ჯანმრთელობის მხრივ. მორიელს შეიძლება მიაჩნდეს, რომ მისი ორგანიზმის რეზერვი უსასრულოა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ამ სახის განცდა სასიკეთოა ვინაიდან შეუქმნის შეგრძნებას, რომ ყველაფერს შესძლებენ. მიუხედავად ამისა პროფილაქტიკური ხასიათის ზომები, როგორიცაა მდგრადი ფიზიკური ფორმის შენარჩუნება, სათანადო დასვენება, განტვირთვის დღეები და ვიტამინების მიღება არავითარ შემთხვევაში ზედმეტი არ იქნება. ტრავმის მიღების შესაძლებლობის გაზრდის გამო განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ სპორტის ექსტრემალური სახეობების მოყვარულებმა და მძღოლებმა.
კარიერის თვალსაზრისით. შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის ჰოროსკოპი მორიელს არ უტოვებს სერიოზული კარიერული დაწინაურების საგრძნობ შანსს. დღის უმეტეს ნაწილში მას მოუწევს რუტინული ხასიათის საქმიანობა, შესაძლოა დამატებითი ცოდნისა და უნარ-ჩვევის შეძენაც გახდეს საჭირო. სასიკეთო პერიოდი ამ მხრივ შესაძლოა მაისი და ივნისი გახდეს. ეცადეთ, რომ არ გამოტოვოთ ეს დრო და შანსი. გამონაკლისს მხოლოდ შემოქმედებითი პროფესიების ადამიანები წარმოადგენენ, მათ შეიძლება გააჩნდეთ მნიშვნელოვანი წარმატებისა და აღიარების იმედი.
ფინანსებში. შემოსავლის მიღების მხრივ ეს წელიწადი მორიელისთვის არ უნდა იყოს ურიგო. მართალია, ამის მისაღწევად საკმაო შრომა გახდება საჭირო. მაგრამ ერთი ხელის მოქნევით, ერთდროულად დიდი თანხის მიღება არ გიღირთ, ვინაიდან ერთჯერად დიდ შემოსავალს არანაკლები დანაკარგი ან ზარალიც შეიძლება მოჰყვეს.
პირად ცხოვრებაში. ყველა წარუმატებლობა პროფესიულ ან ფინანსურ საქმიანობაში დიდ წილად იქნება კომპენსირებული რომანტიული ურთიერთობების ფრონტზე. დაოჯახებულ მორიელს ოჯახურ ცხოვრებაში სრული იდილია შეექმნება ყოველგვარი სკანდალების და ურთიერთობათა გარკვევის გარეშე. დაუქორწინებელ მორიელს კი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ზიანის გარეშე თბილი და სასიამოვნო ურთიერთობები ელიან.
წყარო: gadalka.uz/china_goroskop/year
გაეცანით მშვილდოსნის ჰოროსკოპს |