2012 წელს სულ არღიცხული იყო 35 361 აბიტურიენტი. გამოცდაზე გამოცხადდა 34 431. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 24 501 (71%) გახდა სტუდენტი. სააპელაციო განაცხადი 1 480-მა აბიტურიენტმა შემოიტანა, აქედან 333 აპლიკანტს ქულა შეეცვალა.
2012 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლეები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა:
• გამოცდებზე რეგისტრაცია აპლიკანტებმა მხოლოდ ინტერნეტით, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge; online.naec.ge) გაიარეს;
• მეორადი ჩარიცხვები გაუქმდა და შვიდის ნაცვლად, აბიტურიენტებსთავიდანვე ოცი სასურველი ფაკულტეტის არჩევის საშუალება ჰქონდათ;
• წელს მეოთხე არჩევით საგნად უმაღლესმა სასწავლებლებმა მხოლოდ მაპროფილებელი სავალდებულო საგნებიდააწესეს;
ამ ფორმატით ერთიანი ეროვნული გამოცდები უკანასკნელად ჩატარდა. მომავალი წლიდან ახალი საგამოცდო მოდელი 8+1 ამოქმედდება.
აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კონპეტენციის ზღვარი გადალახეს, მაგრამ სხვა გამოცდაში ჩაიჭრნენდა ვერ გახდნენ სტუდენტები, საშუალება აქვთ პროფესიული პროგრამის მე-4 და მე-5 საფეხურზე ჩაირიცხონ.
- იმ აბიტურიენტთა სია, რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე
- იმ აბიტურიენტთა სია, რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე
წყარო: გამოცდების ეროვნული ცენტრი
|