ჯანმრთელობის მხრივ. წლის დასაწყისი უკავშირდება მრავალ დღესასწაულს და დაუსრულებელ სუფრებს, ზოგჯერ უზომო ჭამასა და სმას. მათი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე ყოველთვის სასიკეთო არ არის, რამაც მოგვიანებით ჯანმრთელობის გართულების სახით შეიძლება ხშირად გაგვახსენოს თავი. კირჩხიბი ამ მხრივ ზიანის გარეშე შესძლებს ამ წლის გავლას. ოღონდ გაზაფხულისთვის დამახასიათებელი ავიტამინოზის და დეპრესიულობის პროფილაქტიკის მიზნით ამ პერიოდში უმჯობესი იქნება ფეხით გასეირნების და ფიზიკური ვარჯიშების დაწყება. ზაფხულში უნდა ვივარაუდოთ სტრესებისა და ნერვული დაუძლურების შესაძლებლობა. მაგრამ შემოდგომა სასიკეთო იქნება და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა დავიწყებას მიეცემა.
კარიერის თვალსაზრისით. წლის პირველი ნახევარი კირჩხიბისთვის ფაქტიურად მეორე - კულმინაციური პერიოდის მოსამზადებელ ეტაპად იქცევა. ამ წელიწადში მას კარიერაში ზრდის საფუძვლიანი იმედი უნდა გააჩნდეს. შესაძლოა, რომ სამსახურის ან საქმიანობის შეცვლაც მოუწიოს, მაგრამ ეს ძველის უვარგისობასთან ან მის დაკარგვასთან არ იქნება დაკავშირებული, არამედ ახლის მშვენიერი პერსპექტივით იქნება განპირობებული.
ფინანსებში. კირჩხიბისთვის 2012 წლის ფინანსური ასტროლოგიური პროგნოზი სავსებით ნათელია: სავარაუდოა შემოსავლების საგრძნობი ზრდა. ამის მიუხედავად კირჩხიბი უთავბოლოდ მხარჯველი არ გახდება, პირიქით ყველა შეძენას გულმოდგინედ დაგეგმავს და ოჯახის ბიუჯეტს ზედმიწევნით აღრიცხავს და გაიანგარიშებს.
პირად ცხოვრებაში. კარიერულისგან განსხვავებით რომანტიულ ჰორიზონტზე ამ წლის განმავლობაში მნიშვნელოვან აღმაფრენას არ უნდა ველოდოთ. მაგრამ ეს გარემო კირჩხიბს განწყობას არ გაუფუჭებს. ამის მიუხედავად, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ოქტომბრის პირველ ნახევარში გულის სარკმელში „მზზის სხივმაც“ შეიძლება შემოანათოს, ამიტომ ეს მომენტი მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს.
გაეცანით 2012 წლის ლომის ჰოროსკოპს
წყარო: gadalka.uz/china_goroskop/year |