ყურადღებიანი მშობლები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ მათ შვილის ქცევაში აღმოაჩინეს რაღაც ახალი და ამ სიახლეს სიამოვნებით უზიარებენ ნათესავებს და მეგობრებს. თუმცა დგება პერიოდი, როდესაც ინოვაციები ვიწროვდება ისე სწარაფად, რომ ვერ ვასწრებთ აღნიშვნას. აგრეთვეQქცევის სხვადასხვა ახალი გამოვლინებები ბავშვებში, ყოველთვის არ არის მოსაწონი მშობლებისათვის. ხშირად გვესმის, რომ ბავშვი იყო კეთილი, დამჯერი, წყნარი, მაგრამ უეცრად ყველაფერი პირიქით შეიცვალა და ის გახდა უხეში, მავნე, ჯიუტი, გაღიზიანებული და ის მხოლოდ 11 თვისაა. Aან ისეთი ბუტია გახდა, რომ სიტყვას ვერ ეტყვი. როდესაც ვეუბნებით: ,,არ მიხვიდე უთოსთან, ცხელია, დაიწვები’’ ის ისეთ ნაწყენ სახეს იღებს და გულს იყვანს. Aან ვეუბნებით: ,,არ შეიძლება” , მაგრამ ის მაინც აგრძელებს თავის საქმიანობას და გველოდება ჩვენ რას მოვიმოქმედებთ მისი საქციელის საპასუხოდ.
მთავარი რაც უნდა ესმოდეთ მშობლებს ის არის, რომ ბავშვის ჯიუტობა და ნეგატიური რეაქცია უნდა მივიღოთ როგორც ნიშნები ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებისა. Aასევე Uაღსანიშნავია ის, რომ ნეგატიური გამოვლინებებეს ყოველთვის შეიძლება არ ჰქონდეს ადგილი განვითარების პერიოდში. Kკრიზისმა შეიძლება მათ გარეშეც ჩაიაროს. Kკრისიზისის განსხვავებული მახასიათებელი არის – სწრაფად, მოკლე პერიოდში ბევრი ახალი გამოვლინებების დაგროვება ბავშვის ქცევაში.
რა ახალ გამოვლინებებს აქვს ადგილი ბავშვის ქცევაში?
ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ოჯახში ძირითადად უფრო დამოუკიდებელ ქცევას ახორციელებენ, უფრო ჯიუტები არიან და ხშირად უპირისპირდებიან უფროსებს. ამასთან ერთად ზემოთ ჩამოთვლილი ხასიათის ნიშნების გამო უფრო მეტად და კარგად ითვისებენ ცოდნას და გამოცდილებას. ბავშვთა სახლის ბავშვებში ეს ჯიუტობა და დამოუკიდებლობა ნაკლებად შეინიშნება. Eემოციის გამოხატვის მხრივ ისინი უფრო გულნატკენნი არიან. ძირითადი განსხვავება არის ის, რომ ბავშვები რომლებიც ბავშვთა სახლში იზრდებიან უფრო მეტად თანაგრძნობას ელოდებიან, ასევე სიხარულის და გასაჭირის გაზიარებას. რაც სწორედ ასეთ ბავშვებს ყველაზე მეტად აკლიათ.
პატარები სწავლობენ თავიანთი ქმედებების შეფასებას, უხარიათ წარმატებები და სწყინთ მარცხი, უფროსების შენიშვნაზე ხშირად ნეგატიური რეაქცია და პასუხი აქვთ. Qჩვენ ქცევის ასეთი გამოვლინებებს ვაკავშირებთ პიროვნების ჩამოყალიბებასთან.
ერთი წლის ასაკში ბავშვი თავისუფლად ეუფლება არა მარტო რთულ მოძრაობებს, სწავლობს საგნებთან ურთიერთობას, წარმატებას აღწევს ინტელექტუალურ განვითარებაში, ასევე წინ მიიწევს პიროვნების ჩამოყალიბებაში. Aამ ფაქტის იგნორირება არ შეიძლება. ჩვენ უკვე გვაქვს საქმე პატარა ადამიანთან, მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი რამის ათვისება მოუწევს, ფუნდამენტური მასალა მასში უკვე ჩადებულია. ნებით თუ უნებლიეთ მშობლებს შეაქვთ თავისი წვლილი პიროვნების ჩამოყალიბებაში. ის თუ როგორი იქნება პიროვნება შემდეგში დიდად დამოკიდებულია მისი სიცოცხლის ამ პირველ წელზე.
|