ინდიგო ბავშვების თაობაზე გამოქვეყნებულმა წინა პუბლიკაციამ მკითხველთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ კატეგორიის ბავშვების მშობლებისგან education.ge - ს მისამართით განმარტებისა და რჩევის მოთხოვნით არა ერთი წერილი შემოვიდა. იმავდროულად მშობელთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ დევიანტური ქცევის ბავშვებთან დაკავშირებით განათლების სისტემაში დასახული ღონისძიებები ინდიგო ბავშვებსაც შეეხებიან და მრავალ გაუგებრობას წარმოშობენ, ვინაიდან ინდიგო ბავშვები არ ეტევიან ჩვეულ ჩარჩოში, ისინი განსხვავებული თვისებებითა და არა სტანდარტული ქცევით ხასიათდებიან. მშობლები არ გამორიცხავენ, რომ მათ ინდიგო შვილებსაც იმავე საზომით მიუდგებიან და ეს გადაულახავ პრობლემებს შეუქმნით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გვსურს გაგაცნოთ სხვა და სხვა სპეციალისტის მოსაზრება, მოგაწოდოთ შეხედულებები და რეკომენდაციები ინდიგო ბავშვებთან ურთიერთობისა და მათი აღზრდის თაობაზე.
ამჯერად, მოდით გავეცნოთ ამერიკელი მწერლის (წიგნების „შეცვალე შენი დნმ - შეცვალე შენი ცხოვრება“, „სიტყვიერი კონფრონტაციის დაუფლება“, „დნმ-ის განკურვნის ტექნიკა“, რომანების „ქალბატონი ატლანტიდიდან“, „კორპორატიული ჯორი“ და მრავალი პუბლიკაციის ავტორის), ფილოსოფოსის, საერთაშორისო ფონდის „Oughten House Foundation, Inc.“დამფუძნებლის - რობერტ ჯერერდის და მისი მეუღლის, ქორვატიელი მკურნალის ჟელკა როკსანდიჩის ზოგიერთ მოსაზრებას. მათი აზრით: ინდიგო - ნორმალური ბავშვები არიან, ისინი არ არიან არაჩვეულებრივები, ოღონდ ერთი ნაბიჯით უსწრებენ საზოგადოების ევოლუციას. ინდიგო ბავშვი შეცნობის უფრო მაღალ და სუფთა დონეს ასახავს, რომელიც მიიღწევა ჩვენი მზარდი ცნობიერების მეშვეობით. მაგრამ, სიმართლეა ისიც, რომ ამ მოვლენის აღქმა და მასთან შეგუება მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს. მაინც რა არის განსხვავებული ამ ბავშვებში?
რობერტ ჯერერდს მიაჩნია, რომ ისინი უფრო მოსიყვარულე და უფრო შემოქმედებითები არიან. დიახ, მათ, როგორც წესია, ენერგია იმაზე უფრო მეტი გააჩნიათ, რასაც თავს გაართმევს მშობელთა და მასწავლებელთა უმეტესი ნაწილი. მაგრამ ყველა ახალი თაობა ასეთია - საზოგადოებისთვის განახლებისა და გამოცოცხლების მომტანია. სინამდვილეში ჩვენ, ყველანი ინდიგოს ერაში ვცხოვრობთ. ინდიგო ბავშვები - ინდიგო ევოლუციის გამოღვიძებით სულდგმულობენ.
მატერიალური სამყაროს ყველა წინა ცივილიზაციაც განსხვავებული ერების გავლით და შესაძლებლობის გამოღვიძების მეშვეობით ახდენდა ევოლუციონირებას. კაცობრიობის განვითარების ისტორია უჯრედის დონეზე ფაქტიურად ადამიანის დნმ - ის ევოლუციას წარმოადგენდა. ყველა თაობა საკუთარი დნმ - ის და გენების სულ უფრო მეტ ნაწილს იყენებს, რაც ზრდის აღქმას (ათვისებას) და ადამიანურ-სოციალურ სხეულს შეცნობადობას მატებს. პირველყოფილი ადამიანიდან სამყარო პირველი ჩაკრის და გამოქვაბულის ადამიანის წითელი ერის გავლით ევოლუციონირებდა. შემდეგ მეორე ჩაკრის, „ატლანტიდის“, ნარინჯისფერ ერაში მოახდინა მიგრირება, შემდგომ - ძველი ეგვიპტელების „ახტან რა“ - ს ყვითელ ერაში. მწვანე ერა ასახული იყო ძველი აღთქმის იუდეველების და ქრისტიანების ერის, ერთობისა და სიყვარულის ერის მეშვეობით. მას მოჰყვა ცისფერი მეხუთე ჩაკრა, რომელიც ასახავდა ურთიერთობისკენ ადამიანების მისწრაფებას და რომელსაც ამჟამად მეექვსე ჩაკრისკენ, ინდიგოს პერიოდისკენ მივყავართ. წინამავალთან შედარებით ყველა მომდევნო ერა საგრძნობლად ხანმოკლეა, ვინაიდან მათი ევოლუციის დაჩქარება ექსპონენციალურია.
