მსოფლიოში ყველაზე გრძელი ენა ეკუთვნის თორმეტი წლის მოსწავლეს ანნიკე ირმლერს გერმანიის ქალაქ ტანგშტადტიდან. ამ ანატომიური თავისებურების გამო ანნიკა მოხვდა ჰინესის წიგნში.
მხატვრული ფილმის ყველაზე ახალგაზრდა რეჟისორი სიდნეი ლინი 13 წლის ასაკში გახდა სცენარისტი, პროდიუსერი და რეჟისორი ტრილერის ”ლექსი - საოცარი ძაღლი” (Lex the Wonderdog, 1972)
ა.შ.შ. - ს ნიუ-ჯერსის შტატის ქ. ვერნონას როლლინგ-ჰილლზის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებმა საკუთარ მასწავლებელთან ერთად შეაგროვეს ღილების ყველაზე დიდი კოლექცია, ის ითვლის 1 000 000 ექსპონატს
ყველაზე გრძელი მინი-ავტოდრომი, საავტომობილო ტრეკი, რომელიც ააშენეს 1996 წ. ივნისში დიდი ბრიტანეთის ქ. ლანკაშირის ოულდერ-ჰილის სკოლაში , 444,8 მეტრისაა სიგრძეში.
პოპ-კორნის ყველაზე დიდი რაოდენობა მომზადებული იყო პიტსვილლის დაწყებით სკოლაში. (ა.შ.შ. შტატი ვისკონსინი, ქ. პიტსვილლი) 1996 წ. მარტში. პოპ-კორნმა შეავსო კონტეინერი ზომით 211,41 მ.
ზომით მსოფლიოში ყველაზე დიდი გიტარა, რომელზეც შეიძლებოდა დაკვრა, იყო 11,63 მ. სიგრძის და 446 კგ. წონის. ის დაამზადეს ”გიბსონის” მოდელის საფუძველზე საშუალო სკოლის მოსწავლეებმა ქ. ჯეისონბილში (ა.შ.შ. ინდიანას შტატი) და ის წარუდგინეს პუბლიკას 1995 წელს.
”ვეიენის” სკოლის მოსწავლეებმა (ქ. ჰენეფოსი, ნორვეგია) 1994 წ. ივნისში ქსოვილისგან დაამზადეს ზომით ყველაზე გრძელი რბილი სათამაშო - გველი, სიგრძით 419,7 მ. ინფორმაცია მსოფლიო რეკორდების შესახებ იხილეთ საიტზე http://www.guinnessworldrecords.com/ |