეთ წოდებული, სოციალურ - საბაზრო მეურნეობის შექმნის გზას. მიუხედავად არჩევნისა, პოლიტიკური მიმართულებები და პოლიტიკური ძალები ამ ქვეყნებშიც განსხვავდებიან მათი მახასიათებლებით: კონსერვატიზმით, ტრადიციონალიზმით, ლიბერალიზმით, ეროვნულ-დემოკრატიული ორიენტაციით. ამავე დროს, როგორც წესი, მაღალგანვითარებულ ქვეყნებში შესაძლოა მოქმედებდეს მხოლოდ სამი, ოთხი ან ხუთი რეალური პოლიტიკური ძალა და ხელისუფლების სათავეში მოხვედრისათვის მათ შორის მიმდინარეობდეს მეტოქეობა. ასეთი ძალებია, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში რესპუბლიკელები და დემოკრატები, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სოციალურ-დემოკრატები, ქრისტიან-დემოკრატები, მწვანეები და სხვა. რიგ ქვეყნებში არსებობს გამოკვეთილი მონარქია, ცალკეულ ქვეყნებში კი იგი საპრეზიდენტო და საპარლამენტო მმართველობის პარალელურად მხოლოდ ფორმალურ (რიტუალურ) ხასიათს ატარებს.

    ასევე სხვადასხვა პოლიტიკური არჩევანი გააკეთეს განვითარებადმა ქვეყნებმაც. განსაკუთრებით შევეხებით ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებს, რომელთა არჩევანიც გარკვეულად შეზღუდულია. იგივე ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი და მონარქიული მმართველობა (გამოვრიცხავთ ფეოდალური მონარქიის გადმონაშთს) მათთვის მიუღებელი უნდა იყოს, ვინაიდან მმართველობის ამგვარი ფორმები, უპირატესად, ეკონომიკურად მდიდარი და სოციალურად გაწონასწორებული ქვეყნების ხვედრია. არ შევეხებით დაბალგანვითარებულ ქვეყნებს, ვინაიდან ეს მსჯელობის ცალკე თემაა და მოითხოვს ამ ჯგუფის თითოეული ქვეყნის ისტორიული განვითარების მიმოხილვას და განვითარების შემაფერხებელი მიზეზების გამოკვლევას.

    ჩვენ, ქართველებს, და საქართველოს მიწაზე მცხოვრებთ, პირველ ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის ბედი და ხვალინდელი დღე გვაინტერესებს. ქართველ ერს თავისი განვითარების ისტორიულ გზაზე დიდი სიძნელეები გადაულახავს და ღმერთის წყალობით, ამ დღევანდელი ურთულესი მდგომარეობიდანაც გამოვა, მაგრამ რა დანაკარგებით და როგორ, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დღეს ჩვენი საზოგადოება, როგორც არასდროს, ისეა დანაწევრებული, დაპისირსპირებული და დახლეჩილი პოლიტიკური შეხედულებების, კუთხურობის (მათ შორის პროვინციალიზმის), პირადი ამბიციების, სეპარატიზმის, მაფიოზური და კლანური მისწრაფებების გამო, რომ აღარაფერი ვთქვათ გარეშე "ხელშემწყობ" ძალებზე. ამ პირობებში ყველას, დიდსა და პატარას, სწორი პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და გამაერთიანებელი მაღალზნეობრივი განვითარების გზის მოძებნა გვმართებს. "მაშინ უქმ სიტყვად არ იქნებიან ძმობა, ერთობა, თავისუფლება." გზა ერთია-ვიხელმძღვანელით წმინდა ილია მართლის ნაანდერძევით. ნუ დაგვავიწყდება, რომ მისი მოძღვრება "ჩატეხილი ხიდის" აღდგენისაკენ იყო მიმართული. ზეპარტიული ცნობიერების სიმაღლიდან აყალიბებდა იგი მომავალი საქართველოს პოლიტიკურ და სამეურნეო ინფრასტრუქტურას. დიდი ილია ქადაგებდა პარლამენტურ გზას და უარყოფდა ლიბერალიზმსა და კონსერვატიზმს, ვინაიდან განვითარებადი ქვეყნისათვის  მიუღებლად მიიჩნევდა. ილია ჭავჭავაძის სოციალური კონცეფციის არსი - თავისუფალი, შეგნებული შრომაა. მას მიაჩნდა, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და აქედან გამომდინარე, ხალხის (ერის) კეთილდღეობის ზრდის საფუძველია შრომა და მხოლოდ შრომა. იგი საზოგადოების განვითარების ფესვებს ჯანსაღ ეკონომიკაში ხედავდა, სწამდა. რომ ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა განპირობებულია ეკონომიკური კანონების, ანუ როგორც თვითონ წერდა "საპოლიტიკო ეკონომიის კანონების მოქმედებით"...

