ჯანმრთელობის მხრივ. საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა წლის დასაწყისიდან უნდა გამოიჩინო. წინააღმდეგ შემთხვევაში გაზაფხულის დადგომისთანავე დაიწყება დაგროვებული პოტენციალის საგრძნობი კლება, რაც აისახება ცხოვრების უმეტეს სფეროში, მოვლენების მიმართ და ადამიანებთან ურთიერთობაში ხშირად გამოავლენთ გაღიზიანებას, ნერვულ სისტემაშიც შეგექმნებათ პრობლემები. არ შეეგუოთ მავნე ჩვევებს, ეცადეთ მოიცილოთ ისინი, სიფრთხილით მოეკიდეთ ყოველგვარ დიეტებს, უმჯობესია ზომიერების ფარგლებში გაიკაჟოთ ორგანიზმი, დააბალანსეთ კვების რაციონი.
კარიერის თვალსაზრისით. გასულმა წელმა უკვე დაუდო საფუძველი თქვენ მომავალ კარიერულ სვლას. ამ მოსალოდნელ ცვლილებებს მერწყულმა უნდა აუბას ნაბიჯი. არ უნდა შეუშინდეს არც მუშაობის ახალ მეთოდებს და არც საქმიანობის ახალ სფეროებს, ჩვეულისგან მათი სრული განსხვავებულების მიუხედავად და იმ შემთხვევაშიც კი თუ გარემოცვიდან ვინმე ვერ გაუგებს მათ.
ფინანსებში. 2012 წლის ჰოროსკოპი მერწყულისთვის სტაბილურ შემოსავლებს ვარაუდობს, ახალი გარიგებებისთვის და ფინანსური საკითხების გადაწყვეტისთვის განსაკუთრებულად ხელსაყრელი მარტი და ნოემბრის თვე სახელდება.
პირად ცხოვრებაში. ამ წლის პირველი რვა თვის განმავლობაში მერწყული გაბედული და პოპულარული იქნება პირად (ინტიმურ) ურთიერთობებში, არ არის გამორიცხული, რომ ამ პერიოდში ის შესაძლოა გადამეტებულად თამამი და კონფლიქტურიც გახდეს. ამის გამო რომანტიულ და სასიყვარულო წარმატებებს ხშირად სადაო და არასასიამოვნო სიტუაციები ჩაანაცვლებენ და ურთიერთობის ყველა ნიუანსი მხოლოდ შემოდგომისკენ დალაგდება. ამ პერიოდის დადგომისთვის დაინახავთ და დარწმუნდებით იმაში თუ რა ძალისხმევა და მოთმინება დასჭირდა თქვენს პარტნიორს იმისთვის, რომ ერთად გაგევლოთ წლის რთული მონაკვეთი. დაუფასეთ მას ეს მონდომება და მოიპოვეთ ბედნიერება თქვენს ურთიერთობებში.
წყარო: gadalka.uz/china_goroskop/year |