მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში? ნანახია (54778) - ჯერ 16 იანვარი 2012

    ყველანი რაღაცას ველოდებით. ადამიანისთვის - ეს ბუნებრივია. საუბარი გვაქვს ავტობუსის ლოდინზე კი არაა, არამედ რომელიმე გეგმის რეალიზაციის, სურვილების, სიტუაციის შეცვლის მოლოდინის თაობაზეა. თუ ეს მოლოდინი მხოლოდ ჩვენ ცხოვრებას ეხება - კიდევ არა უშავს, მაგრამ ხშირად ის ხომ სხვა ადამიანების - ჩვენი ახლობლების, ნათესავების, მეგობრების, კოლეგების, თანამოაზრეების ცხოვრებასაც ეხება. თქვენ რა ხასიათის მოლოდინები გაგაჩნიათ?  საერთოთ, რამდენად სასარგებლოა - ელოდო?

    პირადი მიღწევებისა და წარმატების აღიარებული კონსულტანტი ბრაიან ტრეისი (რომელიც თქვენთვის ალბათ უკვე ცნობილია პორტალზე Education.ge გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან „წარმატების საიდუმლოები“  მოლოდინის კანონზომიერების თაობაზე აცხადებს: „ ყველაფერი, რასაც მტკიცე რწმენით ელოდებით, თვითშესრულების წინასწარმეტყველებად იქცევა“.   თუ გიფიქრიათ ამგვარად? თურმე ჩვენს მოლოდინებს აღსრულების ტენდენცია გააჩნია!  

    ცნობილია, რომ ყველა მოლოდინი ოპტიმისტური ან პესიმისტური  შეიძლება იყოს. პირველ შემთხვევაში თქვენ იმას ელოდებით, რომ კარგი, კეთილი, პოზიტიური მოხდება, ხოლო მეორეში - გჯერათ, რომ წარმატება გვერდს აგივლით, რომელიმე საქმე არ გამოგივათ, დაგეგმილი არ განხორციელდება ისე, როგორც გქონდათ ჩაფიქრებული. პირადად თქვენ რომელი სახის მოლოდინი გახასიათებთ უფრო?

    კითხვაზე - რატომ არის ამდენად მნიშვნელოვანი საკუთარ მოლოდინებზე დაფიქრება პასუხი ცალსახაა - იმიტომ, რომ ისინი  ჩვენი მომავლის ფორმირებას ახდენენ!  

    თუ გსურთ, რომ დავრწმუნდეთ ამაში უნდა ჩავატაროთ მარტივი ექსპერიმენტი. მოდით განვიხილოთ თქვენი ცხოვრების ნებისმიერი სფერო: მაგალითად, ოჯახური ცხოვრება ან სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანობა ან კარიერა, ფინანსური შესაძლებლობები, ჯანმრთელობა ან თქვენი პიროვნული განვითარება.  

    დავიწყოთ იმით, რომ  საკუთარ თავს დაუსვათ კითხვა - ამჟამად/ბოლო დროს ( ბოლო თვის, უკანასკნელი ორი, სამი თვის განმავლობაში) როგორ მიდის საქმე  ნებისმიერ ჩამოთვლილ სფეროში? რამდენად გაწყობთ არსებული მდგომარეობა? თუ უფრო განსხვავებულის დანახვას ისურვებდით?    

    იმის შემდეგ, რომ ამის თაობაზე   საკუთარ თავს წარუდგენთ მცირე ანგარიშს, დასვით შემდეგი კითხვა: „რა მოლოდინები გამაჩნია (მქონდა) ამ სფეროში?“

     მაგალითად, ექსპერიმენტისთვის თქვენ აირჩიეთ საქმიანი სფერო, ანუ საქმიანობა სამსახურში და ამ სფეროში სიტუაცია ისე არ ყალიბდება, როგორც  გსურდათ. კერძოდ, თქვენ ვერ აღწევთ მაქსიმუმს და ბოლომდე ვერ იყენებთ საკუთარ შესაძლებლობებს. მოლოდინების თაობაზე კითხვას თუ დაუსვამთ  საკუთარ თავს, შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ ამ სფეროში  ყოველთვის, გამოკვეთილად  თქვენ მხოლოდ სირთულეს ელოდებოდით: ახლობელიც გეუბნებათ იმის შესახებ,რომ ამ სფეროში ძნელია რამის  მიღწევა და თქვენ მას უსმენთ, ხელმძღვანელიც სათანადო პატივს არ გცემთ და  არ გიწევთ ანგარიშს იმდენად, რამდენადაც ეს სასურველია თქვენთვის, ისიც მიგაჩნიათ, რომ ახლანდელი სამსახური არ გიქმნით პოტენციალის რეალიზაციისთვის საჭირო პირობებს. ანუ საქმიანობის შედეგი - პასუხობს თქვენს მოლოდინს.

