თბილისი , ჩაჩავას ქ. 8 , ტელ: 51 81 91, ფაქსი: 51 55 66 http://www.astrapark.ge/
2007 წლის ოქტომბრიდან თბილისში მოქმედებს გასართობი ცენტრი „ასტრა პარკი“. პარკის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს კარტინგ-ცენტრი, რომელიც 2000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. სარბოლო ტრასა, რომელიც 320 მეტრს მოიცავს, თანამედროვე საფარითაა დაფარული, რაც უფრო კომფორტულსა და აზარტულს ხდის რბოლას.
სარბოლო მანქანები ფრანგული ფირმა „სოდიკარტის“ წარმოებისაა, რომელიც ჰონდას 200 სმ3 ძრავითაა აღჭურვილი. ცენტრში შესაძლებელია როგორც მოზრდილთა, ასევე ასაკით შედარებით მცირეწლოვან მრბოლელთა მიღება. კარტინგების რაოდენობა ჩვიდმეტი ერთეულია. აქედან ათი მოზრილ მომხმარებელზეა გათვლილი, ხოლო შვიდი-ბავშვებზე.
ტრასაზე ერთდროულად შესაძლებელია რვა მანქანის რბოლა და თითეოულის მაქსიმალური სიჩქარეა 70 კმ/სთ. მრბოლელთა უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია. მრბოლელები აღჭურვილნი არიან ჩაფხუტებითა და კისრის დამცავი სპეციალური კორსეტებით. ამასთან ერთად, მანქანაზე დაჯდომის წინ ყველა მონაწილე გადის უსაფრთხოების შესახებ ინსტრუქტაჟს. გარდა ამისა, რბოლის ხელმძღვანელი აკონტროლებს ყველა მრბოლელს, რათა ხელოვნურად არ შეიქმნას დაბრკოლება ან საავარიო სიტუაცია.
ცენტრს აქვს თანამედროვე პროგრამული აღჭურვილობა, რომელიც უზრუნველყოფს რბოლის შედეგების მონიტორზე გამოტანას. ასევე ნებისმიერ მრბოლელს აქვს საშუალება, რომ ვებგვერდის საშუალებით აკონტროლოს მისი რეიტინგის მონაცემები.
ასტრა პარკში ყოველთვიურად ტარდება თვის 21 საუკეთესო მრბოლელს შორის ტურნირი, რომელშიც გამოვლინდება სამი გამარჯვებული და მათ გადაეცემათ სპონსორის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები, ხოლო წლის ბოლოს იგეგმება სპეციალური ტურნირი „Grand prix“ (დიდი პრიზი), რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჩემპიონები და ვიცე-ჩემპიონები. ხოლო გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ასტრა პარკის მიერ დაწესებული გრანდიოზული პრიზებით.
ჩვენთან ასევე ეწყობა კორპორატიული შეჯიბრებები, სადაც ერთმანეთს ხვდებიან სხვადასხვა ორგანიზაციები. ფინალურ რბოლაში გამარჯვებული ორგანიზაციები კი სპეციალური პრიზებით საჩუქრდებიან. |