Bienvenue à Nice!
დაუვიწყარი ზაფხული, ლაჟვარდოვანი სანაპირო, ნიცა! მზე, ზღვა, რელაკსაცია და ფრაგული ენის შესწავლა, - ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენთვის სტუდენტებო ! იჩქარეთ - თუ გსურთ ივლისი-აგვისტო, გაატაროთ მსოფლიოში ცნობილ კურორტ ნიცაში!
საოცნებო სანუკვარი - ნიცა
საფრანგეთის შესახებ ბევრია თქმული. მის შესახებ დაუსრულებლად შესაძლებელია საუბარი. ამ ქვყანამ შეიტანა უდიდესი წვლილი მსოფლიოს ისტორიაში, კულტურასა და ეკონომიკაში. ვერც ჩამოთვლი ყველა ისტორიულ მოვლენას, გამოჩენილ მოღვაწეს - მწერალს, ფილოსოფოსს, მხატვარს, მუსიკოსს, მსახიობსა ან სპორტსმენს, რომლის სახელი უკავშირდება ამ ქვეყანას.
მრავალფეროვანი ინფორმაცია ამ ქვეყნის შესახებ უკეთ აღიქმევა საკუთარი გამოცდილების მაგალითზე. მხოლოდ - მოგზაურობა, ისტორიული, ღირშესანიშნავი ადგილების გაცნობა და უშუალოდ პირადი შთაბეჭდილება იძლევიან იმის შესაძლებლობას, რომ ერთი წამითაც მაინც განიცადო ის, რის შესახებ გიოცნებია და რეალურად შეიგრძნო მშვენიერება, რომლის თაობაზე აქამდე მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა გაგაჩნდა.
თუ გსურს ორი საწყისი - სასიამოვნო და სასარგებლო შეათავსო, პირველ რიგში ალბათ ფრანგული რივიერას შესახებ უნდა იფიქრო: “ლაჟვარდოვანი სანაპირო –საფრანგეთის ყველაზე რაფინირებული მხარეა, ის სწავლის, დასვენებისა და გართობის საკულტო ადგილია. ვინც ერთხელ მაინც ნამყოფია ლაჟვარდოვან სანაპიროზე - აუცილებლად კვლავ უბრუნდება მას! უნიკალური ბუნება - ზღვა, მთები, ყვავილებში ჩაფლული მშვენიერი პარკები, სანაპირო და სამასი მზიანი დღე წელიწარში, კანი, ანტიბი, ჟუან -ლე-პენი, კაპ ფერა, ვილფრანშ-სიურ-მერი და, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა - ყველაზე საოცნებო და დაუვიწყარი ნიცა, რომელიც იზიდავს, იპყრობს ნებისმიერ ადამიანს, მოგონებებითა თუ აღსრულებელი ოცნებით იწვევს აჩქარებულ გულისცემას.
„მომბეზრდა ცივი და რუხი ზამთარი, გული ამევსო თბილი მოგონებებით, რომლებმაც აღძრეს სურვილი მომეთხრო თქვენთვის ამ საოცარი ქალაქის შესახებ. რა თქმა უნდა უფრო მისაღები და საინტერესო ვარიანტია საკუთარი თვალით ნახო ლაჟვარდოვანი სანაპიროს საოცრება და უპირველესყოვლისა - ადგილმდებარეობით, არქიტექტურითა და ცხოვრებისეული ატმოსფეროთ განუმეორებელი ნიცა. (მისი ყველა ღირშესანიშნაობის სერიოზულ დათვალიერებას ერთი ჩასვლით ვერც მოასწრებ). მეორე ვარიანტი შეუდარებლად ნაკლებადაა მომხიბვლელი - შეგიძლია შეიზღუდო თავი მხოლოდ ვირტუალური გაცნობით, ფოტოსურათების დათვალიერებით. არჩევანი - თქვენზეა !!!