    ახლა კი მოდით სხვა ტიპის, საწინააღმდეგო მაგალითი და სულ სხვა სფერო განვიხილოთ. დაუშვათ, რომ თქვენ კმაყოფილი ხართ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობით: თუ ავადმყოფობთ - მხოლოდ ძალიან იშვიათად და მსუბუქად, წამლებს არ ღებულობთ, ექიმებს იშვიათად მიმართავთ და არაფერს არ უჩივით, იმავდროულად თქვენი თანატოლების ნაწილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები გააჩნიათ. ამ სურათის ფონზე ჯანმრთელობის მიმართ თუ გადახედავთ საკუთარ მოლოდინებს შესაძლოა გაოცებულიც დარჩეთ როდესაც აღმოაჩენთ, რომ  საკუთარ თავს ყოველთვის ძალიან ჯანმრთელ ადამიანად თვლიდით, ყოველგვარი ქრონიკული დაავადებების ან მათ მიმართ ყველანაირი მიდრეკილების გარეშე და მოლოდინები მხოლოდ ამ სახის გაგაჩნდათ.

    დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ  მოლოდინებსა და ცხოვრებაში მომხდარს შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ჩვენი ექსპერიმენტიც ადასტურებს ამას. რა თქმა უნდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საუბარი ნამდვილ, სიღრმისეულ მოლოდინებზეა და არა თვითშთაგონებაზე, როგორიცაა მაგალითად: „ ჩემს ცხოვრებასა და  საქმეებში ყველაფერი საუცხოოდაა (და მე თითქოს მჯერა რომ ეს ესეა)“.  

    მოლოდინები გარდა პოზიტიურებად და ნეგატივურებად დაყოფისა, გახმოვანებულებად  და გაუხმოვანებულებად  შეიძლება დავყოთ. ვფიქრობთ, რომ სხვაობაში გარკვევა არ უნდა წარმოადგენდეს დიდ სირთულეს. ამ სახის გრადაციასთან დაკავშირებით საკითხი კი სულ სხვა კუთხით შეიძლება დაისვას : ახდენს თუ არა მოლოდინების გახმოვანება მათი რეალიზაციის შესაძლებლობაზე?  პასუხად უნდა გაცნობოთ, რომ მრავალი დაკვირვების შედეგად ფსიქოლოგები ცალსახად უარყოფენ ამას და გვარწმუნებენ, რომ იმის მიუხედავად გაუზიარეთ ჩვენ ისინი ვინმეს თუ არა მათი რეალიზაცია თანაბარია.

    ამის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ იწყება „პრაქტიკული მაგია“.  

    ბ. ტრეისის აზრით: ნებისმიერი ადამიანი მიისწრაფის მასზე დაკისრებული მოლოდინების რეალიზაციისკენ იმის მიუხედავად იცის  მათ შესახებ თუ არა!  

    პირველ რიგში ყველანი ვცდილობთ იმ მოლოდინების განხორციელებას, რომელიც გააჩნიათ ჩვენს მიმართ  ჩვენს მშობლებს, ხელმძღვანელებს, ახლობლებს - ბავშვები, მეუღლეები და მერე უკვე ჩვენ თვითონაც. ამ პროცესში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას პოზიტიური თუ ნეგატივურია ეს მოლოდინები თავისი არსით. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანში ჩადებულია მექანიზმი, რომელიც ავტომატურად ახდენს მის დამიზნებას საკუთარი თუ სხვების მოლოდინების რეალიზაციაზე. სწორედ ამის გამო გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენი ცხოვრება შესაბამისობაში მოდის პირადად ჩვენი და ჩვენი ახლობლების მოლოდინებთან. ამიტომ არა მხოლოდ არასასურველი, არამედ სახიფათოცაა იქონიოთ ნეგატივური მოლოდინები, ვინაიდან  თქვენი ცხოვრება  იმ დონემდე დაიმუხტება უარყოფითად, რა დონეზედაც  თქვენ (ან თქვენს გვერდით მყოფი ადამიანები) ელოდებოდით ამას.  

