/როგორ მოვეპყროთ და როგორ ავღზარდოთ ისინი?/
აღნიშნული მასალა შეიძლება მივიჩნიოთ წინა პუბლიკაციებით გამოწვეული არა ერთი მომართვის პასუხად: მიგვაჩნია, რომ ინდიგო და კრისტალურ ბავშვებთან ურთიერთობა მათ უპირობო მიღებასა და აღიარებას უნდა ეფუძნებოდეს. ვფიქრობთ, რომ კომუნიკაციის ფორმულაც მარტივი და ყველასთვის გასაგებია: „დიახ“ - ყოველგვარი წინასწარი „თუ...“, „ოღონდ...“, ან „მაგრამ...“ -ს გარეშე. მიიღო და აღიარო - ნიშნავს სიყვარულს წმინდა სახით, ნებისმიერი მინარევისა და წინაპირობის გარეშე! გვჯერა, რომ ბავშვებს ამგვარად თუ მოეპყრობით - შედეგიც არ დააყოვნებს.
გარდა ამისა დაგეხმარებათ ურთიერთობა < „მე - შეტყობინების“» > მეშვეობით და აგრეთვე კონფლიქტების უდანაკარგოდ გადალახვის მეთოდი: წარმატება მიიღწევა იმ შემთხვევაში, როცა შეზღუდვის სანაცვლოდ მოინიშნება ურთიერთობის სივრცე, რომელშიც ურთიერთ შეთანხმებულ განრიგთან ერთად საჭირო ცხოვრებისეული გამოცდილების მისაღებად ბავშვს მიენიჭება საკმარისი თავისუფლება.
ქალბატონმა მარიმ (გვარს არ ვუთითებთ) მოგვწერა: „მყავს 6,5 წლის გოგო, არაფერი არ აინტერესებს ამ ქვეყანაზე, რაც ძალიან მადარდებს. რომ მხედავს, რომ განვიცდი მის უყურადღებობას ნაძალადევად აკეთებს ყველაფერს, ისიც მაშინ სანამ ვუყურებ თვალებში. კერძოდ არ უყურებს ტელევიზორს. არც ერთი მულტფილმი არა აქვს ნანახი. 2 წუთით ერთ ადგილზე ჯდომა წარმოუდგენელია. რამის გაფუჭება სიამოვნებას ანიჭებს. იქნებ მირჩიოთ რამე“.
გიორგი ტ....ის დედამაც, ქალბატონმა ხათუნამ გაგვიზიარა საკუთარი საფიქრალი: „ ... ეჭვი მქონდა, რომ მყავს ასეთი შვილი. ... სტატიამ ტვინი გადამიბრუნა და დავრწმუნდი, რომ ჩემი გიორგი, რომელიც 14 წლისაა, ამ კატეგორიის ბავშვებს მიეკუთვნება. ტესტი რომ გავხსენი, სულ გავგიჟდი, აბსოლუტურად ყველა კითხვა ჩემს შვილს მიესადაგება. ხატავს და ხატავს, თითქოს ჭკვიანია, მაგრამ აღარ სწავლობს, სკოლა თავდაყირა დააყენა, არ ჩხუბობს, უბრალოდ ვერ აჩერებენ გაკვეთილებზე ... ამავდროულად აღნიშნავენ, რომ განსხვავებული და ნიჭიერია. დავდივართ წრეზე ფსიქოლოგთან , ნათესავებთან და რა ვიცი... მყავდა ფსიქიატრთანაც კი, მაგრამ არაფერი. ვიცი, რომ უამრავი დედა ჩემს დღეშია, ... საერთოდ რაც იმ სტატიაში წერია, თითქოს ჩემს შვილზე ვინმემ დაწერაო....რა ვქნათ დედებმა? სკოლა გვებრძვის, ვერ აჩერებენ ბავშვს ვერ ვაგებინებ... რა ვუყოთ შვილებს, რომლებსაც ვერ უგებენ და ჩვენც ჩარჩოებში ვერ ვსვამთ? რაშია გამოსავალი? ვაღიაროთ რომ ინდიგოა, მერე? ეგება რამე გვირჩიოთ“.
