ჯანმრთელობის მხრივ. საქმეების და მოვალეობების სიჭარბე უეცრად ამოაგდებს თევზებს ჩვეული კალაპოტიდან. უკმაყოფილება, აპათია, აღელვება სტრესების დიდ ალბათობას შექმნიან, რომელთა ფონზე შესაძლებელია ძველი დაავადებების გამწვავება ან ახლის წარმოშობა. ანუ საკუთარ ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება უნდა მივაქციოთ. მაგრამ საგანგაშო არაფერი არ გემუქრებათ. თანდათან ცხოვრება დაუბრუნდება ჩვეულ კალაპოტს და ყველაფერი თავისთავად მოწესრიგდება ანუ გაზაფხულის დასასრულს ყველა სახის უსიამოვნება დაგავიწყდებათ.
კარიერის თვალსაზრისით. 2011 წელი ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის საკმაოდ რთული და დამღლელი იყო. 2012 წელს კი თევზებს მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ მოიმკან იმის შედეგი, რაც წინა პერიოდის განმავლობაში ტიტანური შრომით იღონა. თევზები თავს უფლებას მისცემენ უბრალოდ რომ მიჰყვნენ დინებას, ოღონდ არ უნდა დაივიწყონ და სათანადო დასკვნებიც გამოიტანონ გასული წლის მოვლენებიდან.
ფინანსებში. ყველა წამოწყება, განსაკუთრებით, რომელსაც წამოიწყებთ თებერვალსა და მარტში, შესაძლოა მოულოდნელად წარმატებული გამოდგეს. 2012 წლის პროგნოზი თევზების ნიშანს საქმეებში უღრუბლო ვითარებას და სტაბილურობას პირდება, რაც იმას კი არ ნიშნავს, რომ საქმის მიმართ სრული დაუდევრობაც შეგიძლია გამოიჩინო, განსაკუთრებით ამის უფლება თავს არ უნდა მისცე აპრილიდან - სექტემბრის თვემდე.
პირად ცხოვრებაში. ახალ წელს თევზების ცხოვრების ეს სფერო მოვლენებით მდიდარი და, შეიძლება ითქვას, აღსავსე იქნება. იმ შემთხვევაში თუ წინა წელს გაცნობილ ადამიანთან ურთიერთობა სერიოზულ ხასიათს ღებულობს გაზაფხულზე ყველაფერი სასურველი და სარგებლიანი ქორწინებით შეიძლება დასრულდეს.
სხვა თევზებისთვის შემოდგომაზე მოსალოდნელია საკმაოდ მომხიბვლელი, ლამაზი, მაგრამ ხანმოკლე ოღონდ დასამახსოვრებელი რომანი. ამ ნიშნის ყველა მატარებელი ივნისის მეორე ნახევრიდან შუა აგვისტომდე სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ახალ ნაცნობობასა და ურთიერთობას და არ ჰქონდეს მისი დიდი პერსპექტივის ან სარგებლიანობის იმედი.
|