ისტორიული წყაროებიდან ცობილია, რომ ნიცა 350 წელს ჩ.წ.ა. დააარსეს ძველმა ბერძნებმა. ლიგურიელების დამარცხების აღსანიშნავად და გამარჯვების ღმერთის ნიკე - ს სადიდებლად ახალ დასახლებას მათ დაარქვეს - ნიკეია. საუკუნეების განმავლობაში ქალაქს მუდმივად ემუქრებოდნენ და არაერთხელ თავს ესმოდნენ სარაცინების ჯარები. 1860 წელს ტურინის ხელშეკრულებისა და დადებული ზავის საფუძველზე ნიცა შევიდა საფრანგეთის შემადგენლობაში.
ამის შემდეგ დროთა განმავლობაში ნიცა იქცა ყველაზე პოპულარულ კურორტად. რბილი კლიმატი, თბილი ზამთარი, ლამაზი ზღვისპირი იზიდავდნენ ვიქტორიანული ეპოქის საზოგადოების უმაღლეს ფენებსა და სამეფეო არისტოკრატიას.
მოდერნიზაციის მიუხედავად ქალაქის ძველ ნაწილში ნიცამ შეინარჩუნა შუა საუკუნეების სული: ახლო მდგომი ნაგებობები, ერთმანეთზე თითქმის გადაბმული სახლების წითელი კრამიტის სახურავები, ვიწრო და კლაკნილი ქუჩების ლაბირინტები, პროვანსის ბალახბის სურნელით აღსავსე უამრავი პატარ-პატარა მაღაზიით, მყუდრო, მიმზიდველი მცირე დარბაზებიან რესტორნებითა და კაფეებით ქმნიან საოცარ ატმოსფეროს, გაბრუნებენ წარსულში.
XVII-XVIII საუკუნეების ტაძარი, ეკლესიები, სასახლეები ააშენეს იტალიური ბაროკოს სტილში. ნიცამ გამაოცა საფრნგეთის შუა საუკუნის ატმოსფეროს შეგრძნებით, რომელსაც აძლიერებენ ჟანგმიწისფერი ფასადები, ორიგინალური კონფიგურაციის ფანჯრები ნახევრად მიხურული გისოსებით და როგორც ოდესღაც ვიწრო ქუჩებზე მოფუსფუსე მეწვრილმანე გარე მევაჭრეები. ამ ატმოსფეროში უნებლივ გაგონდება ლეგენდალური ჰარიბალდი, იმ ქუჩის #6 სახლში მცხოვრები არტილერიის ახალგაზრდა გენერალი ბონაპარტე, რომელიც კარგი ხანია მის სახელს ატარებს. შუა საუკუნეებიდან ცნობილია აგრეთვე ციხე-სიმაგრის მთა (La Colline du Сhateau), სადაც დრეს განლაგებულია ნიცის ყველაზე მშვენიერი პარკი თავისი კლაკნილი ბილიკებითა და ჩანჩქერით. ამ მთიდან იხსნება უნიკალური პანორამა, ულამაზესი ფერების ხედი.
როდესაც ევროპულმა არისტოკრატიამ გადაწყვიტა ექცია ნიცა საკუთარ ზამთრის კურორტად, მან დაიპყრო სიმიეზეს ამაღლებული ტერიტორია, რომელიც უმოკლეს დროში გაივსო ძვირფასი ვილებითა და სასტუმროებით. ამ რაიონისგან განსხვავებით ქალაქის ზღვისპირა ნაწილი მდიდარია XIX –XX საუკუნეების ეკლეკტიკური ნაგებობებით.
ნიცის ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობას და მს სიმბოლოს წარმოადგენს ინგლისური სანაპირო (promenade des Anglais) - ექვს კილომეტრიანი განიერი ბულვარი, რომელიც გადის ზღვის ყურემდე. ეს სახელწოდება სანაპიროს ერგო იმის გამო, რომ ის აშენდა ინგლისური სათვისტომოს სახსრებით. ამ სანაპიროს ყველაზე ცნობილ ნაგებობას წარმოადგენს, 1912 წელს აგებული, ნეოკლასიციზმის სტილის უმშვენიერსი ნიმუში - ოტელ ნეგრასკოს შენობა. ამ სატუმროში მრავალი აღიარებული პიროვნება ჩერდებოდა. ინგლისურ სანაპიროზე 1927 წელს დაიღუპა ბალეტის ცნობილი მოცეკვავე (ს.ესენინის მეუღლე) აისედორა დუნკანი, რომელიც გაგუდა მისი ავტომობილის ბორბალზე დახვეულმა საკუთარმა გრძელმა შარფმა.