     მადლობა უფალს, რომ მოაზროვნე არსებები ვართ და შეგვწევს იმის უნარი, რომ გაუწიოთ კონტროლი საკუთარ აზრებსა და მოლოდინებს. კონტროლის გაწევა   შესაძლოა არ აღმოჩნდეს მარტივი და უცბად არც გამოგვივიდეს, მაგრამ ხომ შეგვიძლია  ვეცადოთ მაინც. მცდელობის ჯილდო კი - სრულყოფილი და ლამაზი პირადად თქვენი და არა სხვისი ცხოვრება იქნება.

    რა გავაკეთოთ თუ  ცხოვრების რომელიმე სფეროში გვსურს სიტუაციის შეცვლა?  

    დაიწყეთ იმით, რომ უნდა ისწავლოთ უკეთესობის ლოდინი!  

    ხომ ვიცით ყველამ, რომ „პლიუსის“ თუ „მინუსის“ ნიშნით სიტუაციის განვითარება ნებისმიერ შემთხვევაში  დაახლოებით თანაბრადაა შესაძლებელი.  ამის გათვალისწინებით კი გაუგებარია - რატომ უნდა გადავიხაროთ  მაინც და მაინც  პესიმისტურ ნახევრისკენ? ხომ შეგვიძლია გამოვიჩინოთ  უკეთესისკენ მისწრაფება და პოზიტიურად ვიცხოვროთ? მოდით სვლა სწორედ აქედან დავიწყოთ!  

    და ეს მოძრაობა იმ სფეროებიდან დავიწყოთ, სადაც საქმე ყველაზე უფრო დისჰარმონიულად ვითარდება და შორდება თქვენს იდეალებს. ამ სფეროში მოლოდინების შეცვლის შემდეგ თქვენ ძალიან მალე დაინახავთ დადებით შედეგებს, თქვენში უფრო სწრაფად განმტკიცდება რწმენა ოპტიმისტური მოლოდინების მიმართ.

    ჩვენ შემთხვევით არ წამოვწიეთ მოლოდინების თემა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ დეპრესიის შესახებ პორტალზე გამოქვეყნებული პუბლიკაციის"რას წარმოადგენს დეპრესია და როგორ დავძლიოთ ის?" შემდეგ ეს მასალა, მისი აქტუალურობიდან გამომდინარე, მიიპყრობს  მკითხველთა ინტესს და, რომ  მისი გაცნობის შედეგად მიღებული ცოდნა ნამდვილად გამოადგება ცხოვრებაში.

    P.S. ამ მასალის გაცნობის  დროს თუ მიაქციეთ ყურადღება, რომ სიტყვა „მოლოდინი“პუბლიკაციაში  ... ბევრ ჯერ არის გამოყენებული. ჩვენი აზრით ეს ფაქტორიც    გაუჩენს მკითხველს იმის შეგრძნებას, რომ მოლოდინი მართლაც მნიშვნელოვანია ცხოვრებაში, ვინაიდან ეს - მართლა ესეა!

    ავტორი :მზია გიგუაშვილი კომენტარები (1)

    კომენტარები  
    კოსტია 19 ივნისი 2014

    მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,

    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | სოციოლოგია | | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სასწავლო დაწესებულების მართვა რელიგია დასვენება/ტურიზმი გაერთიანებები/სოციალური ქცელები ბავშვის კვება და მოვლა განათლება საქართველოში და მსოფლიოში ფიზიკური კულტურა და სპორტი პედაგოგიკა/ფსიქოლოგია საგანმანათლებლო დაწესებულებები სხვა სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები ბუნება/ეკოლოგია მშობელი და ოჯახი შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა კვალიფიკაციის ამაღლება გართობა/თამაშები სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა საზოგადოებრივი ურთიერთობები ადამიანთაშორის ურთიერთობა დასაქმება/კარიერა/ბიზნესი მომზადება/ტესტირება/ჩაბარება სიახლე განათლების სფეროში გამოცემები/პუბლიკაციები სასარგებლო რჩევები ბავშვის აღზრდა მედიცინა და პროფილაქტიკა სარეკლამო მომსახურება კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი მეცნიერება/ტექნიკა ინტერესები/კონკურსები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024