ჯანმრთელობის მხრივ. ჰოროსკოპი მიუთითებს ქალწულს იმაზე, რომ 2012 წლის პირველივე თვეებიდან ჯანმრთელობის ნორმალიზაციისთვის უნდა გაატაროს პროფილაქტიკური ხასიათის ზომები. ამისთვის სავსებით საკმარისი იქნება ფიტოთერაპიის, არომათერაპიისა და სხვა ბუნებრივი საშუალებების გამოიყენება. წლის დასაწყისიდან ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამგვარი ზრუნვა საფუძველს შეუქმნის მის სტაბილურობას მთელი წლის განმავლობაში.
კარიერის თვალსაზრისით. თებერვალ - აპრილში პროფესიულ სფეროში ქალწულისთვის მოსალოდნელია ცვლილებები: შესაძლოა სამსახურის უფრო უკეთესზე შეცვლა, ან კარიერული დაწინაურება. ამ ცვლილებების ეფექტმა ყველანაირ მოლოდინსაც კი შეიძლება გადააჭარბოს, იმავდროულად მიღწევისთვის ტიტანურ ძალისხმევას მოითხოვს. არ არის გამორიცხული, რომ ამ პროცესში ქალწულს კოლეგების მხრიდან ყოვლად დაუშვებელი ქცევა და არაკორეკტული დამოკიდებულებაც დახვდეს.
ფინანსებში. ამ წლის განმავლობაში მხრივ ქალწულმა არ უნდა განიცადოს ფულადი სახსრების ნაკლებობა. მოსალოდნელია ავტომობილის, ბინის თუ აგარაკის რემონტის ან შეძენის თაობაზე მისი გეგმების რეალიზაცია, იმავდროულად მიზანშეწონილი არ არის ძვირად ღირებული, მაგრამ პრაქტიკულად გამოუსადეგარი ნივთების შეძენისთვის მნიშვნელოვანი სახსრების ხარჯვა. შემოინახეთ ეს სახსრები და მოგვიანებით უფრო შეღავათიანად შესძლებთ ჩაფიქრებული შეძენის განხორციელებას. მაგრამ შემონახულ თანხას უნდა მოუფრთხილდეთ, ვინაიდან არ არის გამორიცხული, რომ ეს ფული დაკარგოთ ან მოგპარონ.
პირად ცხოვრებაში. დაოჯახებულ ქალწულებს ახლობლებთან ურთიერთობაში შესაძლოა შეექმნათ სირთულეები იმის გამო, რომ დიდ დროს დაუთმობენ სამსახურის და პირადი საქმეების მოგვარებას. დაუოჯახებლს კი სერიოზული ხასიათის ურთიერთობების დამყარების მრავალი შანსი გაუჩნდება. ოქტომბერ - ნოემბერში დიდია დაქორწინების ალბათობა.
წყარო: gadalka.uz/china_goroskop/year
გაეცანით სასწორის ჰოროსკოპს |