მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

    გამოცდისა ან ჩათვლისათვის მომზადების დროს ლიტერატურასა თუ ინტერნეტში ძებნის პროცესში ხშირად გადავეყრებით ხოლმე საინტერესო, სასარგებლო და ზოგჯერ საოცარ ინფორმაციას. საიტის ეს გვერდი განკუთვნილია სწორედ ასეთი ხასიათის მასალების გამოსაქვეყნებლად. აქტიურად გამოიყენეთ მისი შესაძლებლობები ამ სახის მასალების გასაცნობად ან თქვენ მიერ მოპოვებული საინტერესო ინფორმაციის განთავსებისათვის.


                                                           

    2012 წლის გამოწვევა მოგვადგა - დავიმაგროთ უსაფრთხოების ღვედები ! ნანახია (12920) - ჯერ 06 თებერვალი 2012

    ახალი წლის მოსვლის განცდიდან დაწყებული 2012 წელმა უკვე მოგვიტანა მრავალი გამოწვევის მოახლოების შეტყობინება, მათ შორის   გლობალური ხასიათის კატაკლიზმების შესაძლებლობის მოლოდინი, განსხვავებული პროგნოზით კი  კაცობრიობის თვისობრივი გარდაქმნის გარდაუვალობის შესახებაც გვამცნო.   იმავდროულად თითქმის მივიწყებული, უძველესი წინასწარმეტყველებაც შეგვახსენა, რომლის   მიხედვით   2012 წელს ახალი, მეხუთე განზომილება იხსნება. მისი სახელწოდებაა -   სიყვარული. აგრეთვე საყოველთაოდ ცნობილი გახდა ამ წლის დეკემბრის თვეში ასტრალური მნიშვნელობის რიცხვის დადგომის შესახებ. ამ დღის მოსვლამდე კი განსაკუთრებული მნიშვნელობა და გარდამტეხი დატვირთვა თებერვლის თვეს ერგო.

    აქამდე ჩვენ ხომ ოთხ განზომილებაში ვარსებობდით: სიმაღლე, სიგანე, სიგრძე, დრო.

    აწი - ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი  კიდევ ერთი, ახალი განზომილებით - სიყვარულის არსებობით შეფასდება, სიყვარულის განზომილებით ურთიერთობაში, ბიზნესში, ნებისმიერ ქმედებაში ... ხოლო ყველაზე მნიშვნელოვან შემადგენლად - შინაგანი მდგომარეობა, ანუ  კარგის, სიკეთის მიმართ განწყობა, სიყვარულის განცდა მოგვევლინება. წარმატების 90%  დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ იმაზე თუ როგორ მდგომარეობაში და რა  განწყობით ვიმოქმედებთ მის მისაღწევად, არამედ როგორ დავგეგმავთ კიდევაც ყველაფერს.  2012 წელი სრულიად გამორიცხავს და არ გვაპატიებს ფუჭ და ტყუილ ლაპარაკს.  

    ანუ, თუ იტყვი - გააკეთე. არ შეგიძლია -  სჯობს ჩუმათ იყო საერთოთ.

    თებერვლის თვიდან 2012 წელი ისეთი წნეხით დააწვება მათ, ვინც მხოლოდ და მხოლოდ ლოგიკით ცხოვრობდა და გადაწყვეტილებებს მხოლოდ გონივრულების გათვალისწინებით ღებულობდა, რომ მათ ისეთი შთაბეჭდილება შეექმნებათ, ვითომ აქამდე ისინი ძალიან ბედნიერები ყოფილან, მაგრამ  უბრალოდ ვერ ამჩნევდნენ ამას.  

    ვარჯიში დასრულდა, ვისაც უკვე უცდია საკუთარი მდგომარეობიდან (შინაგანი, ბედნიერების, სიყვარულის მდგომარეობა) გამომდინარე გადაწყვეტილებების მიღება, მათ ყველაფერი უფრო გაუადვილდება.