    ალბათ, დროა, გავცეთ პასუხი ერის გულშემატკივართა იმ სამ ძირითად კითხვას:  

    რა ხდება?  ხდება ძალიან ცუდი რამ, რასაც ყველა ჩვენგანი ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით და რამაც შეიძლება დააკნინოს მთელი ერი.

    ვინ არის დამნაშავე იმაში, რაც ხდება?  თითოეული ჩვენგანი, რადგან ყველაფრის დათმობამ, უნებისყოფობამ, მერყეობამ, უდარდელობამ, უპრინციპობამ და ქრონიკულმა საქმის "ხვალისთვის" გადადებამ მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომელშიც იმყოფება დღეს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა.

    რა იქნება ხვალ, თუ არ გავაკეთებთ სათანადო დასკვნებს? ალბათ, უპრიანია ამ კითხვას შეძლებისდაგვარად გაეცეს ამომწურავი პასუხი. თუმცა წინა ორი კითხვის (რა ხდება? - ვინ არის დამნაშავე, რაც ხდება?) პასუხები მოკლე და მშრალი იყო, რათა მკითხველს მისცემოდა საშუალება, თავად განესაჯა და ჩამოეყალიბებინა საკუთარი აზრი. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ყველა ერთნაირად ვაზროვნებდეთ და ერთი და იმავე დოგმებით ვხელძღვანელობდეთ. ამავე დროს, გარდაუვალია შეხედულებათა კონცეპტუალური თანხვედრა თუნდაც ათი მცნების ირგვლივ ერის სატკივრის მიმართ და მისი ხვალინდელი დღის შეფასებაში. ვიყოთ, გულახდილნი იმაში, რომ ზოგადი მსჯელობის დროს თითქმის ყველა ქართველს და საქართველოს მიწაზე მცხოვრებს გარკვეულად პატრიოტული გრძნობები ამოძრავებს-ზოგს მეტად, ზოგს კი ნაკლებად.

    ილია ჭავჭავაძის მოძღვრების დიდი ნაწილი ზუსტად ამ თემას ეძღვნება. საზოგადოების კეთილდღეობის საფუძველს იგი ხედავდა თვით საზოგადოების წევრთა ინტერესების გაერთიანებაში, იმ შეგნების დანერგვაში, რომ ერთი მეორეს ეხმარებოდეს, დღევანდელი ნერგი ხვალინდელ დღეს ემსახურებოდეს. პიროვნების როლიც ამ საქმეში მას სხვანაირად ვერ წარმოედგინა:

    "თუ სახელის შოვნა გინდა,

    დღეს ისეთი ნერგი დარგე,  

    რომ ხვალემა მადლობით სთქვას;

    ნანებითა შენით მარგე".

      ქართულ ხალხურ სიბრძნეშიც ბევრია ამ სენტენციის დამადასტურებელი ფილოსოფიური აზრი, რო,ელთაც დიდი ილია გადმოსცემს შემდეგ სტრიქონებში:

    "კაცად მაშინ ხარ საქები,

    თუ ეს წესი წესად დარგე:

    ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო-

    აბა მე დღეს ვის რა ვარგე?"

    "წუთისოფელი ასეა:

    ღამე დღეს უთენებია,

    რაც მტრობას დაუქცევია-

    საყვარელს უშენებია."

    ეს - უკვდავი ჭეშმარიტებაა, მაგრამ, ჩვენდა სავალალოდ, არც თუ იშვიათად მეგობრობის ადგილს - მტრობა, ხოლო სიყვარულის სიძულვილი იკავებს და ზუსტად აქედან მომდინარეობს პიროვნული და საზოგადოებრივი უბედურებანი. ამ უბედურებათა დასაძლევად ისევ ახალი სისხლი იღვრება და ერთ, უკვე ჩადენილ დანაშაულს ახალი ემატება. ძნელია მადლი გააჩინო ქვეყანაში, სადაც გონება დათრგუნულია და ყველაფერი ძალას ემყარება.