ნიცის ძველ უბანში ცხოვრობდა ლეგენდად ქცეული ნიკოლო პაგანინი. 1840 წელს თავისი საცხოვრებელი სახლის დარბაზში, მცირერიცხოვანი პუბლიკის წინაშე, მან უკანასკნელად მოახდინა უნიკალური ვირტუოზული ნიჭის დემონსტრირება.
ნიცის თავისებურ ღირშანიშნავებას წარმოადგენს მასენის მოედანი, რომელიც ატარებს ნაპოლეონეს მარშალის, ომების მონაწილის ანდრე მასენის სახელს. წარმოშობით ის ღვინითმოვაჭრის ოჯახიდან იყო, შემდგომში კი გახდა საფრანგეთის მარშალი, ჰერცოგი რივოლი და თავადი ესსლინგი.
ქალაქის თავზე ამაღლებულ სიმიეზის გორაზე შემორჩენილია ძველი რომაული არენა, ოღონდ ამჟამად იქ ყოველ წელს ტარდრდება ტრადიციული საზფხულო ჯაზ-ფესტივალი. ვარდების უმშვენიერესი ბაღის მქონე სამიეზის მონასტრის სასაფლაოზე დაკრძალულია მრავალი საყოველთაოდ ცნობილი ადამიანი და მათ შორის მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული მხატვარი ანრი მატისი. Avenue des arenes -ზე, სემიეს ბაღების XVII საუკუნის გენუეზურ ვილაში დღეს განთავსებულია მისი სახელობის მუზეუმი, რომლის ექსპოზიციაში წარმოდგენილია მხანტვრის ფრანგული რივერისადმი (French Riviera) მიძღვნილი ნამუშევრების შთამბეჭდავი კოლქცია. ბრონზის ბარელიეფები და პასტით შესრულებული ნახატები ახდენენ დაუვიწყარ შთაბეჭდილებას. ნიცაში მატისი ცხოვრობდა 1917 წლიდან 1954 წლამდე, ანუ ცხოვრების ბოლომდე. მუზეუმის ექსპოზიცია სრულად ასახავს მისი შემოქმედების მთელს ისტორიას, რომელიც ქმნის ყველა ეტაპის თავისბურ პანორამას 1890 წლიდან - ბოლო პერიოდის ცნობილი ქაღალდიან ამოჭრილი გუაშის ესკიზებით - დეკუპაჟებით, აგრეთვე 236 ნახატით, 218 გრავიურით.
Avenue docteur menard -ზეა ასევე მთელს მსოფლიოში აღიარებული მხატვრის მარკ შაგალის მუზეუმი. მარკ შაგალის ბიბლიური გზავნილის ნაციონალურ მუზეუმში წარმოდგენილია მხატვრის ნამუშევართა ყველაზე სრული კოლექცია. ეს - მონოგრაფიული და თემატური მუზეუმია, რომელშიც შეგროვებულია შაგალის 17 ყველაზე დიდი ნახატები ციკლიდან „ბიბლიური გზავნილი“, აგრეთვე ქანდაკება, ვიტრაჟები, მოზაიკა და გობელენები, 200 მეტი ესკიზი, გუაშით შესრულებული ნახატები, ასობით გრავიურა და ლიტოგრაფია.
სულ ნიცაში 18 მუზეუმია, მათ შორის: მუზეუმი ტერრა ამატა, ნიცის ისტორიასა და კუტურისადმი მიძღვნილი მასენის მუძეუმი, ნატიფი ხელოვნების მუზეუმი (Musee des Beaux-Arts), ახალი და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (Le Musee d’Art Moderne et d’Art Contemporain), ბუნებისმცოდნეობის მუზეუმი და, რა თქმა უნდა, სიმიეში(Cimiez) – შაგალის და მატისის ცნობილი მუზეუმები (Le Musee Matisse и Le Musee National Message Biblique Marc Chagall), და აგრეთვე არქეოლოგიური მუზეუმი.