ქალბატონ მარის, ქალბატონ ხათუნას და სხვა მომხმარებლებს, რომლებმაც მოგვმართეს საკუთარი პრობლმებით, შეგვიძლია უპასუხოთ, რომ ყველასთის საერთო, მოსარგები, ცალსახა, მზა მოდელი, როგორც ცხოვრებისეულ სხვა სიტუაციებშიც, არ შეიძლება არსებობდეს. ჩვენ ვურჩევთ ყურადღებით გაეცნონ პუბლიკაციებს: ინდიგო, კრისტალური, ცისარტყელასებრი ბავშვები - ახალი თაობა, New Age ! და ჰიპერაქტიური ბავშვი - საგანგაშოა?, გაიაზრონ და ინდივიდუალობის გათვალისწინებით მიუსადაგონ მოცემული რეკომენდაციები საკუთარ შვილებთან ურთიერთობის პროცესს. სკოლის მესვეურებსა და პედაგოგებს მოუთხრონ თავისი შვილების სპეციფიურობის შესახებ, გააცნონ ეს მასალებიც და სთხოვონ ყველა ფაქტორის გათვალისწინება.
მსოფლიოში არასტანდარტულად, არატრაფარეტულად მომუშავე არა ერთი სკოლა არსებობს,რომელიც მიდგომას უძებნის ბავშვებს, მათი აურის ფერის მიუხედავად. მაგალითად, სწავლასა და აღზრდისადმი ვალდორფული მიდგომა ეფუძნება ბუნებასთან ბავშვის მუდმივ კონტაქტს; მონტესორის სკოლაში კი ბავშვი თვითონ ირჩევს განვითარების საინტერესო სფეროს; ა.შ.შ - ში წარმატებულად ფუნქციონირებს “სადბერის ველი“, ამ სასწავლო დაწესებულებაში უშუალოდ ბავშვები ირჩევენ სასწავლო საგანს, რომელშიც აპირებენ ცოდნის გაღრმავებას; გერმანიაში მშობლებისთვის ჩამოყალიბებულია სპეციალური კურსები: „ინდიგო ბავშვი - თქვენი მრჩეველია“, სადაც მშობლები ეცნობიან იმას როგორ გაიგონ უკეთ შვილის მსოფმხედველობა, აღიქვან სიგნალი, რომელსაც თავისი ქცევით აწვდის ბავშვი (დამიიღონ ღირებულ რჩევად), განიჭვალონ შვილის სამყაროს სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით და მათგან ისწავლონ თუ როგორ შეიძლება იცხოვრო ღია და საღ გარემოში.
ინდიგო ბავშვებთან მუშაობის ერთ-ერთმა პიონერმა, პედაგოგმა და ფსიოლოგ-კონსულტანტმა რობერტ ოკერმა შეიმუშავა ასეთი ბავშვების სწავლების მეთოდები.
მან განაცხადა: “აღზრდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საჭიროა ბავშვების ნიჭისა და უნარების განვითარება და არა მათი მეხსიერების გავსება. ბავშვები ჩვენი ბელადები არიან - ჩვენ ვალდებულნი ვართ დავეხმაროთ მათ ჭეშმარიტების მოძებნის უნარის განვითარებაში. კრიტიკული გააზრება, პრობლემების გადაწყვეტის უნარი, ფანტაზია, გულწრფელობა და პასუხისმგებლობის შეგრძნება - ეს ის არის, რამაც უნდა შეადგინოს 21 საუკუნის ბავშვების აღზრდის შუაგული“.
