მობილობის პროცესი არეგულირებს სტუდენტის გადასვლას ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში. სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“ შესაბამისად.
მობილობის პროცესი წელიწადში ხორციელდება ორჯერ - შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრში - ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში.
მობილობის პროცესთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხები შეგიძლიათ მიიღოთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზის - 2200 220 (შიდა 3523) - საშუალებით, ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: mobility@eqe.ge
იხილეთ
|