    შექმნილი ვითარება ფაქტია. მას გვერდს ვერ აუვლი. რა ვუყოთ, თუ ასე ხდება ცხოვრებაში. მიუხედავად ამისა, ადამიანი არ უნდა შეუშინდეს უსამართლობას. მისი ვალია ებრძოლოს უკანონობას, მცდარი გზით მიმავალ ქვეყანას სიმართლის გზა უჩვენოს, თუნდაც ამის გამო მავანთა წყრომა დაიმსახუროს. სხვა გზა არ არსებობს. არავინ, გარდა ჩვენივე ერის შვილებისა, არ იზრუნებს ერის გაჯანსაღებაზე. ჩვენი ვალია, მივხედოთ და მოვუაროთ ჩვენს ჭირვარამს, მაგრამ არა ისე, როგორც დღემდე - გვერდზე მდგომი სეირის მაყურებლის როლში, თითქოსდა ერის და ქვეყნის სატკივარი ჩვენი სატკივარი არ იყოს.

    ერის შვილობა და პატრიოტობა ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ყველა, ვისაც შესტკივა გული საქართველოს ხვალინდელ დღეზე, არა დეკლარაციებით, არამედ რეალური საქმით ჩადგეს ერის სამსახურში. ოპონენტები ნუ გამიგებენ ამ მოწოდებას, როგორც ლოზუნგს. ყველამ, დიდმა თუ პატარამ, საქართველოს ყველა გულშემატკივარმა უნდა მოძებნოს თავისი შესატყვისი, ღირსეული ადგილი კრიზისის დაძლევისა და ქვეყნის აღორძინების საქმეში, ზოგადსაკაცობრიო პრინციპებისა და იდეალების გათვალისწინებით სინდისიერად შეასრულოს პირადი, პერსონალური მოვალეობა. ცხადია, რომ წვლილი თანაბარი არ იქნება, ვინაიდან ადამიანთა შესაძლებლობები განსხვავებულია.

    აქედან გამომდინარე, ქვეყნის ყველა მცხოვრებმა უნდა მოძებნოს თავისი ადგილი ეროვნული მეურნეობის ინფრასტრუქტურაში, წამყვანი როლი კი უნდა მიენიჭოს მათ, ვინც აკმაყოფილებს იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებიც სავალდებულოა ცივილიზებული სამყაროს მმართველთათვის, კერძოდ, ესენია:  

    მოქალაქეობრივი თვისებები; პროფესიონალიზმი; ორგანიზატორული და კომუნიკაციური უნარი; ფიზიკური ჯანმრთელობა; ზნეობრივი თვისებები.

    რას ნიშნავს თითოეული მათგანი:

     - მოქალაქეობრივი თვისებები უნდა გავიგოთ ასე, რომ მმართველი, ანუ სხვის ბედზე პასუხისმგებელი პიროვნება, პირველყოვლისა, თვითონ უნდა იყოს ქვეყნის ღირსეული მოქალაქე, უნდა ერკვეოდეს სახელმწიფოში მოქმედ კანონებსა და საკანონმდებლო აქტებში. სრულყოფილად იცოდეს მოქალაქის უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობანი.

    - პროფესიონალური მახასიათებლები გულისხმობენ, რომ შეეძლოს ყველასთან გამოძებნოს საერთო ენა, სწორედ შეაფასოს პრობლემა და მოძებნოს გადაწყვეტის ოპტიმალური გზები;

    - ფიზიკური ჯანმრთელობა. ეს ის მახასიათებელია, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ ჯანსაღ სხეულში - ჯანსაღი სულია და ხელმძღვანელი, რომელსაც პირადად რაღაც აწუხებს, სხვის გაჭირვებას ნაკლებად აღიქვამს და, მით უმეტეს, ვერ შეძლებს გაიზიაროს სხვისი სატკივარი.

    მაღალი ზნეობრივი თვისებები კი აუცილებელია ხელმძღვანელისათვის იმისათვის, რომ მას ჰქონდეს მორალური უფლება, ხელქვეითებს მოუწოდოს მაღალი ზნეობისაკენ, იყოს მათთვის მაგალითის მიმცემი. აღნიშნული ხუთივე თვისება, ჩვენი ღრმა რწმენით, შეეხება ყველა ხელმძღვანელს მართვის ყველა დონეზე, ვინაიდან მათ ევალებათ ქვეყნის ხვალინდელი დღის ბედის გადაწყვეტა.