    მათ კი, ვინც კვლავ მხოლოდ ლოგიკასა და გონივრულობაში ჩარჩება, ძალზე გაუჭირდებათ, ვინაიდან მეხუთე განზომილება უკვე გააძლიერებს თავის გავლენას.  ახალი განზომილებით დადგინდება თუ რამდენია სიყვარული, ოღონდ სიყვარული არა, როგოც გრძნობა, არამედ სიყვარული - როგორც მდგომარეობა, რომელიც  სიმსუბუქეში, გამჭვირვალობაში, დროულობასა და ბუნებრივობაში, ყველაფრის ყველაფერთან უნისონში და სიჭარბიდან - სასიამოვნოსკენ გარდაქმნაში მჟღავნდება.

    თებერვალში გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა გვახსოვდეს, რომ 90% დამოკიდებულია მდგომარეობაზე, რომლის განცდაც გვსურს მისი აღსრულების მომენტში.

    ჯანმრთელი ან წარმატებული გახდით, გაემგზავრეთ მნიშვნელოვან კონფერენციაზე, ყიდულობთ სახლს, იზრდით კუნთებს, აკეთებთ ფულს - მნიშვნელოვანია ის მდგომარეობა, რომლის განცდა გსურთ ამ მომენტში.

    ჯანმრთელი გახდით, გახდით წარმატებული, გაემგზავრეთ მნიშვნელოვან კონფერენციაზე, ყიდულობთ სახლს, იზრდით კუნთებს, აკეთებთ ფულს - მნიშვნელოვანია ის მდგომარეობა, რომლის განცდა გსურთ ამ მომენტში.

    ამიტომ ახლავე დაიწყეთ შემდეგი ხასიათის ვარჯიში: თქვენ ჩაის დალევა გსურთ და როდესაც მას ჩიადანიდან ფინჯანში ისხავთ უკვე გრძნობთ საკუთარ მდგომარეობას, იმის განცდას რამდენად გამრიელი იქნება ის, როდესაც თქვენ მას მიირთმევთ. ეს მდგომარეობა შეიგრძენით ერთი წამის განმავლობაში და ამ მდგომარეობით გადადით სხვაზე, გაიმეორეთ იგივე სხვა სიტუაციებშიც - იცმევთ ტანსაცმელს, ემზადებით ქუჩაში გასასვლელად და ა.შ.

    ოღონდ არ გადააჭარბოთ, თუ გაიხსენეთ - კარგია, არ გაგახსენდათ - ესეც კარგია, ანუ მოიქეცით ფანატიზმის გარეშე. 2012 წლისთვის საკუთარ თავს შეგიძლიათ დაუწეროთ "აბრაზე": „ჩემი მდგომარეობის საფუძველში - კმაყოფილება, სიამოვნებაა“. ხოლო ოთახის, კაბინეტის კედელზე ჩამოკიდოთ ფურცელი წარწერით: „რამე თუ ხდება არა იმგვარად, როგორც მსურს, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი უფრო უკეთ იქნება!“

    2012 წელს უნდა გახსოვდეთ, რომ გარდა საკუთარი თავისა თქვენთვის საერთოდ აღარ არსებობენ სხვა ავტორიტეტები, გადაწყვეტილებები მხოლოდ საკუთარი შეგრძნებიდან, განწყობიდან, მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღეთ.

    თებერვალში, აღმოსავლური კალენდრით ახალი წლის მოსვლის ზეიმის დღეს, ყველამ უკვე მივიღეთ ბონუსი, ის გამოიხატა იმ მდგომარეობაში, რომელიც უნდა გვეგრძნო ახალი წლის დადგომის შემდგომ  დილიდან. ეს არაჩვეული მდგომარეობაა, ეცადეთ შეინარჩუნოთ ის, არ ეცადოთ მოახდინოთ მისი გაანალიზება გონებით, ვინაიდან მხოლოდ გონების მეშვეობით ღმერთსა ვერ გაიგებ.  