ნებისმიერი ჩვენთაგანის შვილი განსაკუთრებული ნიჭიერების მქონე არ იბადება. ჩვენ ყველანი ვფლობთ განსაკუთრებულ ნიჭს. ოღონდ ჩვენი შვილები ასახავენ „ევოლუციონირებულ ნიჭს“, რომელიც გვიჩვენებს იმას თუ რამდენად სწრაფად ხდება ადამიანის, როგორც ინდივიდის განვითარება. იგრძნობა გარკვეული ნაპერწკალი და ცხოვრების მიმართ გამარტივებული დამოკიდებულება. ისე ჩანს, რომ მათ ცხოვრების აზრის თანდაყოლილი გაგება გააჩნიათ, რომელიც არა პოტენციალურ კარიერას, არამედ შემოქმედებით ძიებას უკავშირდება. ინდიგო ბავშვებს თავისებური „ნათება“ მოაქვთ. ისინი გვახსენებენ ჩვენი განსაკუთრებული „აღმავალი“ ბუნების შესახებ. მათი, როგორც „განსხვავებულების“ ცალკე გამოყოფა ეწინააღმდეგება ერთობის ცნობიერების სტრუქტურას. არავინ სხვაზე მნიშვნელოვანი არ არის.
რობერტ ჯერერდის აზრით - ყოველი ჩვენთაგანი ამ ევოლუციაში ასრულებს გარკვეულ როლს. აქედან გამომდინარე, ყურადღებას ვაქცევდეთ მხოლოდ ინდიგო ბავშვებს და სათანადო მნიშვნელობას არ ვანიჭებდეთ ჩვენს, საკუთარ ევოლუციურ მოთხოვნილებებს - სრულიად გაუმართლებელია. ბევრი რამე, რომ არ შეგვესწავლა ძველ კომპიუტერზე, ხომ ვერ შევძლებდით უფრო სრულყოფილის შექმნას... ევოლუცია - ეს პროცესია, რომელშიც საჭიროა ყველამ ერთად ვიმოქმედოთ. ჩვენი დნმ-ი ჩვენს სულიერ მისიასთან გადაბმულად ახდენს ევოლუციას.
ავტორის აზრით, დასაშვებია შეხედულება, რომ ჩვენი დნმ - ი იწყებს თავისი მიძინებული ფუნქციების გამოყენებას, რომლებიც მის „მიძინებულ“ ნაწილში მდებარეობენ ... ამჟამად მეცნიერები ნაკლები ეჭვით უყურებენ დნმ-ის ამ ნაწილში ამინომჟავების ჯაჭვების არ არსებობას და ყურადღებას ამახვილებენ ამ აუხსნელი სფეროს ფუნქციონირების ბიოფსიქოლოგიურ ასპექტებზე.
საბოლოოდ ჩვენი დნმ - ეს ხომ ცხოვრების საოცრად და ბრწყინვალედ შემუშავებული „ნახაზია“, რომელიც სავსებით შესაძლებელია მოიცავდეს ჩვენი ცოდნის ზღვარს გადაცილებულ გონებრიობას. გახსოვთ "ძველი აღთქმა"? ხომ ღმერთმა შექმნა კანონებისა და წეს - წყობილების ეს კრებული ამომავალი ახალი თაობისთვის? მაშ რისთვის გახდა საჭირო "ახალი აღთქმა"? რამ შეაგულიანა ღმერთი, რომ შემოეღო კანონთა ახალი კრებული? სიმშვიდისთვისა და სიყვარულისთვის? ანუ ჩვენი ევოლუციონირება მუდმივად უნდა ხდებოდეს - „რაც ზევითაა - ის ქვევითაც უნდა იყოს“
რობერტ ჯერერდს მიაჩნია, რომ ჩვენი დნმ -ის ცნობილი ნაწილი უკვე ასახულია რუკაზე და მისი გენეტიკური მართვის კოდი სულ უფრო გასაგები ხდება. მაგრამ არსებობს ჩვენი დნმ -ის ღია, ჩანაწერისთვის მზა ნაწილი, რომელსაც ახალი ცნობიერება შეიტანს, ვინაიდან მისი ევოლუცია განვითარების პროცესში იმყოფება. თუ შესძლებთ შეიხედოთ დნმ-ის ცნობიერების ევოლუციის შიგნით,უდიდეს საოცრებას დაინახავთ. გასათვალისწინებელია, რომ იმის შესაბამისად თუ როგორც ვითარდება ადამიანი თავის გარემოში და როგორ ღებულობს გამოცდილებას დნმ-მაც უნდა მოახდინოს ჩანაწერის გაკეთება, მოახდინოს განვითარება და ამ გამოცდილების ასახვა. სულისა და გონების გადატანა სინათლის ფორმის ენერგიის დახმარებით ხორციელდება. როდესაც ახალი გამოცდილების თაობაზე შეტყობინება ჩაიწერება დნმ-ში და ის შეერწყმება ეთერულ „სულიერ“ შემავსებელ ნაწილს ჩვენს დნმ-ში წარმოიქმნება ინფორმაციის ახალი ნუკლეოტიდი, რაც შესაძლებელს ხდის სულის ცნობიერებების გამოვლენას სხეულის უჯრედოვანი სტრუქტურის შიგნით - ამგვარი სახით ჩვენი შვილები მემკვიდრეობით გადასცემენ ახალ უჯრედოვან ცხოვრებას.
