ჯანმრთელობის მხრივ. წინა წელს დაგროვებული ჯანმრთელობის პოტენციალი საკმარისი იქნება 2012 წლის შემოდგომამდე. ჰოროსკოპის ამ ნიშნის ადამიანებს არ შეუქმნიან პრობლემებს არც გაზაფხულზე მოსალოდნელი გრიპის დაავადებები და არც ნერვული სისტემის შესაძლო დატვირთვები. მხოლოდ შემოდგომისკენ ისინი იგრძნობენ შეუძლოდ ყოფნის და დაღლილობის პირველ ნიშნებს. რაც მეტყველებს იმაზე, რომ ურიგო არ იქნება საჭირო პროფილაქტიკური ზომების გატარება.
კარიერის თვალსაზრისით. 2011 წლის განმავლობაში სასწორის ნიშნის ადამიანი დაძაბულად შრომობდა და ამით საფუძველი ჩაუყარა მომავალ წარმატებებს. 2012 წელს მას უნდა დაუდგეს „უხვი მოსავლის“ აღების დრო. ეს წელიწადი მთლიანად ჩაივლის შემოქმედებისა და არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღების კალაპოტში.
ფინანსებში. ფინანსურ საკითხში სასწორს მოუწევს ინტუიციის გამომჟღავნება, რაც ყველაზე საიმედო გახდება მოსალოდნელი მოტყუების თავიდან არიდებისთვის. მარტი და აპრილი შესაძლოა გახდეს შემოსავლების გაზრდისთვის ნაყოფიერი პერიოდი, ხოლო აგვისტოს მეორე ნახევარში ალბათ უნდა ელოდოს წარმატებული ფინანსური ოპერაციების შედეგებს. ნოემბერში კი საჭირო იქნება მაქსიმალური სიფრთხილის გამოიჩინა.
პირად ცხოვრებაში. როგორც წესია, რომანტიულ ურთიერთობებში სასწორი არ წარმოადგენს დომინანტს. რაც ეხება 2012 წელს, პირად ცხოვრებასა და პირად ურთიერთობაში სასწორი წამყვანი გახდება თებერვლის, მარტის, ივნისისა და ნოემბრის თვეებში. დანარჩენ პერიოდში ამ მხრივ ის დარჩება მისთვის ჩვეულ რეჟიმში.
წყარო: gadalka.uz/china_goroskop/year
გაეცანით მორიელის ჰოროსკოპს |