    ღმერთი - არს სიყვარული. ღმერთი - არს აღქმა, განცდა, მდგომარეობა, გონებას არ ძალუძს ამ მდგომარეობის გაანალიზება. თქვენ გარგებენ მდგომარეობას „მე ყველაფერი ვარ“, სასურველია მისი დამახსოვრება და ამით განვითარების დაწყება.

    მაგალითისთვის: ალბათ გინახიათ ხელს როგორ უბიძგებს ხოლმე მწვრთნელი ველორბოლელს, იმისთვის, რომ მან  გარკვეული სიჩქარის აკრება შესძლოს. თებერვლის თვეში ჩვენც ამგვარად გვიბიძგებენ ხელს. იანვარში უბრალოდ მოშვებული, მოდუნებული თუ იყავით და როგორც შეჯიბრების წინ სპორტსმენს  გეძლეოდათ დასვენების შესაძლებლობა, თებერვლიდან ყველაფერი დიდი სისწრაფით დაიწყება, პროცესების სისწრაფე თითქმის ელვისებური გახდება, მაგრამ ამის შესახებ ეცადეთ დიდად არც იფიქროთ.

    ვინაიდან ფიქრები მატერიალური ხასიათის გახდებიან, გახსოვდეთ, რომ ეს ფიქრი მატერიალური ხასიათის იქნება იმ მდგომარეობის მიმართ, რომელსაც განიცდით. ამიტომ წინასწარ უნდა იზრუნოთ ნებართულობაზე და მცირედი ისურვოთ.

    უნდა გვახსოვდეს, რომ 2012 წელი გაასმაგებულ ექსტრასენსებად გვაქცევს. 2012 წელი -  მძლავრი ექსტრასენსორული გავლენის პერიოდია. უმეტესობისთვის ეს პრობლემად იქცევა, მათ, ვინც მხოლოდ უარყოფის მეშვეობით იაზროვნებს პრობლემები და ავადმყოფობა ელით.

    მოხვდა ადამიანი სამოთხეში, სადაც ნებისმიერი სურვილი უმალვე სრულდება. მოუნდა საჭმელი - მის წინ უგემრიელესი კერძებით სავსე სუფრა გაიშალა. დალევა ისურვა - გაჩნდა საუკეთესო სასმლები. იფიქრა, რომ ეს ყველაფერი დემონებისგან მოდის - დემონებიც გაჩნდნენ. შეეშინდა, რომ ისინი შეჭმას უპირებენ  და დემონებმა შეჭამეს კიდევაც.

    2012 წელი გაჯერებული იქნება ამგვარი მოვლენებით. ამიტომ, ნორმალურად თუ გსურთ განვლოთ თებერვლის თვე, უმჯობესია კატაბალახას წვეთები სვათ(ამის თაობაზე თითქმის არც ვხუმრობთ), ის ამშვიდებს, ხოლო უარყოფის მეშვეობით თუ იფიქრებთ რაიმეზე გართულებები - გარდაუვალია.  

    2012 წელს უპრიანია დაუკვირდეთ შეგრძნობებს და იმოქმედოთ მდგომარეობიდან გამომდინარე. უმჯობესია აუჩქარებელი იყო. ამ პერიოდის განმავლობაში თავს უკეთ ფლეგმატიკოსები იგრძნობენ, სანამ გააანალიზებენ რამეს, და გაუჩნდებათ აზრი, მოახერხებენ მის იდენტიფიკაციას და მიხვდებიან ესაჭიროებათ თუ არა მოფიქრებული  - 2012 წელიც ჩამთავრდება. ანუ - ხუმრობის გარეშე  -  უფრო გამართლებული იქნება სიდინჯე.

