ჯანმრთელობის მხრივ. ამ წელიწადში ლომები შევლენ იმ შეგრძნებითა და განწყობით, რომ მათი ჯანმრთელობის რეზერვი ამოუწურავია და ამიტომ შეუზღუდავად, უყაირათოდ შეუძლიათ გახარჯონ ეს პოტენციალი, მიიყვანონ საკუთარი თავი უძილობამდე ან სტრესამდე. მართალია, მათი ორგანიზმი შესძლებს დამცავი ძალების მობილიზაციას, ნერვული გამოფიტვის დაძლევას და ნორმალურ მდგომარეობამდე მისვლას, მაგრამ უმჯობესი იქნება არ დაივიწყონ ეს ნაკლებად სასიკეთო გამოცდილება და შემოდგომაზე გონივრულად, საზრიანად მოიხმარონ აღდგენილი ძალები.
კარიერის თვალსაზრისით წლის პირველ ნახევარში სრული უძრაობა იქნება. არანაკლებ ყურადსაღებია, რომ იანვარსა და თებერვალში მოსალოდნელია საეჭვო გეგმებსა და პროექტებში ჩათრევის მცდელობები. იმ შემთხვევაში თუ ლომი გადაივლის ამ რუბიკონს შემდგომში მისი ჰოროსკოპი მხოლოდ სრულ წარმატებას სთავაზობს. კარიერის მხრივ ბრწყინვალე აღმაფრენა ისეთი შეგრძნებით ვითომ ყველაფერი თავისთავად მოდის.
ფინანსებში. არ არის მიზანშეწონილი რომ მეგობრები დაუშვათ თქვენი ფინანსური პრობლემების გადასაწყვეტად, ისინი აუცილებლად გამოიჩენენ დაუდევრობას ან წინდაუხედაობას, რის შედეგადაც უშუალოდ თქვენ მოგიწევთ გართულებული პრობლემების გადაწყვეტა. აგვისტოს პირველ ნახევარში ყურადღების მიქცევას მოითხოვენ ანდერძებთან, დაზღვევასთან, გადასახადებთან დაკავშირებული საკითხები. ამ პერიოდში, რომ იტყვიან ხოლმე, ვარსკვლავებიც კი ყველანაირად შეგიწყობენ ხელს.
პირად ცხოვრებაში. ამ წელს ლომი მუდმივად თაყვანისმცემლობით იქნება გარემოცული. ივლისის თვიდან მოსალოდნელია დიდი გრძნობის ან დიდი აღიარებისა და ავტორიტეტის მქონე თაყვანისმცემელის გაჩენა.
გაეცანით ქალწულის ჰოროსკოპს
წყარო: gadalka.uz/china_goroskop/year |