    ადამიანთა სიბრძნეს საზოგადოება კრებდა, აანალიზებდა, ინახავდა და გადასცემდა მომავალ თაობებს.  განვითარების ყველა ეტაპს დიდი წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერულ მსოფლმხედველობის განვითარებისა და პიროვნებათა თვალსაწიერის ჩამოყალიბებაში. ამ საკითხების მიმართაც დედამიწაზე სხვა და სხვა დროს განსხვავებული აზრი ყალიბებდებოდა. განსხვავებული შეხედულებანი მრავალი დარგის მეცნიერთა მიდგომებიდან გამომდინარეობდა. სამართლის სპეციალისტები, ფილოლოგები, პოლიტოლოგები, სოციოლოგები, ეკონომისტები არ შეიძლებოდა ერთნაირი კრიტერიუმებით მისდგომოდნენ ადამიანისა და საზოგადოების განვითარების ეტაპების დახასიათებას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის მაინც ყალიბდებოდა შეხედულებათა განსხვავების მიუხედავად. მაგალითად, XX საუკუნის მეცნიერ-ეკონომისტთა აზრით საზოგადოების განვითარება დედამიწაზე პირობითად შეიძლება დაიყოს სამ ძირითად ეტაპად: I-ძველი სამყარო - პირველყოფილი-თემური და მონათლობელური წყობილებით; II-შუა საუკუნეები - ფეოდალური ეპოქა; III-ახალი დრო-ანუ კაპიტალიზმის ეპოქა.

    არსებობს გრადაციის ანუ დაყოფის სხვა მიდგომებიც, მაგრამ ჩვენი მიზანია ძირითადად განვიხილოთ ამ საკითხებისადმი სხვადასხვა პერიოდის ეკონომისტთა დამოკიდებულება.

    გერმანული ეკონომისტი ფ. ლისტი (1784-1846 წწ.) ნაშრომში "პოლიტიკური ეკონომიის ეროვნული სისტემა" (1841წ.) კაცობრიობის ისტორიულ განვითარებას ყოფს ხუთ სტადიად: ველურობა, მწყემსობა, მიწათმოქმედება, მიწათმოქმედება-მანუფაქტურა-კომერცია. შეიძლება ითქვას რომ ფ. ლისტის სტადიები ითვალისწინებს განვითარების პირველ ეტაპს და მეოთხე სტადია საშუალო საუკუნეებს ეხება, მეხუთე კი ახალ დროს, ანუ კაპიტალიზმის ეპოქას.

    ამერიკულმა ეთნოგრაფმა და ისტორიკოსმა ლუის მორგანმა (1818-1881წწ) ნაშრომში "ძველი საზოგადოება" საწარმოო ძალთა განვითარების მიხედვით პირველყოფილი წყობილება ორ ძირითად საფეხურად წარმოაჩინა: ველურობად და ბარბაროსობად.

    გერმანული ეკონომისტი კარლ იოჰან როდბერტუსი-იაგეცოვი (1805-1875წწ) საზოგადოების განვითარების საფუძვლად მიიჩნევდა სახელმწიფოთა შექმნისა და განვითარების საფეხურებს და საკუთრებისადმი დამოკიდებულების ხასიათს. მან გამოყო სამი ძირითადი საფეხური:

    1. ანტიკური ეპოქა; 2. ფეოდალიზმი და 3. კაპიტალიზმი. მას ეკუთვნის იდეა "პრუსიული სახელმწიფო სოციალიზმისა", მის შრომებში აისახა მიწის რენტისა და მოგების საკითხები.

    ამერიკულმა სოციოლოგმა და ეკონომისტმა უოლტ როსტოუმ (დ. 1916წ.) წამოაყენა ეგრეთწოდებული ეკონომიკური განვითარების სტადიათა თეორია, რომელშიც გამორიცხავდა ტექნიკური განვითარების გავლენას საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე. თავის ნაშრომში "ეკონომიკური ზრდის სტადიები" (1961). მან წარმოადგინა საზოგადოების განვითარების თავისეული პერიოდიზაცია:

    1. ტრადიციული საზოგადოება (პირველყოფილი თემური, მონათმფლობელური, ფეოდალური);

    2. გარდამავალი საზოგადოება (დასავლეთ ევროპისათვის XVII საუკუნის ბოლო და XVIII საუკუნის დასაწყისი). ეს პერიოდი ხასიათდება დაბალი შრომისნაყოფიერებით;

    3. "აღმავლობის სტადია" (დაიწყო ინგლისში XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში). მისთვის დამახასიათებელია წარმოების და საზოგადოების ინფრასტრუქტურის განვითარება.