    ქოლერიკები თავის დაცვის მიზნით ძალიან აკურატულები უნდა გახდნენ.    მშვიდად თუ სურთ ცხოვრება, თებერვალში ყველანი „წყნარ ქოლერიკად“ უნდა იქცნენ. სპორტს მიჰყევით, დაღლამდე დაიტვირთეთ თავი, შეიგრძენით ეს მდგომარეობა.

    მთელი 2012 წლის მაგვარად თებერვლის თვეც მოქმედებას მდგომარეობიდან გამომდინარეს ითხოვს. ოღონდ, ის ამ პროცესის შესავალ ეტაპს წარმოადგენს ამიტომაც ყველაზე ხისტი იქნება. მნიშვნელოვან მოვლენებს თვის პირველ ნახევარში უნდა ველოდოთ.  მოუმზადებლობა აღარ გვეპატიება, სასტარტო პოზიციიდან კვლავ მოძრაობის  დაწყება შეუძლებელი გახდება. ზოგი ადამიანები ინტენსიურად ეცდებიან სასიკეთო გარემოდან თქვენს განდევნას. იცოდეთ, რომ მათი გამოჩენა თქვენი ქვეცნობიერებით იქნება განპირობებული და ყველაფერი სრულყოფილადაც რომ აკეთოთ, ვერ აიცილებთ ამას, იმ პირობებშიც კი, რომ „გახჩობდნენ“, ბიზნესს გართმევდნენ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ, მაინც მადლიერების გამოხატვა მოგიწევთ.  რა თქმა უნდა, ადვილი ეს არ იქნება. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ სამაგიერო ას მაგად დაგიბრუნდებათ. ანუ მადლიერი უნდა იყოთ იმის გამო, რომ ფაქტიურად მომავლის ინტერესებში იმოქმედებთ.

    თებერვლის თვეში უმჯობესია განზე გაუდგეთ ნებისმიერ ყბედს. ფუჭი საუბარი და წარსულზე უსაგნო ლაქლაქი გვქანცავს, გვაკნინებს, უკან გვექაჩება და საერთოთ გვანადგურებს, ერთ დღეში შეიძლება დაგვაბეროს. ამიტომ კვლავაც ჯან-ღონით აღსავსე, ახალგაზრდულად რომ იგრძნოთ თავი, მხოლოდ საკუთარ თავს  დაუგდეთ ყური, არ გააკეთოთ რამე მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა ამას იძახის.  გაითვალისწინეთ, რომ გარშემო მყოფი და სულ უცხო ადამიანები აქტიურად მოიწადინებენ ყველაფერი თქვენი მდგომარეობის შეგრძნების საწინააღმდეგოდ გაკეთებინონ.

    აჩქარება - შემოწმება, გამოცდაა. თქვენ გაიძულებენ, მაგრამ არ იჩქაროთ, აუცილებლად მოუსმინეთ საკუთარ თავს. აჩქარება - მომავლიდან გართმევთ ენერგიას,  ამ დროს მთელი ამ ენერგეტიკის ტრანსფორმირება მთელს 2012 წელიწადზეა გათვლილი, ამიტომ არ ეცადოთ ექსტერნის წესით ერთიანად ჩააბაროთ 2012 წელს გათვალისწინებული ცხოვრების ყველა გამოცდა.

    2012 წლის განსაცდელების მიუხედავად უნდა გვახსოვდეს, რომ 2013 წლიდან - ბედნიერების ეპოქა იწყება. ის - სიკეთის აღსრულების პერიოდია !

    ავტორი :მზია გიგუაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სტიპენდიები ვარ სპეციალისტი ვცვლი კურსები/ტრენინგები/სტაჟირება კონფერენციები/ღონისძიებები სხვა ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა ტურიზმი/დასვენება/გართობა სასწავლო პროგრამები გავაჩუქებ განათლება/სწავლება ვყიდი ფიზიკური კულტურა/სპორტი ვეძებ სპეციალისტს ვიყიდი ხელოვნება/კულტურა მომსახურება ტენდერები/გრანტები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024