ჯანმრთელობის მხრივ. ფიზიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით ეს წელიწადი თხის რქას დიდ საფრთხეებს არ შეუქმნის. ოდნავ უფრო რთული იქნება ემოციურ სფეროსთან დაკავშირებული სიტუაცია. თავისი ბუნებით თხის რქა - მშრომელია და გადამეტებული დაძაბვისა და ძილის მუდმივად მოკლების გამო საკუთარი თავი შეუძლია ქრონიკულ უძილობამდე და ნერვულ არასტაბილურობამდე მიიყვანოს. მაგრამ ზაფხულის დასასრულს ის მივა დასკვნამდე, რომ ცხოვრების ამგვარად გაგრძელება უკვე შეუძლებელია და იძულებული გახდება მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას.
კარიერის თვალსაზრისით. ამ დრომდე პროფესიულ სფეროში არსებული ძველი სამსახურებრივი მოვალეობები და საქმის ვითარება ამოწურავენ საკუთარ თავს. ეს გარემოება იმდენად გამოაშკარავდება, რომ თხის რქა საქმიანობასა და კარიერის აგებაში კარდინალურ გარდაქმნებს დაიწყებს. ეს ეტაპი, რომელიც ივნისში დაიწყება, ოქტომბრის დასაწყისისთვის სულ სხვა, ახალ, საკმაოდ მნიშვნელოვან კარიერულ დონეზე გაიყვანს. ოღონდ გაზაფხულსა და ზაფხულში საჭირო იქნება, რომ მოერიდოს მივლინებაში წასვლას.
ფინანსებში. ამ სფეროში თხის რქამ დაგეგმვის და ეკონომიის პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს. არ უნდა იხიბლებოდეს მიმზიდველი მაგრამ არასასარგებლო ხარჯებით. ახალი გეგმები - შემოსავლების სხვა წყაროების მოძებნას მოითხოვენ და მათ მოპოებას თხის რქა დიდ დროს დაუთმობს.
პირად ცხოვრებაში. პირად და რომანტიულ ურთიერთობებში 2012 წლის ჰოროსკოპი თხის რქას ცვლილებებს შესთავაზებს. აქამდე არსებული ურთიერთობები განიცდიან თვისობრივ ტრანსფორმაციას, რაც კარიერული ცვლილებების გამოძახილითაც შეიძლება იყოს გამოწვეული. თხის რქა ლოიალური უნდა გახდეს საკუთარი პარტნიორის მიმართ იმ ვარაუდით, რომ პარტნიორსაც ბევრი სირთულის გადალახვა მოუწევს და ამის გამო მხარი უნდა დაუჭიროს მას!
ხვალ წაიკითხეთ მერწყულის ჰოროსკოპი
წყარო: gadalka.uz/china_goroskop/year |