რობერტ ჯერერდს მიაჩნია, რომ ჩვენ წარმოვადგენთ ინდიგო ბავშვების საძირკველს, მაგრამ განვითარების პროცესი თითოეულ ჩვენთაგანში განსხვავებულად მიმდინარეობს. ყველასთვის ცნობილია, რომ ზოგიერთი აქამდე გამოქვაბულის ადამიანივით ცხოვრობს და, რომ ადამიანისთვის საჭიროა ახალი გამოცდილების გათვითცნობიერება, რათა მოხდეს მისი სრულყოფილი ინტეგრირება. დააკვირდით, როგორ ითვისებენ ინდიგო ბავშვები ახალ გამოცდილებას? თანამედროვე ბავშვისთვის ბევრად უფრო ადვილია კომპიუტერით სარგებლობა ვიდრე „გამოქვაბულის“ ადამიანისთვის. ახლანდელი ბავშვების გონება და დნმ - ი განვითარებულია იმისთვის, რომ მათ ადვილად და სწრაფად გადაამუშაონ ინფორმაცია. ამიტომაცაა ამდენად შესამჩნევი მათი განსხვავებულობა მშობლებისგან და მასწავლებლებისგან.
იმისთვის, რომ გავუგოთ და დავეხმაროთ მათ, საჭიროა უკეთ გავაცნობიეროთ უშუალოდ მათი და ცვალებადი სამყაროს მოთხოვნილებები. ისიც გასათვალისწინებელია, რომ უმეტეს ჩვენთაგანს არ შეუძლია საკუთარი „კომფორტის ზონის“ მიტოვება. ბევრს, გამოქვაბულის ადამიანივით, გააჩნია ცვლილებებისა და ზრდის შიში. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი კოლექტიური შიშებისგან გათავისუფლების გაუთვითცობიერებულ ხრიკს „ცვლილებების“ და „ევოლუციის“ ტვირთის სხვის მხრებზე, ამ შემთხვევაში ჩვენს ინდიგო ბავშვებზე, გადაბარება წარმოადგენს. ხომ უფრო ადვილია იფიქრო, რომ სხვა შეასრულებს თქვენს სამუშაოს, ან სხვაა მოწოდებით „რჩეული“ იმისთვის, რომ შეცვალოს სამყარო? ამ სახის მოსაზრებების სანაცვლოთ საჭიროა მივიღოთ ცვლილებები, ავამაღლოთ ჩვენი შეგნება და ცნობიერება იმისთვის, რომ ერთად განვლოთ ევოლუციის პროცესი.
ინდიგო ბავშვები უნდა აღვიქვათ როგორც საკუთარი თავის ნაწილი, რომელიც, როგორც ჩვენი დნს-ის ახალი პროგრამული უზრუნველყოფა, აღვიძებს ჩვენს ცნობიერებას, განაახლებს ჩვენს არსებას და ყველაფერ იმას რასაც წარმოვადგენთ სინამდვილეში. ამით ხელს შეუწყობთ ინდიგო თაობას იმაში, რომ დაეხმაროს ინდიგო ერას სწრაფ განვითარებაში და სამყაროს მოუტანოს ახალი, მნიშვნელოვანი ინფორმაცია სიყვარულისა და სინათლის ენერგიის მზარდი შესაძლებლობების შესახებ.
---------------------
რობერტ ჯერარდი და ჯელკა პოკსანდიჩი მთელ მსოფლიოში ატარებენ სემინარებს, რომლებსაც უძღვნიან ადამიანის მიერ საკუთარ ძალებში რწმენის მოპოვებას, სხვა მსგავს პრობლემებსა და თემებს. ერთობლივად მათ შექმნეს ნაშრომები და გამოსცეს წიგნებად: „მიეცით შანსი იმედს“, „სწრაფი ღვთიური განკურნა: ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტის მარტივი ტექნიკა“, აგრეთვე გამოაქვეყნეს ამ ხასიათის რამდენიმე ათეული პუბლიკაცია.
ინდიგო ბავშვების არსებობა არ არის მითი - ეს რეალობაა. |