პიერ გოტიეს (place Pierre Gautier) მოედნის კუთხეში ამაღლებულია მოწყალების სამლოცველოს მშვენიერი ნაგებობა, რომელიც 1740 წელს ააგო ტურინელმა არქიტექტორმა ბერნარდო ვიტონემ (Bernardo Vittone). მოწყალების სამლოცველო (Chapelle de la Misericorde) შენდებოდა 30 წლის განმავლობაში. მერე ის გადაეცა კათოლიკურ ორდენს – pénitents noirs, რომელიც აერთიანებდა მეზღვაურებსა და მეთევზეებს და რომელიც ცნობილი იყო იმით, რომ ორდენის წევრები სასჯელის აღსრულებამდე გაშმაგებულ ბრბოსგან იცავდენ სიკვდილმისჯილებს. პროვანსში ახლაც შეხვდებით ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში დაარსებულ ორდენებსა და საძმოებს, რომლებიწ განსხვავდებიან სახელწოდებასა და სამოსში გამოხატული ფერებით, მათში შემავალი საზოგადოებრივი ჯგუფებით, ისტორიულად დაკისრებული მოვალეობებითა და ფუნქციებით.
ნიცა ტრადიციულად მდიდარია თეატრალური და მუსიკალური ხელოვნებით.მთელი წლის განმავლობაში აფიშები აჭრელებულია სხვა და სხვა თეატრალური, საოპერო და საბალეტო სპექტაკლების, კაბარეს, ვარიეტეს, კონცერტებისა და გალა და მსგავსი ხასიათის სანახაობრივი წარმოდგენების განცხადებებით. ივნისის თვიდან იწყება სადღესასწაულო ღამეები, მუსიკალური კოლექტივები მართავენ გამოსვლებს Promenade des Anglais - ზე, ხოლო ძველი ნიცას ტაძრებსა და სიმიეს მონასტერში საღამოობით ტარდება კლასიკური მუსიკის კონცერტები.
ძველ ნიცაში, Palais de la Méditerranée - დან რამდენიმე ნაბიჯში დგას ნიცას ოპერის შენობა. თავისი კლასიკური დადგმების მაღალი დონის გამო (ოპერა, ბალეტი, ნიცას ფილარმონიული ორკესტრის კონცერტები), დაარსებიდან - 1885 წლიდან, თეატრი აღიარებულია საფრანგეთის ერთ-ერთი საუკეტესო საოპერო ხელოვნების თეატრად. ნიცას სოპერო თეატრის პროგრამა მსმენელსა და მაყურებელს სეზონის განმავლობაში სთავაზობს დაახლოებით ას სპექტაკლს, თითოეული მათგანი წარმოადგენს მართლაც უმაღლესი დონის დადგმას.
სულ ნიცაში შვიდი მრავალსახოვანი რეპერტუარისა და კოლექტივების თეატრია, მათ შორის ტრადიციულად ეკლექტუკური რეპერტუარის მქონე ნაციონალური თეატრია, კულტურულ მრავალფეროვნებაზე შეიძლება იმსჯელო «Théâtre de la Semeuse» - ს მაგალითზე, რომელშიც პრემიერა - პრემიერას მოჰყვება, აგრეთვე საინტერსო «Théâtre de la Tour» ან ექსპრომტის-თეატრი «P’tit théâtre».
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნიცაში, თუ გნებავთ ვირტუალურად და თუ ისურვებთ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ოღონდ - რეალობაში!
8-12 ივლისს დაესწარით ნიცას საერთაშორისო ჯაზ ფესტივალს, 17-21 ივლისს - Crazy Week - ს, 14 ივლისს, ბასტილიის აღების დღეს, მიიღეთ მონაწილეობა საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულში და ყველაფერი ეს შეუთავსეთ ფრანგული ენის შესწავლას.
საერთაშორისო საზაფხულო სკოლის Nice Côte d'Azur 2012 ფრანგული ენის შესწავლის პროგრამას ვრცლად გაეცანით >>>
და დაგვიკავშირდით Tel: 577 72 27 09; 581 333 881 |