ჯანმრთელობის მხრივ. ამ წელიწადში მშვილდოსანმა გადაჭარბებულად არ უნდა შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები. დროულად თუ არ მიხედა პირად ჯანმრთელობას დაგროვებული პოტენციალი ზაფხულამდე არც ეყოფა. შემდეგ კი შეიძლება დაემართოს სტრესები, დაეწყოს ნერვული დაცლა, ქრონიკული დაავადებების გართულება. ამის გათვალისწინებით არ უნდა უგულველყოს პროფილაქტიკური ხასიათის ღონისძიებების ჩატარება. სასურველ ეფექტს შეიძლება მიაღწიოს მასაჟის კურსის ჩატარებით, იოგის ან სხვა ფიზიკური ვარჯიშების მეშვეობით.
კარიერის თვალსაზრისით. ცხოვრების ამ სფეროში ყველაფერი სრულ წესრიგში იქნება. 2012 წლის ასტროლოგიური პროგნოზით მონდომების შემთხვევაში კარიერული წინსვლა უზრუნველყოფილია. პროფესიული საქმიანობის ასპარეზზე მშვილდოსანი მზად იქნება უზარმაზარი ძვრების მოსახდენად. განსაკუთრებულ წინდახედულობასა და სიფრთხილეს მოითხოვს წლის ერთი მოკლე მონაკვეთი - ოქტომბრის მეორე დეკადა.
ფინანსებში. ამ წლის განმავლობაში შემოსავალი სავსებით საკმარისი და სტაბილური იქნება. სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ისევ ოქტომბრის თვეში, განსაკუთრებულად კი მის შუა რიცხვებში, ვინაიდან ამ პერიოდში დანაკარგი შესაძლოა საკმაოდ დიდ თანხაში აისახოს. საქმიანობაში არ უნდა ეყრდნობოდეს ექსტრასენსების და მკითხავების რჩევებს.
პირად ცხოვრებაში. პირად ცხოვრებასა და ურთიერთობებში ეს წელი საკმაოდ რთული იქნება. აგვისტო - პოტენციალური კონფლიქტების პერიოდია. დეკემბრის თვემდე დარჩენილ მომდევნო პერიოდშიც უკიდურესი წინდახედულობა და სიფრთხილე უნდა გამოავლინოს ახალი კონტაქტებისა და ნაცნობობის გაჩენის დროს. ძველი, უკვე ჩამოყალიბებული ურთიერთობაც ჩიხში შეიძლება შევიდეს. მოთმინება უნდა იქონიოს ვინაიდან ნოემბრის თვიდან მის ცხოვრებაში დაიწყება სასიკეთო და ძალიან რომანტიული პერიოდი.
წაიკითხეთ თხის რქის ჰოროსკოპი
წყარო: gadalka.uz/china_goroskop/year |