ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში AUBG
აცხადებს კონკურს ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ დაწესებული სტიპენდიის მოსაპოვებლად 2012/2013 სასწავლო წლისათვის შემდეგ საბაკალავრო ფაკულტეტებზე:
ბიზნეს ადმინისტრაცია ეკონომიკა კომპიუტერული მეცნიერებები ევროპული პოლიტიკა ისტორია და ცივილიზაცია საინფორმაციო სისტემები ჟურნალისტიკა / მასობრივი კომუნიკაციები პოლიტიკური მეცნიერება / საერთაშორისო ურთიერთობები მათემატიკა
უნივერსიტეტში სწავლა ოთხწლიანია. ღია საზოგადოების ინსტიტუტი აბიტურიენტებს სთავაზობს როგორც სრულ სტიპენდიას, ასევე ნაწილობრივ ფინანსურ დახმარებასაც.
ღია საზოგადოების ინსტიტუტის სრული სტიპენდია ფარავს სწავლის, ცხოვრებისა და სტუდენტური აქტივობისათვის განკუთვნილ თანხებს. სტუდენტს გადასახდელი ექნება ვიზის, მგზავრობის, კვების, წიგნების, ჯანმრთელობის დაზღვევისა და ბულგარეთში დროებით ცხოვრების უფლების ღირებულება. ნაწილობრივი ფინანსური დახმარების ოდენობა კი დამოკიდებული იქნება აპლიკანტთა აკადემიურ მოსწრებასა და მათი ოჯახების ეკონომიურ მდგომარეობაზე.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველები უნდა სწავლობდნენ საშუალო სკოლის დამამთავრებელ კლასში ან იყვნენ აბიტურიენტები. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პირველი კურსის სტუდენტებსაც. უნივერსიტეტში სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. მიღება იწარმოებს კონკურსის საფუძველზე. აბიტურიენტები აბარებენ TOEFL–სა და SAT-ს ტესტებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: http://cie.ge/index.php?menuid=4&lang=1&id=6&page=1
|