    4. "სწრაფი განვითარების სტადია". ეს ის ეტაპია, როდესაც ეროვნული მეურნეობა მსოფლიო მეურნეობის ნაწილად იქცევა და ეროვნული შემოსავლის ზრდა უსწრებს მოსახლეობის მატებას.

    5. "მაღალი მასობრივი მოხმარების ერა". ამ პერიოდში საზოგადოების მთავარი ინტერესები წარმოების პრობლემებიდან ინაცვლებს მოხმარებისა და კეთილდღეობის პრობლემებისაკენ.

    ჩვენი აზრით, უფრო სრულყოფილია საზოგადოების განვითარების ეტაპების ისტორიოგრაფიული პერიოდიზაცია, რომლის მიხედვითაც კაცობრიობამ გაიარა ხუთი სოციალურ - ეკონომიკური ფორმაცია, სახელდობრ:

    I. მეურნეობის პირველყოფილი-თემური ფორმა, შესაბამისი საზოგადოებრივ-წარმოებითი ურთიერთობით. საგულისხმოა, რომ ეს ფორმა შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე სამართლიან ფორმად, ვინაიდან ყველა შრომობდა შესაძლებლობის ფარგლებში და ყველა საზრდოობდა მოთხოვნილების შესაბამისად.

    II. მეურნეობის მონათმფლობელური სისტემა - მას ვუწოდებთ სამართლიანს? თუმცა კაცობრიობის განვითარების ამ ეტაპმა დიდი კვალი დატოვა დედამიწაზე ისტორიულ ძეგლთა სახით, რომელთა აგება მხოლოდ მონური შრომით იყო შესაძლებელი იმ პირობებში.

    III. მეურნეობის ფეოდალური სისტემა, რომელიც ხასიათდება მიწათმფლობელთა ფენის ჩამოყალიბებითა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუციონალიზმის საფუძვლების შექმნით. მართალია, მას სამართლიანი არ შეიძლება ეწოდოს, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ბატონყმობის გაუქმების აუცილებლობა ამ ეპოქაში იშვა.

    IV. მეურნეობის კაპიტალისტური სისტემა. ამ ეტაპის დასაწყისი კაცობრიობის განვითარების ისტორიაში შეიძლება დათარიღდეს მეცხრამეტე საუკუნის სამოციანი - სამოცდაათიანი წლებით, ჩვენთან, კი საქართველოში, კონკრეტულად 1864 წლით. თუმცა კაპიტალიზმის ელემენტთა ჩანასახები უკვე XVI საუკუნიდან გვხვდება. ბურჟუაზიული მეცნიერების განმარტებით კაპიტალიზმის საწყის ეტაპს, ანუ კაპიტალის აქტიური დაგროვების პერიოდს "მტაცებლური კაპიტალიზმის" პერიოდი ეწოდა. კომუნისტური იდეოლოგიის  აპოლოგეტები იმპერიალიზმს კაპიტალიზმის მეორე ფაზას უწოდებენ ანუ კაპიტალიზმის განვითარებულ პერიოდს, რომელსაც მოჰყვა ნეოკოლონიალიზმი და ორი მსოფლიო ომი. შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ კაცობრიობის განვითარების IV ეტაპი თავის წინამორბედზე პროგრესული იყო.

    V. შერეული - საბაზრო სოციალური სისტემების ჩამოყალიბება, ეროვნულ მეურნეობათა ინტეგრირება მსოფლიო ეკონომიკურ მეურნეობაში. ეს პერიოდი, ალბათ, ყველაზე საინტერესოც უნდა იყოს ჩვენთვის, ვინაიდან ჩვენ სწორედ ამ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება. მისი ჩამოყალიბება, ფაქტობრივად, მეორე მსოფლიო ომის დასრულებით იწყება. შეიძლება ითქვას, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების შექმნამ საფუძველი დაუდო კაცობრიობის განვითარების ახალ ეტაპს. როგორ შეიძლება დავახასიათოთ იგი?.....

    ავტორი :ოლეგ ეჯიბაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ეკონომიკა | | პოლიტოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სხვა ვარ სპეციალისტი ტენდერები/გრანტები კურსები/ტრენინგები/სტაჟირება კონფერენციები/ღონისძიებები ვიყიდი ტურიზმი/დასვენება/გართობა ხელოვნება/კულტურა ვცვლი მომსახურება სტიპენდიები ფიზიკური კულტურა/სპორტი ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა სასწავლო პროგრამები განათლება/სწავლება ვეძებ სპეციალისტს გავაჩუქებ ვყიდი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024