„მომავლის ბავშვებთან“ ურთიერთობისა და აღზრდის ხელშეწყობისთვის ფსიქოლოგები გვირჩევენ მივყვეთ გასაგებ და არა რთულ წესებს:
1. მოვეპყროთ პატივისცემითა და სიყვარულით, როგორც ტოლს! მივესალმოთ ჩვენს ოჯახში მათ მობრძანებას.
2. არავითარ შემთხვევაში არ დავამციროთ ისინი! (ეს პრინციპი სხვა ბავშვებზეც უნდა ვრცელდებოდეს)
3. ნუ ვეტყვით ვინ არიან ისინი ამჟამად და ვინ იქნებიან შემდგომში. ამის შესახებ მათ ჩვენზე უკეთ იციან.
4. გამოვიჩინოთ გულწრფელოაბა და სამართლიანობა.
5. დავაკვირდეთ და ურთიერთობისთვის თვითოეულს მოუძებნოთ ის „პატარა გასაღები“, რომელზეც დადებით რეაგირებას ახდენენ.
ცნობილია, რომ განწყობის, მორალური ნორმებისა და ღირებულებების ცვლა დაბრკოლებების, რეპრესიებისა და "კუდიანებზე ნადირობის" პირობებში მიმდინარეობს, მაგრამ ამის მიუხედავად ახალი ეპოქა ყოველთვის მაინც იწყებოდა. შესაძლოა, ახლაც უკვე დადგა ღირებულებათა კორექტირების დრო. საყოველთაოდ ცნობილმა ამერიკელმა წინასწარმეტყველმა ედგარ კეისიმ (Edgar Cayce) აღნიშნა:„ამაღლებული ცნობიერების მქონე ახალ ადამიანებს შეუძლიათ დედამიწის საწყისი ენერგეტიკული ველის აღდგენა“. ინდიგოს მიერ განცხადებულ ახალ მიწაზე კაცობრიობა ბევრად უკეთ გააცნობიერებს საკუთარი აზრებისა და გრძნობების ინტუიტიურ სამყაროს და ნაკლებად იქნება დამოკიდებული წარმოთქმული ან დაწერილი სიტყვისგან. კომუნიკაცია განხორციელდება უფრო სწრაფად, უშუალოდ და პატიოსნად - სულიდან სულისკენ, გულიდან გულისკენ. ამიტომ მსოფლიო მოძრაობა New Age (ახალი საუკუნე) მოგვიწოდებს ჩვენში აღმოვაჩინოთ შინაგანი ბავშვი. ეს - დაბრუნებაა სახლში, იდეალებისკენ, სისპეტაკისკენ, სიწმინდისკენ და თავისუფლებისკენ. ანუ თანამედროვე ადამიანს გააჩნია ჰარმონიისკენ დაბრუნების იმედი...
ინდიგო ბავშვების ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს - დაგვეხმარონ იმაში, რომ ჩვენც ვისწავლოთ ურთიერთობების აგება უპირობო აღიარების, სიყვარულის, პატიოსნების და სიხარულის საფუძველზე. ეს ხომ სწორედ ის ურთიერთობაა, რომლისკენაც გულის სიღრმეში მივისწრაფით ყველანი. ახალი თაობის ბავშვები გვეხმარებიან სამყაროს დახვეწაში და გვმატებენ სულიერ ძალას, რათა დავემშვიდობოთ იმას, რაც უკვე საკმაოდ მოგვიძველდა და გადავდგათ ნაბიჯი ახლისკენ.
განახლება, თანადგომა/თანამშომლობა - ეს ის პრინციპებია, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენს მომავალს. ბავშვობა თავის დროზე ყველამ ხომ იძულებით და მხოლოდ იმის გამო დავტოვეთ ვიღაცამ ერთ "მშვენიერ" დღეს, რომ გამოგვიცხადა: "დროა გახდე ზრდასრული!" ახალ ეპოქაში კი გადარჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი ოდნავ მაინც თუ შევინარჩუნებთ „ბავშვებას“! |