ინტერნეტში ყველანი ვკითხულობთ უამრავ პუბლიკაციას 2012 წლის შესახებ, რომლებშიც გვაწვდიან განსხვავებულ მოსაზრებებს და არგუმენტებს აპოკალიპსისის თაობაზე. ჩემთვის, როგორც ჩვეულებრივი ადამიანისთვის, ამ დებულებებში ბევრი რამაა გაუგებარი. ამ ზღვა მასალაში ჩემი და ზოგიერთი სპეციალისტის აზრით ყველაზე ყურადსაღები, დასაბუთებული და გასაგებია მოსალოდნელი მოვლენის ახსნა ფიზიკური კანონების მეშვეობით, რომელიც საკმაოდ განსხვავდება სხვა და სხვა სახის, მათ შორის ეზოთერიული განმარტებისგან.
სამყარო, მისი ყველა შემადგენელი კომპონენტით, ერთდროულად ტალღას და ნაწილაკს წარმოადგენენ. ამაზე მეტყველებს ფარდობითობის თეორია. დედამიწაც ერთდროულად არის ტალღაც და ნაწილაკიც. სულ რამდენიმე ათწლეულის წინ მისი ტალღოვანი სიხშირე (შუმანის რეზონანსი) 7,8 ჰც შეადგენდა, ამჟამად იგი საგრძნობლად და ინტენსიურად იზრდება და 2012 წლის დეკემბერში 40 ჰერცამდე გაიზრდება. ამას ამტკიცებენ მეცნიერი - ფიზიკოსები.
სხვა და სხვა მეცნიერების ნაწილი აცხადებს: იმისათვის, რომ დარჩე ცოცხალი და არ „გარეკო“, ტვინს ამ ძალზე მაღალ სიხშირეზე მუშაობა უნდა ასწავლო.
ბავშვების უმრავლესობა დღეს უკვე ახალი ცივილიზაციისთვის ადაპტირებული ტვინით იბადება, მათთვის მაღალი სიხშირეების მიღება ჩვეული საქმეა. ისინი შეგნებულად მოქმედებენ დახვეწილ სამყაროებში (в тонких мирах), თუმცა ტრადიციული (კონსერვატიული) მედიცინის თვალსაზრისით ტვინის ასეთ სიხშირე ფუნქციონირება - შიზოფრენიის ნიშანია.
სხვა და სხვა წყაროებიდან ვიცით, რომ ბავშვების გარკვეულ კატეგორიას - ინდიგოს ბავშვებს უწოდებენ. მათი დაბადების პირველი ნაკადი მე-20 საუკუნის 50-60 - ან წლებში დაიწყო, შემდგომში გაზრდილმა ნაკადმა პიკს 80-90 - ან წლებში მიაღწია. დღეს დაბადებულების თითქმის 100 % - ინდიგო ან კრისტალური ბავშვებია და მათ პრაქტიკულად არ გააჩნიათ ალფა (დაბალი სიხშირის) რითმები.
შუმანის რეზონანსი - ანუ დედამიწის ელექტრომაგნიტური სიხშირე 7,8 ჰც ადამიანის ტვინის ალფა-რითმის სიხშირეს ემთხვევა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი და ბუნება ერთიანი არიან. უფრო გასაგებად, რომ განვმარტოთ ალფა-რითმი (8 დან 13 ჰც მდე) - ტვინის ის სიხშირეა, რომელშიც ადამიანი იმყოფება მოდუნებულ მდგომარეობაში და არა ძილში.
შუმანის რეზონანსის ონლაინ მონიტორინგი
NASA დაინტერესდა ამ კვლევით და შეიმუშავა მოწყობილობა, რომელსაც იყენებდნენ კოსმონავტების რეზონანსული სიხშირის ოპტიმიზაციისთვის, ვინაიდან ისინი არ ღებულობდნენ დედამიწისგან ჩვეულ სიხშირეს. ამის გამო მათ ეწყებოდათ თავის ტკივილი, თავბრუხვევა და ა.შ. (კოსმოსური დაავადება).
საქმეც იმაშია, რომ 14 - 15 ჰც სიხშირე, რომელიც დღეს აღინიშნება, ტვინის უკვე ბეტა-რითმს შეესაბამება. ამის შედეგად ადამიანთა უმრავლესობაში შეიმჩნევა თავბრუხვევა, რადგან ტვინი იძულებულია იმუშაოს მუდმივად მზარდ სიხშირეებზე. სიხშირის შემდგომი ზრდის შემთხვევაში, ტვინი მიაღწევს 30 - ზე მეტ გამა-რითმს, რომელიც შეესაბამება შთაგონებისა და შემოქმედების მდგომარეობას. ტვინის ფუნქციონირებას (ვიბრირებას) 50 ჰც სიხშირეზე დზენ-ბუდისტები ცნობიერ განათლებულობას (просветлением) უწოდებენ.
ხოლო ადამიანის მოუმზადებელ ტვინს არ შეუძლია მიაღწიოს ამდენად მაღალ სიხშირეს და, მით უფრო, შეინარჩუნოს ის.
ჩვენი ტვინის სიხშირე დედამიწის სიხშირესთან ერთად იზრდება და უფრო მეტი შეცნობით მუშაობს. და თუ ძილში შეცნობილად (შეგნებულად) აკონტროლებთ საკუთარ სიზმრებს - აპოკალიპსისი, მისი საშინელი კატასტროფებით თქვენ არ შეგეხებათ.
უმჯობესი იქნება თუ არ ავყვებით პანიკას და მივიღებთ ნებისმიერ ენერგიას, რომელიც შეგვეხება (ეს არის ის გარდაქმნა და გადასვლაა, რომელზეც სულ უფრო ხშირად საუბრობენ). გამოიყენეთ ეს პერიოდი პირადი ევოლუციისთვის. განავითარეთ საკუთარი სხეულისა და გონების სტრუქტურა. ჩვენ ხომ დედამიწის შვილები ვართ და თუ ვერ მოვერგებით ახალ რეალობას - ვერ ვიარსებებთ მაღალი სიხშირეებით აღსავსე სამყაროში.
თითოეული ჩვენთაგანი თავისებურად განიცდის და გაივლის ამ გარდამავალ პერიოდს. ვინაიდან თითოეული არსებობს (ცოცხლობს) საკუთარ პატარა სამყაროში ის რასაც ჩვენ ვხედავთ, ხშირ შემთხვევაში უხილავია სხვებისთვის. მაგრამ ამ ეტაპზე ყველასათვის, ვინც არსებობს (ცოცხლობს) დედამიწაზე ექსპერტების აზრით ერთიანი პირობა იმოქმედებს:
- ან სულიერად უნდა მოამზადო სხეული ახალ გარემოში სიცოცხლისთვის;
- ან სულს არ ექნება შესაძლებლობა დარჩეს ასეთ სხეულში.
შეგიძლიათ შეამოწმოთ, როგორ მოქმედებს თქვენზე შუმანის სიხშირე 8 ჰც - ატვირთეთ ფაილი და მოუსმინეთ ყურსასმენებით. თუ თქვენი ტვინი მზად არის ასეთი სიხშირისთვის - მაშინ თქვენ ადვილად მოუსმენთ ამ ჩანაწერს. თუ აარა - ესეიგი თქვენ ტვინს ესაჭიროება ვარჯიში. |